Home რუბრიკები პოლიტიკა ცდილობს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ფრანგი “ყვითელი ჟილეტების” მიბაძვას? სურს თუ არა,...

ცდილობს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ფრანგი “ყვითელი ჟილეტების” მიბაძვას? სურს თუ არა, დაიკავოს ხალხისთვის მებრძოლი პარტიის ნიშა?

825
მამუკა არეშიძე

ბოლო ორი თვეა, საქართველოს მოსახლეობა გამუდმებით უყურებსნაციონალური მოძრაობისდესტრუქციულ ქმედებებს, რომლებმაც პიკს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მიაღწია. ცდილობს თუ არანაციონალური მოძრაობაფრანგიყვითელი ჟილეტებისმიბაძვას? სურს თუ არა, დაიკავოს ხალხის გადამრჩენი, ხალხისთვის მებრძოლი პარტიის ნიშა? არის თუ არა მათ გეგმაში ევროპაში გავრცელებული საპროტესტო მუხტის საქართველოში გადმოტანა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები გვესაუბრებიან.

ნაციონალები მიბმულები არიან დასავლეთის გარკვეულ ძალებთან, მაგალითად, მათ მფარველობს ევროპის სახალხო პარტია, მაგრამ არა მგონია, შეძლონ საქართველოში რევოლუციური ტალღის აგორება

მამუკა არეშიძე, კავკასიის საკითხების ექსპერტი:

_ საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციური ტალღა სოციალურ პრობლემებზეა დაფუძნებული. “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნები პოლიტიკურია, ამიტომ კავშირს საფრანგეთში დაწყებულ მოძრაობასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის ვერ ვხედავ.          ნაციონალებს სურთ პოლიტიკური ვითარების არევა, მაგრამ მათ საზოგადოება ზურგს არ უმაგრებს.

_ შესაძლოა, მათ ზურგს დასავლეთიდან უმაგრებენ და ცდილობენ, რევოლუციის მოწყობაში შეუწყონ ხელი

_ ყველასთვის ცნობილია, რომ ნაციონალები მიბმულნი არიან დასავლეთის გარკვეულ ძალებთან, მაგალითად, მათ მფარველობს ევროპის სახალხო პარტია, თუმცა არა მგონია, შეძლონ საქართველოში რევოლუციური ტალღის აგორება.

_ ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში ნაციონალებს 800 ათასი ხმა არ მიუღიათ და ეს ციფრი საარჩევნო მანიპულაციების შედეგია. ეს ეჭვი იმიტომ გაჩნდა, რომნაციონალურ მოძრაობასსაპროტესტო აქციებზე ხალხი ვერ გამოჰყავს

_ თუკი შესაძლებელია ვისაუბროთ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, მაშინ ვიტყვი, რომ ეს ტექნოლოგიები გამოყენებულია ნაციონალების სასარგებლოდ. ამ უკანასკნელმა ამომრჩეველი მოისყიდა. მაგალითად გეტყვით: გარდაბნის რაიონში, გაჩიანში, ნაციონალებმა ფული დაარიგეს, მაგრამ მერე “ქართული ოცნება” დაადანაშაულეს. საერთოდ, ამ არჩვენებში ბევრი ბინძური მეთოდი გამოიყენა ორივე პარტიამ.

ხელისუფლება ვალდებულია, უფრო ღრმად გააანალიზოს ნაციონალების დანაშაულები და მიიღოს შესაბამისი ზომები. არ შეიძლება მათ ეპატიოთ ბოლო დროს ჩადენილი დანაშაულები. ნაციონალები ამ ეტაპზე საპროტესტო აქციების ტალღას ვერ ააგორებენ, მაგრამ შესაძლოა, გაზაფხულზე რიტორიკაც შეცვალონ და მეთოდებიც და მართლაც დაიწყონ არეულობა. ხელისუფლებამ ეს ორი-სამი თვე სათავისოდ უნდა გამოიყენოს და რადიკალური ქმედებები დაანახვოს მოსახლეობას.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ნაცები ხელისუფლების შეცდომებით იკვებებიან

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი:

_ “ყვითელი ჟილეტების” აქცია სოციალური ლოზუნგებით გამოირჩევა, “ნაციონალური მოძრაობისგან” ანალოგიური ლოზუნგების მოსმენა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელი იქნებოდა.

