Home რუბრიკები პოლიტიკა ცუდი კორკოტა, კარგი კირკიტა და პოლიციის ფორმიანი “არაპოლიციელები”

ცუდი კორკოტა, კარგი კირკიტა და პოლიციის ფორმიანი “არაპოლიციელები”

4273
დავით კირკიტაძე

დაახლოებით ასეთი სურათი შეიძლება დავხატოთ, თუკი გასულ კვირაში ნაცების, მათი მხარდამჭერებისა და მათივეგამპრავებელიჟურნალისტების ნათქვამნააზრევებს შევაჯერებთ. გამოდის, რომ გია კორკოტაშვილი (კორკოტა) იმისთვის არის ძალიანცუდი ბიჭი”, რისთვისაც დათო კირკიტაძე (კირკიტა) ძალიანკარგი ბიჭია”, ხოლო ჟურნალისტების ორმაგ სტანდარტებს ისევ და ისევ არ აქვს ზომა, წონა და ფორმა. ნაცების მიერ აშკარად მოთაფლული (ფულით?) ჟურნალისტები ყოველთვისგააპრავებენკირკიტას იმავე საქციელს, რომელი საქციელისთვისაც კორკოტასძელზეგასვამენ და საქვეყნოდგაატელევიზორებენ”.

ასეთ სურათს, დიდი ხანია, მივეჩვიეთ, მაგრამ მაინც გვინდა, ხაზი გავუსვათ წინა კვირაში ნაცებისგან კიდევ ერთი დემაგოგიური “ტრენდის” დამკვიდრების მცდელობას, რომელსაც, მხოლოდ ჟურნალისტები კი არა, ამჯერად უკვე იურისტები და ასე განსაჯეთ, სასულიერო პირებიც კი აჰყვნენ.

თუმცა, ჯერ მინდა, ნაცების მიერ მოსყიდულ კიდევ ერთ მიმართულებაზე _ იუმორზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა “რუსთავი 2”-ის ყოვლად უნიჭო გადაცემა “კომედი შოუს” ვითომ “იუმორისტული” სკეტჩი, რომლის სიუჟეტი ასეთია: “საცოდავ” გიორგი გაბუნიას “ქართველმა ინკვიზიტორებმა” მიუსაჯეს კოცონზე დაწვა “სიმართლისა და შეუპოვრობისთვის”. მთავარი ინკვიზიტორის როლში კორკოტაა გამოყვანილი, ხოლო სხვა სკეტჩში “ძერჟინსკის” თუ ვიღაც დაუნდობელი “ბოლშევიკის” როლში ირმა ინაშვილი უნდა ამოვიცნოთ, ამ სკეტჩების უნიჭო დამდგმელების ჩანაფიქრით.

კი, ბატონო, მდარე და უხარისხო იუმორი შეიძლება ეპატიოს კიდეც ვინმეს, მაგრამ სხვა თემაა, როცა საქმე გვაქვს არა მხოლოდ უხარისხო, არამეს ცალმხრივ, უსამართლო და ტუტუცურ “პოლიტიკურ იუმორთან”. მართლაც საცოდაობაა, როდესაცქართულ ინკვიზიციაზე” “ღლიცინებენიმ ტელევიზიისიუმორისტები”, რომელთა გენერალური დირექტორი პირდაპირი ეთერიდან დედის გინებით მიმართავს მისთვის არასასურველ პერსონებს, აკეთებს მართლაც ინკვიზიციისმამის”, ტომაზო ტორკვემადას, შესაფერ განცხადებებს და საჯაროდ ემუქრება ადამიანებსკოჭების დახვრეტით”!

როდესაც ასეთ ტელევიზიაში მუშაობ “იუმორისტად” და შენი “იუმორის” თემა ძალადობა, სიძულვილის ენა და მუქარაა, მართლაც სასაცილოა, როდესაც “ინკვიზიტორად” კორკოტას წარმომიჩენ, “ძერჟინსკად” _ ირმა ინაშვილს, ხოლო საკუთარი უზრდელი, ხეპრე და მართლა მოძალადე “უმფროსი” გავიწყდება…

კაი, უფროსს თავი დავანებოთ, შეიძლება ვერ უბედავ შაყირს, მაგრამ ასევე “გავიწყდება” ავტობუსზე ჩამოკონწიალებული კირკიტა. არადა, წარმომიდგენია, იმავე ავტობუსს სინამდვილეში, კირკიტა კი არა, კორკოტა რომ ჩამოკონწიალებოდა, რამდენს იშაყირებდნენ პატივცემულიმიუკერძოებელი იუმორისტები”.

მაგრამ, როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, იუმორისტებს რაღა უნდა ელაპარაკო, როდესაც იურისტები და სასულიერო პირებიც კი პირდაპირ დანაშაულებრივი აზრის დამკვიდრებას ცდილობენ საზოგადოებაში. დავით კირკიტაძის ადვოკატმა, ვინმე კონდახაშვილმა პირველმა განაცხადა ტელეეთერში: კირკიტაძის მიერ პოლიციელზე თავდასხმა სულაც არ არის დანაშაული, იმიტომ, რომ ავტობუსს პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა, თვითონ პოლიცია კი არაკანონიერ მოთხოვნებს უყენებდა აქციის მონაწილეებს, ამიტომ კირკიტაძის ქმედება სრულიად ჯდებოდა კონსტიტუციის ფარგლებში და მის ქმედებაში უკანონო არაფერი ყოფილაო.

