Home რუბრიკები სამართალი “ციანიდის საქმე” და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები:

“ციანიდის საქმე” და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები:

1363
გიორგი მამალაძე

2017 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო, რომ დააკავეს სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის ბარგშიც იპოვეს ციანიდი.

შოთაძის განცხადებით, დეკანოზი მომწამლავი ნივთიერებით მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ იმყოფებოდა. მთავარმა ბრალმდებელმა ისიც თქვა, რომ სკანდალური დაკავების შესახებ პრემიერმინისტრს აცნობა და კვირიკაშვილმა გერმანიაში უწმინდესის უსაფრთხოების გასაძლიერებლად პირადი დაცვა გაუშვა. პროკურორის შოკისმომგვრელი ინფორმაცია სახელისუფლო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებმა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან ყოველი მათგანის შეფასების შინაარსი ასეთი იყო: სამართალდამცავებმა ქვეყანა დიდი უბედურებისა და არეულობისგან იხსნესსაბოლოოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულეს. “ციანიდის საქმექართული მართლმსაჯულების ერთერთი იმ საქმეთაგანია, რომელიც გახსნილად გამოცხადდა. გამოძიება ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს, მაგრამ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა.

საქართველო და მსოფლიოგაგაცნობთ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს:

1.დეკანოზი გიორგი მამალაძე თანამზრახველის გარეშე, სრულიად მარტო მოქმედებდა, მარტომ დაგეგმა დანაშაული და მარტო ცდილობდა მის განხორციელებას?

2.თუ მამა გიორგი თანამზრახველთან ან თანამზრახველთა ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რატომ დუმს გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ მამა გიორგის რატომ დაეკისრა?

3.რატომ შეინახა სახლში მამა გიორგიმ, როგორც ადვოკატები ამბობენ, ირაკლი მამალაძის იარაღი, რომელიც, ექსპერტის განმარტებით, კუსტარულად დამზადებული უნომრო იარაღია (როგორსაც, ძირითადად, ქილერები იყენებენ) და გამოსაყენებლად ვარგისია?

4.როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მამალაძის დაკავების ოპერაციის შესახებ მასკომუნიკაცია ჰქონდაპრემიერმინისტრთან, რადგან, “ექმნებოდა საფრთხე ძალიან, უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ჩვენი ქვეყნისთვის”. საინტერესოა, ვის გულისხმობდა შოთაძე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებში _ შორენა თეთრუაშვილს თუ კათოლიკოსპატრიარქს?

5.რატომ გადაწყვიტა პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის (მის თანამშრომლებთან ერთად) გერმანიაში გაგზავნა და რატომ შეიქნა საჭირო პატრიარქის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება, თუ მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას ცდილობდა?

6.თუკი ოხანაშვილსა და შორენა თეთრუაშვილს შორის დაპირისპირება იყო, რატომ სთხოვა მან ციანიდის შოვნა მაინცდამაინც ოხანაშვილის ახლო მეგობარს და რატომ იყო მამა გიორგი ასეთი მოწადინებული შორენას დავალების შესასრულებლად?

7.ფარულ ჩანაწერში მამა გიორგი ხშირად იყენებს მრავლობით ფორმას, მაგალითად: დავუკავშირდები, ჩაგირიცხავთსაინტერესოა, ვის გულისხმობდა დეკანოზი და რა გაარკვია ამის შესახებ გამოძიებამ?

8.სინოდის რომელ წევრებს განიხილავს გამოძიება მამა გიორგი მამალაძის თანამზრახველებად?

9.რატომ იკავებენ თავს სასულიერო პირები მამა გიორგის მონახულებისგან და რატომ არ აზიარებენ მას, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა?

10.დეკანოზი ითხოვდა თავისი ოჯახის უსაფრთხოებას, რომლის შემდეგაც მზად იყო, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მიაწოდა თუ არა გიორგი მამალაძემ მისი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის შემდეგ გამოძიებას ეს ინფორმაცია?

11.თავდაპირველად იყო ვერსია, რომ ციანიდი, საერთოდ, არ არსებობდა, შემდეგ გაჩნდა ოქრომჭედლის ვერსია. ბოლო ვერსიით კი, უკვე შორენას მკვლელობა იგეგმებოდა.…თანმიმდევრულია დეკანოზის დაცვა ამ პროცესში?

12.რატომ ცდილობს მეუფე პეტრე ოქრომჭედლის ვერსიის გავრცელებას და გამოძიების დაწყებიდან დღემდე რატომ ცდილობს, ნებისმიერი გზით ხელი შეუწყოს ბრალდებულს, თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს; ვინ დგას მეუფე პეტრეს უკან?

13.სად იმყოფება ამჟამად სოსო ოხანაშვილი, როგორ დატოვა მან საქართველო და რატომ მიეცა ასეთი მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის ერთერთ მთავარ ფიგურანტს ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა?

14.ოხანაშვილი პროკურატურასთან ხომ არ არის გარიგებული და ვის აფარებს გამოძიება ხელსციანიდის საქმეზე”?

15.რატომ არის საქმის მასალები გასაიდუმლოებული და რატომ მოაწერინა პროკურატურამ ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი?

16.თუ არ არსებობდა კითხვის ნიშნები პატრიარქის დაცვის სამსახურისა და პირადად ოხანაშვილის მიმართ, რატომ შეიქნა საჭირო გერმანიაში პრემიერმინისტრის დაცვის წევრების გაგზავნა, რატომ ჩამოიყვანეს ოხანაშვილი დაკითხვაზე გერმანიიდან და რატომ დაითხოვა პატრიარქმა დაცვის სამსახური სრულად?

16.უკავშირდება თუ არაციანიდის საქმეპატრიარქის ანდერძს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here