მთავარი საზოგადოება ცდუნების გზა

ცდუნების გზა

296
გააზიარეთ
„კოშმარი“, იოჰან ჰენრიხ ფიუსლი (1841-1825). შექმნის წელი - 1781. ეს ნახატი ეკიდა ზიგმუნდ ფროიდის მისაღებში

მბრდღვინავი ლომი

ჩვენი შინაგანი ყოველთვის დამწყვდეულია, ჩაკეტილი, _ წერდა ადამიანის სულზე მღვდელმთავარი თეოფანე განდეგილი, _ თვით უფალი კი დგას შიგნით და აკაკუნებს, რომ გაუღონ. რით იღება ჩვენი შინაგანი? თანაგრძნობით, მიახლოებით, თანხმობით. ვისაც ეს აქვს, სატანის მხარეს იხრება, მასში შედის ისსატანა რომ შედის და არა უფალი, ამაში დამნაშავე თვითონ ადამიანია”.

ეს ადამიანის ნებაა: გააღოს თავისი გული უფლისთვის ან დემონის საქმეებისადმი მიდრეკილების გამო ის შევუშვათ სულში სამბრძანებლოდ. მოციქულ პეტრეს სიტყვებით, ჩვენი მოწინააღმდეგედემონი დადის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას”, ამიტომ, მოგვიწოდებს მოციქული, “იფხიზლეთ და იმოქმედეთ!”

რადგან ეშმაკისეულ ძალებთან დაპირისპირება ერთერთი მთავარი თემაა წმინდა მამების შემოქმედებაში, ქრისტიანობის 2000 წლის განმავლობაში ამ თემაზე დაგროვდა ყველა ჩვენგანისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება. თვით ბრძოლას ძალასთან, რომელიც ეწინააღმდეგება კაცის განღმერთებას (“ღმერთი განკაცდა, რათა შემდეგ კაცი განღმერთებულიყო”), ეწოდებასულიერი ომიანუხილავი ომი”, იმიტომ, რომ ის უხილავია ჩვენი ჩვეულებრივი მხედველობისთვის, ის მისაწვდომია მხოლოდ სულიერი მზერისთვის.

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აღწევს ეშმაკეული სულში, როგორია ამ შეღწევის მექანიზმები და შეუძლია თუ არა ადამიანს რამე დაუპირისპიროს ამ დამღუპველ აგრესიას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მაშ ასე, წმინდა მამების სწავლებათა დაიჯესტი უხილავ ომზე კაცობრიობის დაუძინებელ მტერთან:

მიახლოება, შეთავსება, მოსურვება

პირველი: ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა ჩვენს სულს ხსნის, აღებს ეშმაკის ზემოქმედებისთვის. ეშმაკი ფეხს იკიდებს ჩვენს სულში იმის შესაბამისად, თუ როგორ ვეფლობით ცოდვაში. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, ეშმაკისეულით შეპყრობა სულაც არ არის რაღაც ექსტრაორდინარული ცოდვების შედეგი. სულში დემონის ჩასახლება ხშირად გამოწვეულია ძვალრბილში გაჯდომით ისეთი ყოველდღიური, გავრცელებული, ბანალური ცოდვებისა, როგორიცაა: მრისხანება, შური, გაღიზიანება, ავსიტყვაობა

მეორე: ცოდვა სულში არა მყისიერად, არამედ ეტაპობრივად იჭრება. ადამიანის სულში ცოდვის შეჭრის ეტაპების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ გადის ცბიერ ძალასთან ბრძოლის ხაზი, რომელიც მიჯნავს ჩვენს სულს ეშმაკეულის დამღუპველი ზემოქმედებისგან. სხვათა შორის, ეს არის ხაზი ადამიანის პასუხისმგებლობისა იმაზე, რასაც აკეთებს.

როგორია ჩვენში ცოდვის შემოჭრის ეტაპები?

პირველ ეტაპს ჰქვია მიახლოება. ადამიანს უჩნდება მსუბუქი, ხშირად გაუაზრებელი და კონკრეტული სურვილი, ცდუნება, ზრახვა, გულისთქმა: “ახ, რა ფიგურა აქვს ამ ქალს…” ან: “შესანიშნავი მანქანაა!..”, “როდის შეწყვეტს ეს ბავშვი ღრიალს?..” ვარიანტი ბევრია.

მიახლოება _ ეს არის აზრით გაუფორმებელი სურვილი, ცდუნება, რომელიც წარმოიშვა მომხიბვლელი ქალის, შესანიშნავი ავტომობილის ან კუპიურების სქელი შეკვრების დანახვისას ან პირიქით _ მასწავლებლის მოთხოვნით თავგაბეზრებული ბავშვის გამაღიზიანებელი ტირილით.

ადამიანი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, პასუხს არ აგებს მიახლოებაზე. ეს ადამიანის ბრალი არ არის _ ეს გარეგნულია, გარედან მოტანილი ზრახვაა, ეშმაკეულისგან.

ამბობენ, რომ თვით წმინდანებიც კი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდნენ ცდუნებას. მიახლოება ცოდვა არ არის და, სხვათა შორის, საჭიროც არ არის აღსარებაზე ამის თქმა. ეს არის ადამიანის სულის მხოლოდ პირველი, მსუბუქი შეხება ცოდვასთან და ყველა, ვინც შესანიშნავ მანქანას აღტაცებით ათვალიერებს, არ გაიფიქრებს: “კარგი იქნებოდა, ეს მანქანა გამეტაცებინა”.

