Home ახალი ამბები „ცალი უღელით ამას სახელმწიფო ვერ მოერევა, თავი და თავი არის ოჯახი, ეზო,...

„ცალი უღელით ამას სახელმწიფო ვერ მოერევა, თავი და თავი არის ოჯახი, ეზო, ქუჩა,“

1099

ბოლო 2 თვეში არასრულწლოვნებს შორის დაჭრის 5 შემთხვევა დაფიქსრდა.ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღში 35-ე სკოლის 3 მოზარდი სავარაუდოდ ყოფილმა თანაკლასელმა დაჭრა.

მოზარდებში კრიმინალს სახელმწიფო სათანადოდ ებრძვის თუ არა? “რეზონანსის” შეკითხვას არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე პასუხობს.

„აქ დამნაშავე ბევრია, მარტო სახელმწიფო ამას ვერ უშველის. თავი და თავი არის ოჯახი, ეზო, ქუჩა, რასაც ადრე ერქვა (დადებით კონტექსტში ვგულისხმობ), სკოლა, მასმედია. სხვანაირად არ გამოვა – ცალი უღელით ამას სახელმწიფო ვერ მოერევა. ვიცით, რომ ოჯახები კრიზისშია ეკონომიკური ვითარების გამო, სკოლაც არ არის თავის დონეზე, ასე რომ, ამას უნდა კომპლექსური სოციალური პროგრამების შემუშევება სახელმწიფოს დონეზე”, – ამბობს ვარდოსანიძე.

წყარო: „რეზონანსი“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here