ნაციონალების ამოცანა ძალიან მარტივია _ მას “ქართულმა ოცნებამ” აჩუქა 800 ათასი ხმა, თანაც სრულიად მოულოდნელად და თავისი სიბრიყვით მოახდინა ამ მკვდარი ძალის რეანიმაცია. ნაცები ცდილობენ, არ დაკარგონ ამომრჩეველი და საბრძოლო სულისკვეთება შეინარჩუნონ.

ნაციონალები ვერ გაჩერდებიან, მათ სხვა გზა არ აქვთ. 2020 წლის არჩევნებზე 800 ათასი ამომრჩეველი ხელისუფლებაში დაბრუნების ტოლფასი იქნება, თუკი პირნათლად შეასრულებენ ამომრჩევლის მუდმივად ტონუსში ყოფნის ამოცანას. ამ ეტაპზე ნაციონალებს კრიზისის შექმნა არ შეუძლიათ, ვერც რევოლუციას მოაწყობენ.

_ ნაციონალები სოციალურ თემებზე აპელირებენ, ამიტომაც არის საეჭვო ის გარემოება, რომ შესაძლოა ისინიყვითელი ჟილეტებისაქციებს ბაძავდნენ

_ სოციალურ თემებზე ყველა პარტია აპელირებს, მაგრამ ხალხს ამის, დიდი ხანია, აღარ სჯერა. ნაციონალები გამოიყენებენ ხელისუფლების ყველა შეცდომას, გაჭირვებას… “ნაცების” შანსი მათი გაძლიერება და გაზრდა კი არ არის, არამედ ხელისუფლების სისულელეა, ხელისუფლების დეგრადირებაა, ისინი იკვებებიან ხელისუფლების შეცდომებით, რომლებიც საკმაოდ ბევრია.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

მართლა ძალიან უნდა უყვარდეს ღმერთს საქართველო, რომ გადავრჩეთ

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი:

_ “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მუხტი, მართალია, თითქმის ნახევარ ევროპას მოედო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, ევროკავშირის წევრი არ არის და ამიტომ ჩვენს ქვეყანაზე ეს ნაკლებად აისახება. “ნაციონალური მოძრაობა” არის დესტრუქციული ძალა, რაც მუდმივად აისახება მათ ქმედებებზე. იმის საფუძველი, რომ ნაციონალებმა საპროტესტო მუხტი ნებისმიერი ლოზუნგით გაზარდონ, არ არსებობს. დღეს ქვეყანაში სხვა პრობლემებია და ნაციონალები სულ სხვა რამისთვის იბრძვიან.

_ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნაციონალები თავიანთ გამოსვლებში სოციალურ პრობლემებზე ხშირად საუბრობენ

_ ნაციონალებმა რაზეც უნდა ისაუბრონ, ხალხი მათგან არაფერს მიიღებს, მათი საბოლოო მიზანი დესტრუქციაა და არა ქვეყნის აღმშენებლობა, რაც ამომრჩეველმა კარგად იცის. ნაციონალების დევიზია: “რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, მით უკეთესი ჩვენთვის”. იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და კარგი არაფერი გაუკეთებიათ, მათ არ უზრუნიათ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ამიტომ დღეს, რაც უნდა თქვან, ვერაფერს მიაღწევენ. ისე კი, ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში სოციალური კუთხით და აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ისეთი ძალა, რომელიც მართლაც ისაუბრებს ამ ყველაფერზე და ხელისუფლებას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ აიძულებს, რადიკალური ცვლილებები განახორციელოს.

ვფიქრობ, რომ ისეთი დესტრუქციული ქმედებები, როგორსაც ბოლო დროს ვუყურებთ, და რასაც ნაციონალები სჩადიან, უნდა ისჯებოდეს, სააკაშვილის მოწოდებები დანაშაულებრივია.

თუ ხელისუფლება გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს, ცუდად დაასრულებს. ამ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ, ინდივიდუალურად გადაირჩინონ თავი, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ხალხის ბედზე. მსოფლიოში არეულობაა, სხვა ქვეყნების მოსახლეობა აღარ ითმენს ხელისუფლებისგან არაფერს, ჩვენი საწყალი ხალხი კი მორჩილად ეგუება ყველაფერს.

ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები პირად კეთილდღეობაზე ზრუნვით არიან დაკავებულნი. არადა, დღეს საქართველოს ისეთი ადამიანი სჭირდება, მსხვერპლს რომ გაიღებს, თავს რომ გაწირავს სამშობლოსათვის და ამას ჭკვიანურად გააკეთებს. ერი სულს ღაფავს, მართლა ძალიან უნდა უყვარდეს ღმერთს საქართველო, რომ გადავრჩეთ.