ამ აზრის თავში გაჩენა იქნება ადამიანში ცოდვის შეღწევის შემდეგი ეტაპი. ამ ეტაპს ეწოდება შეთავსება. ადამიანი ითავსებს ცოდვის ზრახვებს, შიგნით მას უშვებს ადამიანის ნება, ვერ ამჩნევს ცბიერ გადამთიელს და უშვებს მას გულის სიღრმეში.

აზრი, რომელიც არ აჩერებს ყურადღებას იმაზე, როგორი ზრახვები გიჩნდება, განვითარებას განაგრძობს. ცდუნებაშეპყრობილი იწყებს განხილვას ვარიანტებისა: როგორ სჯობს მანქანის გატაცება, მისი გრძნობები კი ამ დროს ხატავს მაცდუნებელ სურათებს: “როგორ გავაქროლებ ამ ახალ ავტოს!” ან, მაგალითად, “რა კარგად ვიცხოვრებ ამ ბინაში, როცა ეს ბებერი მოკვდება…”

ადამიანის სულში ცოდვის შეღწევის შემდეგ ეტაპს ეწოდება მოსურვება.

მოსურვება, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ადამიანი დათანხმდა ცოდვის ზრახვას, მისი ნება უკვე დამონებულია ცოდვის სურვილს, ცოდვა გადაიქცა რეალურ მიზნად, ტვინი ეძებს მისი განხორციელების ვარიანტებს და ადამიანი ტკბება ნანატრის შესრულების შესაძლებლობით.

და, თუ ცოდვის შეღწევის წინა (მიახლოებისა და შეთავსების) ეტაპებზე ცოდვის აღკვეთა, შეჩერება, სულის სიღრმეებიდან მისი გამოშვება ძნელი არ არის თუნდაც ყურადღების გადატანით უფრო მნიშვნელოვანზე, მოსურვების სტადიაზე ცოდვის შეჩერება გაცილებით რთულია, იმიტომ, რომ მან უკვე დაიმონა ადამიანის აზრებიცა და გრძნობებიც.

ცოდვიდან ვნებამდე

შემდეგი ეტაპია ბრძოლა. ცხოვრების ამ დრამატული ეტაპის გარშემო უდიდესი ლიტერატურული ნაწარმოებები შეიქმნა. წმინდა მამები წერენ, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე თვითონ ადამიანი უკვე თითქმის ვეღარ ეწინააღმდეგება მის სულში ჩათესლილ ცოდვას. ბრძოლა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მტანჯველი ან ხანმოკლე, მაგრამ ამ სტადიამდე მისული ცოდვა აუცილებლად გაიმარჯვებს. ის უთუოდ იქნება რეალიზებული, როგორც საქციელი. იმიტომ, რომ წარმოიქმნება ცოდვისადმი მონობის მდგომარეობა და თვითონ ადამიანი ღმერთის დაუხმარებლად ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებს. მხოლოდ უფლის წყალობით შეიძლება ცოდვით დაზიანებული სულის განკურნება.

მაგრამ, თუ ადამიანი დახმარებისთვის არ მიმართავს ღმერთს, თუ ვერ ხედავს თავის ცოდვას, ხელს არ უშლის და აქეზებს თავის ცოდვიან მისწრაფებებს, მაშინ მასში ვითარდება ცოდვის ჩვევა. სულს, რომელსაც აქვს ცოდვის ჩადენის ჩვევა, ცოდვა უბრძოლველად, მყისიერად იმორჩილებს. თუ ადამიანი ხელს არ უშლის მრისხანების ცოდვას, მაშინ მისი სული მყისვე ჩავარდება აფექტის მდგომარეობაში და დროის ამ მონაკვეთში ცოდვის ვნება იბატონებს მრისხანებით დაბრმავებულ ადამიანზე. ადამიანი უკვე აღარ იქნება საკუთარი თავის უფროსი. და, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ამ დროს მისი ბატონი? ჩაბუდებული ცოდვა ვნებად იქცევა. ცოდვის ვნებისგან განკურნება კი ადამიანს ღვთის დაუხმარებლად დამოუკიდებლად არ შეუძლია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას არ ეკისრება ცოდვის გამო პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, ეკისრება! მაგრამ რამდენად მძიმეა ეს ტვირთი თვითონ ადამიანისთვის?

აქ პრობლემა არის შემდეგში: თუ ადამიანი ჩამოყალიბებული არ არის, როგორც პიროვნება, თუ მას აღრეული აქვს კეთილისა და ბოროტის ცნებები, თუკი არ შეუძლია შეიგნოს თავისი სურვილები, შეაფასოს ისინი, დაინახოს ზოგიერთი მათგანის დამღუპველობა, თუკი მისი ნებისყოფა მტკიცე არ არის და არ შეუძლია თქვას “არა”, თუკი ცოდვა მისი სულის ჩვეული მდგომარეობაა, ისეთი, რომ მან მიაძინა სინდისი (სინდისი კი ღმერთის ხმაა ადამიანში), თუკი ადამიანი ვერ ხვდება, რომ რთულ მომენტებში შეუძლია ზეციურ მამას მიმართოს, თუკი ადამიანი იმყოფება სულიერი განვითარების ასეთ სტადიაზე, ის ჩვენი გამალებული საუკუნის ღირსი სიჩქარით გაფრინდება A წერტილიდან _ მიახლოების გამოვლენიდან, B წერტილამდე _ ადგილამდე, სადაც ის თვითონ კი აღარ არის თავის თავის უფროსი, არამედ სათამაშოა დემონის ხელში.

მარია გოროდოვას წიგნიდანქარი სინაზე”.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here