მთავარი დაიჯესტი ცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია: ნიდერლანდებში 2002 წლიდან ევთანაზია 12-დან 17 წლამდე ათეულობით...

ცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია: ნიდერლანდებში 2002 წლიდან ევთანაზია 12-დან 17 წლამდე ათეულობით ბავშვის მიმართ გამოიყენეს

2328
გააზიარეთ
ცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია: ნიდერლანდებში 2002 წლიდან ევთანაზია 12-დან 17 წლამდე ათეულობით ბავშვის მიმართ გამოიყენეს

ნიდერლანდების იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები 2 წლის წინათ გამოვიდნენ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით _ ქვეყანაში მცხოვრები 70 წელზე მეტი ხნის თითოეული მოქალაქე უზრუნველეყოთ უფასოსიკვდილის აბით”. ეს აბი მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმების დახმარებით ჩადენილი თვითმკვლელობების მიხედვით, ნიდერლანდები მსოფლიო დედაქალაქად იქცა, თუმცა მომხდარის უკან იმალება კრიმინალისა და მასობრივი მანიპულაციის ზღვარზე არსებული სტატისტიკის ბოროტად გამოყენება.

ევთანაზიის პრაქტიკამ ჰოლანდიელი საზოგადოება და ექიმები უამრავი უხერხული კითხვის წინაშე დააყენა, უწინარესად, ეთიკური კითხვების.

ამქვეყნიდან ექიმის დახმარებით ნებაყოფლობითი წასვლა 2002 წელს ევთანაზიის შესახებ კანონის მიღებამდეც ხდებოდა ნიდერლანდებში. მოსამართლეებს გადაწყვეტილება ყოველთვის ექიმების სასარგებლოდ გამოჰქონდათ, რომლებიც პაციენტებს სასიკვდილო ინიექციებს უკეთებდნენ. 1990-იანი წლების შუაში ევთანაზიას იყენებდნენ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანების მიმართაც, თუკი ისინი ამას მოითხოვდნენ.

2002 წელს კი მიიღეს კანონი ევთანაზიის შესახებ. ნიდერლანდებმა პლანეტის დანარჩენ ქვეყნებს გაუსწრო _ თვითმკვლელობის მიმართ ასეთი ლიბერალური მიდგომა ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფოში არ არის. ევთანაზია შეიძლება მოითხოვოს ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, თუკი მას შეუსრულდა 12 წელი. თუ პაციენტი 16-დან 18 წლამდეა, მისი გადაწყვეტილების შესახებ მშობლებს აცნობებენ, მაგრამ მათი აზრი ვერაფერს შეცვლის. 16 წლამდე ბავშვისთვის კი აუცილებელია მშობლების თანხმობა ევთანაზიის პროცედურის ჩასატარებლად.

განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც ევთანაზია ნებადართულია, ნიდერლანდებში მას იყენებენ არა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სასიკვდილოდ არიან ავად და საშინელ ტკივილს განიცდიან. ევთანაზიით სიკვდილის საბაბი შეიძლება იყოს ნებისმიერი გაურკვეველი “ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა _ მათი ხარისხის განსაზღვრა დამოკიდებულია ექიმსა და პაციენტზე”. ამას გარდა, ევთანაზია შეიძლება ჩაუტარდეს ფსიქიკურად ავადმყოფებს, მიუხედავად იმისა, რომ, დიაგნოზის მიხედვით, ისინი შეიძლება სრულად ვერც აცნობიერებდნენ, რასაც აკეთებენ. ევთანაზია პრაქტიკულად უფასოა _ მის ღირებულებაში შედის სტანდარტული სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ყველა ნიდერლანდელს აქვს. პაციენტის სიკვდილის გამო კანონი ათავისუფლებს მედიკოსებს ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.

2002 წლიდან ევთანაზიის გამო ექიმების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. ქვეყანაში ათასობით ექიმი ეხმარება პაციენტებს თვითმკვლელობაში და არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ მიესადაგება ეს ჰიპოკრატეს ფიცს.

