Home სხვადასხვა დაიჯესტი ცრუპასტორი მრევლის წევრების გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს

ცრუპასტორი მრევლის წევრების გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს

384
ცრუპასტორი მრევლის წევრების გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს

ბრიტანეთის ბირმინგემში 34 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნიგერიელ თვითმარქვია პასტორ მაიკლ ოლურონბის. ევანგელისტური ეკლესიის ესღვთისმსახური” 20 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და სექსუალურად ძალადობდა თავისი მრევლის წევრებზე. გამოძიების მონაცემებით, მოძალადის მსხვერპლთა შორის არიან ქალები, ბავშვები და მამაკაცებიც კი.

ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ მხოლოდ იანვარში 60 წლის ოლურონბიმ და მისმა მეუღლემ იძალადეს ექვს ქალსა და ერთ ბავშვზე. სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ ოცი წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობამ 88-ს მიაღწია. პოლიციელები დარწმუნებულები არიან, რომ სია სრული არ არის და მოუწოდეს ყველა დაზარალებულს, განაცხადონ ცრუპასტორის დანაშაულთა შესახებ.

ოლურონბიმ აღიარა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ არის დამნაშავე, მაგრამ, როცა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები წარუდგინეს, თავი იმით იმართლა, რომ დანაშაულის ჩადენა ეშმაკმა უკარნახა. არადა, დადგენილია, რომ მრევლის წევრებს ინტიმური ურთიერთობის დამყარებას აიძულებდა “ავსულებისგან განწმენდის” მიზნით. დადგენილია, აგრეთვე, რომ რამდენიმე ქალიშვილი გაუპატიურების შემდეგ დაორსულდა, მაგრამ ოლურონბიმ აბორტის გაკეთება აიძულა.

საბრალდებო განაჩენი გამოუტანეს მის ცოლსაც. იგი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ორ პუნქტში: ბავშვისა და მოზრდილის გაუპატიურებისთვის ხელშეწყობაში. მას 11 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here