ვინმემ შეიძლება თქვას, კონდახაშვილი კირკიტაძის ადვოკატია და მისი დაცვის უფლება აქვს, ამიტომ მისი ნათქვამის მოტივი გასაგებიაო. ასე მარტივადაც არ არის საქმე. ადვოკატმა კლიენტი შეიძლება დაიცვას სხვადასხვა ფორმით _ სცადოს მისი დასაცავის უდანაშაულობის დამტკიცება ან მოითხოვოს მისთვის სასჯელის შემსუბუქება, ან განაცხადოს, რომ სამხილებია არასაკმარისი და ა. შ. კონდახაშვილი კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საადვოკატო ნოუჰაუს გვთავაზობს და გვეუბნება, რომ განა მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ეს ქმედება ან მის წინააღმდეგ არსებული სამხილი არ არის საკმარისი ქმედების დასამტკიცებლად, არამედ მის მიერ ჩადენილი ქმედება თურმე სრულიად კანონიერია. ანუ, მისმა კლიენტმა კი ჩაიდინა ეს ქმედება სინამდვილეში, მაგრამ თურმე ასეთი ქმედება საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს და ის სრულიად ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში. გამოდის, რომ საზოგადოების სხვა წევრებსაც შეუძლიათ იგივე ქმედება გაიმეორონ და მათ ამის გამო სასჯელი არ ეკუთვნის. ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ: ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს განა არ დაურტყია წიხლები პოლიციელისთვის ან მისი ამ ქმედების დამტკიცება შეუძლებელია, არა! მან, რა თქმა უნდა, ურტყა წიხლები პოლიციელს, ოღონდ სრულიადკანონიერად”. ანუ გამოდის, არსებობს გარკვეული სიტუაციები, როდესაც პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დასაშვები და კანონიერია.

კირკიტას ადვოკატის მიერ პირველად გახმაურებულ ამ დანაშაულებრივ “ტრენდს” უმალ შეუერთდნენ ნაციონალების ლიდერები _ გიგა ბოკერია, თინა ბოკუჩავა, გიგი უგულავა და სხვები. იგივე სიტყვები გაიმეორა “წლის ნაციონალმა” გრიგოლ ვაშაძემ. ყველაზე აქტიური კი იყო ნაცების ფავორიტი პოლიციელი (იურისტი!) ქალი ხატია დეკანოიძე, რომელმაც პირდაპირ იურიდიული მარგალიტები დაგვაყარა თავზე და კირკიტაძე, კანონის დამრღვევად კი არა, კანონის უზენაესობის დამცველად გამოაცხადა ლამის.

აუცილებლად უნდა შევჩერდეთ იმ თემაზე, თუ რატომ არის ყოველივე ეს არა, უბრალოდ, არასწორი განცხადებები, არამედ სწორედაც დანაშაულებრივი, მავნებლური მოწოდებები და შეიძლება სულ სხვა ჩანაფიქრს ემსახურებოდეს. აკი, ვთქვით, რომ ნაცების ლიდერები და მათი “იურისტები” არათუ პიროვნებას, ანუ დავით კირკიტაძეს, არამედ მის მიერ ჩადენილ ქმედებას ამართლებენ და “აპრავებენ”. გამოდის, ისინი საზოგადოების დანარჩენ წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უქმნიან წარმოდგენას, რომ არსებობს გარკვეული სიტუაციები, როდესაც პოლიციელზე თავდასხმა მისაღები და, ხაზს ვუსვამ, კანონიერია.

ანუ, თუკი ჩვენ სადმე მივდივართ და შემოგვხვდა პოლიციელი და გვეუბნება, რომ იქით წასვლა არ შეიძლება, ჩვენ ამ დროს კი არ ვაფიქსირებთ ამ ფაქტს და შემდეგ კი არ მივმართავთ სასამართლოს, რათა გავარკვიოთ პოლიციელის ქმედება იყო თუ არა კანონიერი და პასუხი მოვთხოვოთ მას სამართლებრივად, არა! ჩვენ იქვე, სპონტანურად, თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიციელი უკანონოდ გვაჩერებს, და თავ-პირს ვალეწავთ მას.