ბოლო წლებში ნებაყოფლობითი თვითმკვლელობა მოდური შეიქნა. ნიდერლანდები “ევთანაზია ტერორიზმის” მსოფლიო დედაქალაქად იქცა და ამ მხრივ ლიდერობა ჩამოართვა შვეიცარიას, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია. თვით ჰოლანდიელებმაც მასობრივად დაიწყეს შედგენა ანდერძებისა, რომლებშიც წერდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაავადდებოდნენ ალცჰაიმერით ან დემენციით (შეძენილი გონებასუსტობა) და ვეღარ გააცნობიერებდნენ ვითარებას, ნათესავებს მათთვის ევთანაზიის ჩატარება უნდა უზრუნველეყოთ. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სიცოცხლის ნებაყოფლობით მოსწრაფება თავისებურ პრესტიჟულ მოთხოვნად იქცა. ევთანაზიის მასობრივად დანერგვის მთავარი მომხრეები არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ყველაზე შეძლებულ ფენას ეკუთვნიან.

ამჟამად ქვეყანაში აღრიცხულია ევთანაზიის დაახლოებით 6,5 ათასი შემთხვევა წელიწადში. საინტერესოა, რომ ეს შემთხვევები გათვალისწინებული არ არის თვითმკვლელობის სტატისტიკაში. ევთანაზიის გარეშე კი თვითმკვლელთა რაოდენობა 2 ათასამდეა. ამ მანიპულაციებით ნიდერლანდები შესანიშნავად გამოიყურება მსოფლიოს ქვეყნების სარეიტინგო სიაში სუიციდის რაოდენობის მიხედვით.

ცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია: ნიდერლანდებში 2002 წლიდან ევთანაზია 12-დან 17 წლამდე ათეულობით ბავშვის მიმართ გამოიყენეს

გარდაცვალების კიდევ 32 ათასი შემთხვევა წელიწადში არაბუნებრივი გზით არის გამოწვეული _ რაღაც მომენტში ნათესავები ან ექიმები, უბრალოდ, აპარატს უთიშავენ უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, შემდეგ სიკვდილის მიზეზად წერენ “გაუწყლოებას” ან “გამოფიტვას”. აპარატიდან გათიშვაც, რა თქმა უნდა, სტატისტიკაში არ ხვდება და მკვლელობად არ ითვლება. საერთო ჯამში, ნიდერლანდებში ყოველწლიურად სიკვდილის 40 ათასი შემთხვევა “არაბუნებრივია” _ ეს არის ან ევთანაზია, ან აპარატიდან გათიშვა, რაც ქვეყანაში სასიკვდილო შემთხვევების 40%-ზე მეტია.

ბევრისმნახველი ნიდერლანდელი ექიმები ბოლო პერიოდში დაეჭვდნენ ევთანაზიის შესახებ კანონის ასეთი ლიბერალურობის მართებულობაზე. 2002 წლიდან დღემდე ევთანაზია გამოყენებული იქნა 12-დან 17 წლამდე ათეულობით ბავშვის მიმართ. ამერიკელი ფსიქოლოგი სკოტ კიმი თავის ესეში აღწერს ისტორიას სრულიად ჯანმრთელი ქალისა, რომელიც უზრუნველყვეს ევთანაზიით, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერ გაუმკლავდა ქმრის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი მწუხარება შედის მეთოდოლოგიაში, რომელსაც ეწოდება “დაავადების მსოფლიო კლასიფიკაცია”.

მიუხედავად იმისა, რომ ევთანაზიის ჩატარების შესახებ თითოეულ ანგარიშს განიხილავს ექიმების “სამეული”, რომელშიც აუცილებლად შედის ბიოეთიკის სპეციალისტი, ამ პროცედურის ორგანიზატორების მიმართ სულ უფრო ხშირად გაისმის რთული ეთიკური კითხვები.

გაზეთ “გარდიანის” ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რომლებიც ევთანაზიის საკითხებს ეხებოდა, ნიდერლანდელმა მედიკოსებმა გაიხსენეს საშინელი შემთხვევები თავიანთი პრაქტიკიდან. მაგალითად, მოქალაქეები, რომლებმაც დაწერეს ანდერძი ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში ევთანაზიის ჩატარების თხოვნაზე, სულ უფრო ხშირად ეწინააღმდეგებიან მათთან მისულ სპეციალისტებს. მეორე ექიმის თქმით, ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც შეეწინააღმდეგა ევთანაზიას, ნათესავებმა გათოკეს და ასე ეკავათ, სანამ ექიმი ინიექციას უკეთებდა.

