Home სხვადასხვა დაიჯესტი ციფრული ეკონომიკა ღარიბებისთვისაა მოგონილი

ციფრული ეკონომიკა ღარიბებისთვისაა მოგონილი

339
ციფრული ეკონომიკა ღარიბებისთვისაა მოგონილი

New York Timesმა გამოაქვეყნა ტექსტი ძირითადი თეზისით: ციფრული მომსახურების მოთხოვნა სიღარიბის ნიშანია!

ჩვენ ვამბობთ ციფრულ ეკონომიკას და ვგულისხმობთ მომსახურების ეკონომიკას ღარიბებისთვის. თქვენ ღარიბი ხართ, თუ ექიმთან კონსულტაციას გადიხართ ინტერნეტით და არა პირადი შეხვედრისას; ღარიბი ხართ, თუ თქვენი შვილები სწავლობენ ონლაინ და არა სკოლაში პედაგოგებთან; ღარიბი ხართ, თუ საქონელს ყიდულობთ ონლაინ და არა ქალაქის ცენტრში მდებარე ლამაზ მაღაზიებში.

ის ფაქტი, რომ მდიდრები უპირატესობას ანიჭებენ ძველმოდურ ტიუტორებს (რეპეტიტორი, პედაგოგი _ გ.გ.), პირად მწვრთნელებსა და მზარეულებს, და არა საკვების სმარტფონით მიწოდებას, საიდუმლო არავისთვის არის, მაგრამ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ნელი ბოულერზი, უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ დაწყებულია ადამიანური ურთიერთობების “ლუქსიზაცია”.

თუ თქვენ ცოცხალი ადამიანებისგან ძველებურად იღებთ მომსახურებას, გაქვთ მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ხართ წარმომადგენელი ახალი ელიტისა, რომლის პრესტიჟულობა გამოიხატება ციფრულ მომსახურებაზე უარის თქმაში. ღარიბები კრედიტით ყიდულობენ აიფონებს, მდიდრები კი უარს ამბობენ სმარტფონებზე. ღარიბები ცდილობენ, მათმა შვილებმა იცოდნენ კომპიუტერის გამოყენება, მდიდრები კი თავიანთი მემკვიდრეები მიჰყავთ კერძო სკოლებში, რომლებშიც სწავლება აგებულია ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ეკრანის წინ გატარებული დიდი დრო ცხოვრებაში თქვენს წარუმატებლობაზე მიუთითებს. გაჯეტებთან ერთად ზრდა ბავშვების კოგნიტურ განვითარებას ვნებს და ამ დისკუსიაში IT-კორპორაციების მხარეს ბევრი არაკეთილსინდისიერი ფსიქოლოგი დგას.

ციფრული ეკონომიკა ღარიბებისთვისაა მოგონილი

სტატიის ავტორი წერს საარსებო მინიმუმზე მცხოვრებ 68 წლის პენსიონერზე, რომლის ერთადერთი მოსაუბრე პლანშეტზე დახატული კატაა. ხანშიშესული ადამიანებისთვის დახატული კატა მოიგონა 31 წლის ბიზნესმენმა, რომლის კომპანიის თანამშრომლები ფილიპინებიდან მუშაობენ. თუკი კომპიუტერული პროგრამა გეტყვით, რომ კვდებით, ეს ნიშნავს, რომ კვდებით, როგორც ღარიბი ციფრულ ეკონომიკაში.

მდიდრების ურთიერთობა ადამიანებთან _ უტელეფონოდ ცხოვრება დღის განმავლობაში, სოციალური ქსელებიდან გასვლა და ელექტრონულ ფოსტაზე უარის თქმა _ სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ამან მიგვიყვანა საინტერესო ახალ რეალობამდე: ადამიანური კონტაქტი ელიტური პროდუქტი ხდება. ვინაიდან ღარიბების ცხოვრებაში სულ უფრო მეტი ეკრანი ჩნდება, ისინი მდიდრების ცხოვრებიდან ქრებიან. რაც უფრო მდიდარი ხართ, მით მეტს ხარჯავთ იმისთვის, რომ კადრს მიღმა დარჩეთ.

dalistratogies.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here