გიგი უგულავა უფრო შორსაც მიდის: ჯერ ერთი, ის პოლიციელი უკანონოდ უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას დავით კირკიტაძეს და მეორეც, საიდან უნდა სცოდნოდა კირკიტაძეს, რომ ის ნამდვილად პოლიციელია?” _ ასეთი კითხვა დასვა უგულავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჟურნალისტ თეონა გეგელიასთან საუბრისას. ჟურნალისტის პასუხი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ იმ პოლიციელს, რომელსაც კირკიტამ ტყუპი წიხლი უთავაზა, სრული ამუნიცია ეცვა და თავზე ქუდიც კი ეხურა! აი, აქ დაამყარა “ევროპელმა” უგულავამ, მსოფლიოს არც ერთ ყველაზე ევროპულ ქვეყენაშიც კი არავის არასოდეს რომ არ სმენიათ, ისეთ რეკორდი: კი, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, მაინც არ ყოფილიყო პოლიციელი? თქვენ თუ ვინმე უკანონოდ გთხოვთ რამეს, მაგალითად, სახლში გივარდებათ და აცვია პოლიციის ფორმა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის მართლა პოლიციელია? ხომ შეიძლება მან, უბრალოდ, ჩაიცვა ეს ფორმა და ახორციელებს უკანონო ქმედებას?” _ ასე “ჩაჭრა” ჟურნალისტი გიგი უგულავამ და კირკიტას საქციელი “კონსტიტუციურ ჩარჩოებში” ძალიან “მოხერხებულად” ჩასვა.

გამოდის, პოლიციელზე თავდასხმა მაშინაც კი არის დასაშვები და კანონიერი, როდესაც პოლიციელს აცვია ფორმა, რადგან ჩვენ გვაქვს “კონსტიტუციური უფლება”, ვიფიქროთ: იქნებ ეს ფორმაში ჩაცმული პოლიციელი სინამდვილეში “არაპოლიციელია”?

საინტერესოა, უგულავასა და სხვა ნაცების აზრით, რომელ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელზე თავდასხმა. ალბათ, მაშინ, თუკი პოლიციელს მკერდზე აქვს ამოსვირინგებული სიტყვა “პოლიცია”?

უგულავას რეგვნობის პიკი იყო ფრაზა: როგორ შეიძლება, დამნაშავე ყაჩაღი და პოლიტიკური ლიდერი ერთი და იმავე მუხლით გასამართლდნენ?” ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, ყაჩაღისა და პოლიტიკური ლიდერისთვის ცალ-ცალკე კანონები უნდა ამოქმედდეს და ერთი და იმავე ქმედებისთვის ისინი სხვადასხვანაირად უნდა დაისაჯონ. კანონი ყველასთვის ერთი რომ არის და კანონის წინაშე რომ ყველა თანაბარია, პატივცემულფილოსოფოს მერს”, ალბათ, არ სმენია. თუმცა რა უნდა ვილაპარაკოთ იმ ხელისუფლებაზე, რომლის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე აცხადებს: “არ ვიცოდი, მოსამართლეები პროკურატურას რომ არ უნდა ემორჩილებოდნენო”, ხოლო ამავე ხელისუფლების ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: ახლა ვხვდები, რომ ბიზნესმენებისთვის ქონება და სახლები უკანონოდ და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა წამერთმიაო. აქ კომენტარი, რაღა თქმა უნდა, ზედმეტია! ფაქტია: ეს ადამიანები პირდაპირ აქეზებენ ტელემაყურებელს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომ პოლიციას არ დაემორჩილონ, თავადვე გადაწყვიტონ _ პოლიციის მოქმედება კანონიერია თუ უკანონო და, თუ მიიჩნევენ, რომ პოლიცია მათ უკანონოდ სთხოვს რამეს, იქვე შედგნენ წიხლებით.

მიზანი გასაგებია _ თუკი მოქალაქეები მართლა გამოშტერდნენ და აჰყვნენ ამ დანაშაულებრივ “ტრენდს”, ეს ქვეყანაში მასობრივ არეულობებს გამოიწვევს, რაც აძლევს კიდეც ხელს “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიშა სააკაშვილისგან მართულ სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს.

ეგ კი არა, მგონი, მათ ეკლესიაშიც აქვთ საცეცები და იქიდანაც ავრცელებენ ამ დანაშაულებრივ პროპაგანდას. მაგალითად, სოციალურ ქსელში “მამა იოანეს” სახელით გავრცელდა ზუსტად იგივე აზრი, რომ “პოლიცია ამ შემთხვევაში კანონს არღვევდა და ამიტომ კირკიტაძის მოქმედება სრულიად მისაღები და კანონიერი იყო. ამავე “მამაოს” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ასეთი პოსტი: “სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიმცემებს ღვთის გეშინოდეთ! თქვენ სამშობლოს ღალატში გაისვარეთ ხელი!”

ასეთი ფრაზის ავტორს რამდენად შეიძლება ანდონ ტაძარი, რთული სათქმელია. სიტყვა “მამაო” კი ბრჭყალებში სწორედ იმიტომ ჩავსვი, რომ ვიმედოვნებ, ეს მორიგი “ინტერნეტ-ფეიკია” და სინამდვილეში ამ გვერდის მეპატრონე ოფიციალურად მღვდელი, დიაკვანი ან რომელიმე სხვა რანგის სასულიერო პირი არ არის.

თუ არადა, მაშინ მართლაც ყოფილა ჩასატარებელი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მაგვარი რამ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მის ჩატარებას, ალბათ, ისევ აღმაშენებელი სჭირდება. ჩვენში კი, თუ ვინმე ჩანს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე და მყარად აქვს ფეხი მოკიდებული, აღმაშენებელი კი არა, ჯერჯერობით ყველა მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარია.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here