სხვა მოხუცს ევთანაზია ჩაუტარეს ცოლის მოთხოვნით, თუმცა მას, დემენციით დაავადების შემდეგ, შეეშინდა თავისი გადაწყვეტილების და უარს ამბობდა სიცოცხლის მოსწრაფებაზე.

2016 წელს გახმაურდა ელკო დე გოიერის მშობლების ისტორია. მათი 38 წლის შვილი ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილი და ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა. მშობლებმა, ფაქტობრივად, დაითანხმეს შვილი, ჩაეტარებინა ევთანაზია და მისი სახელით შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს.

რამდენიმე ექიმმა უარი განაცხადა, სასიკვდილო ინიექცია გაეკეთებინა ელკოსთვის _ ისინი მიიჩნევდნენ, რომ მამაკაცი მშობლების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ვერ ხვდებოდა, რას სთხოვდნენ. ელკოს მშობლებმა მიმართეს კლინიკას “სიცოცხლის ბოლოს”. ეს არის ქვეყანაში უდიდესი დაწესებულება, რომელიც აქტიურად იყენებს ევთანაზიას მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლების მიმართ.

სიკვდილის წინ ელკო მხიარული იყო და ეხუმრებოდა კიდეც ექიმს, რომელიც მასთან ინიექციის გასაკეთებლად მივიდა. ელკოს ევთანაზიის შემდეგ მის მშობლებზე დაწერეს ნიდერლანდულმა გამოცემებმა. მათ გამოაქვეყნეს მკითხველთა უამრავი წერილი. უმრავლესობა მხარს უჭერდა გოიერებს. “ნებაყოფლობითი ევთანაზიის ჰოლანდიურმა საზოგადოებამ” _ სპონსორმა კლინიკისა “სიცოცხლის ბოლო” _ გოიერების შვილის სიკვდილს “იდეალური ევთანაზიის სანიმუშო მაგალითი” უწოდა.

ევთანაზიის შესახებ კანონის მიღებას ახლდა მისი მოწინააღმდეგეების მრავალათასიანი მიტინგები, დღეს მათ მხარეს შეიძლება გადავიდეს ბევრი ექიმი, რომლებიც რეალურად შეეჯახნენ ამ უცნაურ პრაქტიკას, მაგრამ ევთანაზიას ჰყავს თავისი გავლენიანი ლობიც.

იმავენებაყოფლობითი ევთანაზიის ჰოლანდიურ საზოგადოებაში” 170 ათასი კაცია გაერთიანებული _ უფრო მეტი, ვიდრე ნიდერლანდების ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში. ეს საზოგადოება რეგულარულად მართავს მრავალრიცხოვან შეკრებებს, მიტინგებს. მას მიიჩნევენერთერთ გავლენიან ჯგუფად ქვეყანაში. მისი წევრების უმრავლესობა ქვეყნის ყველაზე შეძლებული, პროფესიონალურად წარმატებული და განათლებული ადამიანები არიან. ისინი შეუზღუდავ ევთანაზიას უჭერენ მხარს.

ცხოვრებიდან ნებაყოფლობით წასვლას, აგრეთვე, უჭერენ მხარს სადაზღვევო კომპანიები, მათ ერთი ევთანაზია 3 ათასი ევრო უჯდებათ, მოხუცის მოვლა კი _ ათი და, ზოგჯერ, 100 ათასი ევრო. სარგებელი აშკარაა.

სხვათა შორის, სიცოცხლესთან გამოსალმება შეიძლება კიდევ უფრო მარტივი და იაფი იყოს. ორი წლის წინათ ნიდერლანდების იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდეთ “სიკვდილის აბები”. ამ აბს მოქალაქე ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიიღებს.

კანონპროექტი ჯერჯერობით “გაყინულია”, მაგრამ, ნიდერლანდების რეპუტაციის პროგრესულობის გათვალისწინებით, ქვეყანა ოვერტონის ამ სარკმლის გაღებასაც შეძლებს.

Vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here