მთავარი დაიჯესტი “ცივილიზებულ” დასავლეთში ნატულარული საკვები ფუფუნების საგანი ხდება

“ცივილიზებულ” დასავლეთში ნატულარული საკვები ფუფუნების საგანი ხდება

364
გააზიარეთ
“ცივილიზებულ” დასავლეთში ნატულარული საკვები ფუფუნების საგანი ხდება

ბილ გეიტსს დასრულებული არ ჰქონდა მდიდარი ქვეყნებისთვის მოწოდება, უარი ეთქვათ ნატურალურ ხორცზე და გადასულიყვნენ სინთეტიკურზე (“თქვენ მალე მიეჩვევით ახალ გემოს”), რომ მისი მითითების შესრულება უკვე დაიწყეს ადგილებზე. ლიონის (საფრანგეთი) მერმა გრეგორი დუსემ ქალაქის ყველა სკოლის სასადილო რამდენიმე დღის წინათ ვეგეტარიანულ მენიუზე გადაიყვანა.

სადილი სკოლის სასადილოებში და, საერთოდ, ცხოვრებაში ფრანგების ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქვეყანა შეშფოთდა. ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი თხები და ძროხები ლიონის ლამაზი რატუშის წინ მიიყვანეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მერს იდიოტი უწოდეს. ვეგეტარიანელებმა, ეკომეომრებმა და ცხოველთა დამცველებმა მხურვალედ დაუჭირეს მხარი ხორცის აკრძალვას.

მერი შეეცადა, თავისი გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიისთვის მიეწერა, მაგრამ ეს რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო გამოწვეული, არავინ დაუჯერა. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის სკოლებში სასადილოები ისედაც თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. ორსაათიანი შესვენება სადილობისთვის, ადგილობრივი ფერმერების პროდუქტებისგან დამზადებული ცივი და ცხელი კერძები, საჭმლის ხარისხზე უმკაცრესი კონტროლი, ხილისა და ბოსტნეულის სრული ასორტიმენტი, პროდუქციის გასაყიდი არანაირი აპარატილიონის მერი ცუდად შეეხო კვების სისტემას, რომლისაც სრულიად მსოფლიოს შურს.

ანტრეკოტებისა და კატლეტების გარშემო დაწყებულმა კულტურულმა ომმა მალე მიიღო პოლიტიკური ხასიათი. თვითონ გრეგორი დუსემ, რომელსაც რადიკალიზმის გამო “მწვანე მერი” შეარქვეს, კარიერა გაიკეთა პარტიაში _ “ევროპა-ეკოლოგია-მწვანეები”. მერის ვეგეტარიანული დემარში მოიწონეს მისმა ამხანაგებმა პარტიიდან _ ამჟამად ეკოლოგიური გარდაქმნების მინისტრმა ბარბარა პომპილიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ოლკიე ვერანმა, ყოფილმა სოციალისტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა კი ლიონის მერის გადაწყვეტილებას ფერმერებისა და ხორცის დამამზადებელთა შეურაცხყოფა უწოდა. “კმარა იდეოლოგიის დადება ჩვენი ბავშვების თეფშებზე”, _ აღშფოთდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟულიენ დენორმანდი. ფრანგმა კონსერვატორებმა გადაწყვიტეს, რომ კატლეტებზე უარის თქმა თავდასხმაა მათ ტრადიციულ ფასეულობებზე და თავიანთ ალტერნატიულ მედიასაშუალებებში საშინლად გალანძღეს გრეგორი დუსე.