_ ნაციონალებს გარე ძალები თუ უმაგრებენ ზურგს, ვინმეს დირექტივებს ხომ არ ასრულებენ?

_ სააკაშვილი მშიშარა კაცია, ჩვენ ვნახეთ მისი სახე აგვისტოს ომში. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ის ვიღაცის ზურგს უკან იდგეს, მაგრამ ნაციონალების მიერ აგორებული ვერანაირი ტალღა, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან, არ არის პერსპექტიული. ნაციონალები ხალხს არ უყვარს, თუმცა გავლენის აგენტები არიან, ისინი ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში, აქვთ არასამთავრობოები. ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ ის, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს, მათ უჭერენ მხარს, მათი მომხრეების რიცხვი ახალგაზრდების ხარჯზე იზრდება. ეს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

ყვითელი ჟილეტებისაქციებამდე საქართველოში არსებული ვერც ერთი ძალა ვერ მივა, მით უმეტეს, “ნაციონალური მოძრაობა

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ ბოლო პერიოდში სააკაშვილი ცდილობს, ლენინს დაემსგავსოს და მისი რიტორიკა მიმართულია ჩვენი საზოგადოების დაავადებული ნაწილისკენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომ დაავადებულია, ეს უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იყო შესამჩნევი. მიუხედავად სააკაშვილის ამგვარი რიტორიკისა, საერთოს ვერ ვხედავ საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე პროცესებთან, ის ხალხი იბრძვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი მომავლისთვის.

ნაციონალები საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე და, რასაც ამბობენ, რეალობაა. ისინი ამაზე 2003 წელსაც საუბრობდნენ, ამაზე საუბრობს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მაგრამ “ყვითელი ჟილეტების” აქციებამდე საქართველოში არსებული ვერც ერთი ძალა ვერ მივა, მით უმეტეს, “ნაციონალური მოძრაობა”.

_ ზოგიერთის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალებს ხელოვნურად გაუზარდეს პროცენტები.

_ არა, ეს ასე ადვილად არ ხდება. არჩევნები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, ყველა უბანზე კომპიუტერი დგას და ყველაფერი აღრიცხულია, პროცენტების დაწერა ადვილი არც სააკაშვილის პერიოდში იყო, ჯერ ოქმებს თავზე გადაახევდნენ კომისიის წევრებს, მერე მოისყიდიდნენ და შემდეგ უკვე ახალი ოქმები იწერებოდა. დღეს ასე ვერ მოხდება. ის, რომ ნაციონალებს აქციებზე ხალხი ვერ გამოჰყავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი არ ჰყავთ. არსებობენ პასიური ამომრჩევლები, რომლებიც აქციებზე, უბრალოდ, არ დადიან.

ახლა კარვები დადგეს ნაცებმა და რუსთაველზე გამაგრებას აპირებენ. საქართველოს მოსახლეობას “ქართული ოცნებაც” ამოუვიდა ყელში და “ნაციონალური მოძრაობაც”. გრიგოლ ვაშაძე ოპტიმალური ვარიანტი იყო ნაციონალებისთვის, ის გიჟის შთაბეჭდილებას არ ქმნიდა, თანაც “ოცნებამ” თვითონ გაუკეთა პიარი იმით, რომ მის რუსულ წარსულზე ილაპარაკა, ინტერნეტში ფოტოებიც გაავრცელეს პუტინთან ერთად გადაღებული, რომელიც ფოტოშოპი იყო, მაგრამ, ალბათ, ბევრმა დაიჯერა კიდეც. ხომ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეა. ყოველივე ამან ვაშაძეს გარკვეულწილად აუწია რეიტინგი, რადგან ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი შეუქმნეს? სინამდვილეში კი თავისი ცოლის იმპრესარიო _ იმაზე მუშაობდა, რა ფერის “ჩულქებს” ჩაიცვამდა ცოლი. ასე რომ, ვაშაძეს ბევრმა ადამიანმა მისცა ხმა და ხელოვნურად გაზრდილი არ არის ის პროცენტი, რომელიც არჩევნების ბოლო ტურში მიიღო. დაიჯერონ, რომ ნაციონალებს 800 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და მიიღონ ზომები მათ წინააღმდეგ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here