მაგრამ პრობლემა გლობალური ხასიათისაა. პანდემიამდე კარგა ხნით ადრე, რომელსაც ბევრი ყველა უბედურებას მიაწერს, ინტელექტუალურ ველზე ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ თანამედროვე განათლებული ადამიანისთვის ხორცის ჭამა უღირსი საქციელია. ამას მოჰყვა პოპკულტურის ვარსკვლავების .. კამინგაუტი ვეგეტარიანობაზე. მცენარეული დიეტა ციფრული ტექნოლოგიების, გლობალიზმის, მემარცხენე დღის წესრიგის, ლგბტ პირების უფლებების დაცვის, აშშის დემოკრატოსანი აფილირებული პოლიტიკოსების მიმართ სიყვარულის მხარდამხარ ვითარდებოდა. რაც დრო გადიოდა, ხორცის ჭამა სულ უფრო იწვევდა სხვა ასოციაციებს _ ეს არის ნაციონალიზმი, კონსერვატიზმი, ტრადიციული ფასეულობები, პატრიარქალური ოჯახი, ეკლესია, ტრამპი, ცეცხლსასროლი იარაღი, ბენზინის ძრავები; პარალელურად, დასავლელ ობივატელს ყოველდღე უყვებოდნენ ფერმაში გამოზრდილი ცხოველების ტანჯვაზე და ცდილობდნენ, მათში დანაშაულის განცდა გაეღვიძებინათ სტეიკებისა და ანტრეკოტების ჭამის გამო. ხოაკინ ფენიქსმა, “ჯოკერში” მთავარი როლის შესრულებისთვის “ოსკარის” მიღების შემდეგ, იყიდა ძროხა, ხბო და ისინი მდელოზე გაიყვანა ბალახის მოსაძოვად.

“ცივილიზებულ” დასავლეთში ნატულარული საკვები ფუფუნების საგანი ხდება

.. მეცნიერები ობივატელებს განუმარტავდნენ, რატომ არის ხორცი მავნე. მათი ნაბოდვარის უარსაყოფად საკმარისი იყო, მაგალითად, იაპონიის სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება და შედარება, რამდენ ხანს ცოცხლობდნენ და როგორ გამოიყურებოდნენ მცენარეულ დიეტაზე მყოფი ადამიანები და როგორ გამოჯანმრთელდნენ ისინი, როცა საკვებში ცხოველური ცხიმები და ცილები დაამატეს. სხვა მეცნიერები ხაზავდნენ სქემებს, რომლებზეც მსხვილი რქოსანი პირუტყვის საძოვრები უნდა ყოფილიყო ამაზონის ხელუხლებელი ჯუნგლების ადგილას. ასე აღმოჩნდნენ ბრაზილიაში ძროხები ამაზონის ჯუნგლების გაჩეხვაში დამნაშავენი.

სრული სერიოზულობით ითვლიდნენ ძროხების მიერ გამოყოფილი მეთანის წილს სათბურის ეფექტის წარმომქმნელ აირებში. ამასთანავე, გაარკვიეს, რომ მეცხოველეობა და აგრომრეწველობა ატმოსფეროს დაბინძურების ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა. თანამედროვე სოფლის მეურნეობის მრეწველობას, რომელიც თითქმის 8 მლრდ ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით, ყბადაღებულინახშირბადოვანი კვალიმიაწერეს. მაგალითად, უგემრიელესი ფრანგული საკვების მწარმოებლები “ნახშირბადოვანი კვალის” მეოთხედს ქმნიან, მეცნიერებმა მყისვე მოუწოდეს ფრანგებს, ნაკლები ხორცი მიირთვან.

ასე, თანდათან ჩამოყალიბდა “დანაშაულის” შემადგენელი. მმართველი იდეოლოგია გულისხმობს, რომ რძისა და ხორცის მრეწველობა დამნაშავეა გლობალურ დათბობაში. გსურთ მისი შეჩერება? გადადითყალბ კურდღელზე”. არ გჯერათ გლობალური დათბობის? _ გადით საინფორმაციო ველიდან!

ეს პრობლემატიკა დიდი ხნის განმავლობაში იყო ნახევრადშეშლილი მარგინალებისა და დიეტაზე გაგიჟებული კინოვარსკვლავების საქმე, მაგრამ ამ ზამთარში ხორცზე უარის თქმა პლანეტის მთავარი ზეეროვნული დაწესებულებების ოფიციალურ დღის წესრიგში შევიდა.

* ჯანმომ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, უზრუნველყონ “სწორი მენიუ” საზოგადოებრივი სასადილოებისთვის. მთავრობებს ყურადღება უნდა მიეპყროთ, რომ მენიუში რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო ნატურალური ხორცი და რძის პროდუქტი.

* გაერომ წლის ბოლოს დაგეგმა სამიტი “სასურსათო სისტემების” შესახებ. ძირითადი ტრენდი, რომელიც დავოსის კონფერენციიდან გამოჩნდა და რომელიც გაეროსთვის მისაღებია, არის ხორცისა და რძის ნატურალური პროდუქტების წარმოების შემცირება და ფასის კატასტროფულად მომატება. შედეგად, ხორცისა და რძის ნატურალური პტოდუქტები უნდა იქცეს ფუფუნების საგნადად.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ საკვების ფასები არ ასახავს მის ჭეშმარიტ ღირებულებას, _ ამტკიცებს ბრიტანელი ეკონომისტი, “სწორი კვებისთვის გლობალური ალიანსის” ხელმძღვანელი და დავოსის ფორუმის ერთ-ერთი პოპულარული სპიკერი ლორენს ჰადადი. “ჩვენი რაციონის არანაკლებ ნახევარს ბოსტნეული და ხილი უნდა შეადგენდეს”, _ კვერს უკრავს ჰადადს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სამიტის საკითხებში _ აგნეს კალიბატა. რაციონის მეორე ნახევარს უნდა შეადგენდეს მარცვლეული, აგრეთვე, ხორცისა და მწერების სინთეტიკური შემცვლელები.

ქალბატონი კალიბატა მოითხოვს, სასწრაფოდ და გაბედულად ჩავუტაროთ ჩვენს რაციონს რეფორმა: “უნდა შეიცვალოს ყველაფერი _ ის, როგორ ვაწარმოებთ საკვებს, ისიც, როგორც ვყიდულობთ და ისიც, როგორც ვჭამთ”.

რძესა და ხორცზე მასობრივად უარის თქმა _ ეს არის ნაწილი ყბადაღებული “დიდი გადატვირთვისა”, რომელიც კლაუს შვაბმა გამოაცხადა და რომლის უკანაც მსოფლიო ისტებლიშმენტის გავლენიანი ფიგურები დგანან. ქვეყანა, რომელიც შეეცდება, თავი აარიდოს ამ სიგიჟეს და არ დაიწყებს თავისი მეცხოველეობის განადგურებას, მყისვე გამოცხადდება მსოფლიო ტერორისტად, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.

დიახ, ეს ჯერ კომიკურად ჩანს, მაგრამ უფლებადამცველები უკვე ცდილობენ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემას იმისთვის, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაიჩეხა ამაზონის ჯუნგლები და იქ ძროხები შეუშვეს. მით უმეტეს, რომ ბოლსონარუ მემარჯვენე პოლიტიკოსია, სწამს ღმერთის, მოსწონს ტრამპი, ჭამს ხორცს, კორონავირუსსჩვეულებრივ გრიპადმიიჩნევს და, საერთოდ, “ცოდვილირომ არის, აშკარაა.

“კლიმატის მეფე” ჯონ კერის არაერთხელ განუცხადებია, რომ ამერიკის ხელისუფლება კლიმატის ნებისმიერ ცვლილებას განიხილავს, როგორც სამხედრო საფრთხეს. ოკეანისგაღმელმა პარტნიორებმა კარგად ისწავლეს კულტურული ომების შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაყვანა, ამიტომ ახლო მომავალში გლობალური დაპირისპირების საბაბად ნატურალური ხორცისგან დამზადებული კატლეტი შეიძლება იქცეს”.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here