Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, ბულგარეთი რუსეთთან დაპირისპირების ფრონტისპირა ზონად გადააქციოს”

“ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, ბულგარეთი რუსეთთან დაპირისპირების ფრონტისპირა ზონად გადააქციოს”

836
“ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, ბულგარეთი რუსეთთან დაპირისპირების ფრონტისპირა ზონად გადააქციოს”

ბულგარეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ ნაკო სტეფნოვის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, ბულგარეთი რუსეთთან დაპირისპირების ფრონტისპირა ზონად გადააქციოს.

ექსპერტის თქმით, ბულგარეთი იმყოფება ევროკავშირის მივარდნილ ადგილას და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა _ 9 მილიონი ადამიანიდან დარჩა 7 მლნ, მათგან ნაწილი უცხოეთშია გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად.

“უნდა ითქვას, რომ ის, რასაც არჩევნებსა და დემოკრატიას უწოდებენ, ისეთი არ არის, როგორსაც წარმოგვიდგენენ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აღარ მონაწილეობს არჩევნებში. პარტიებს კი ბულგარეთი იქით მიჰყავთ, საითაც მოესურვებათ. როცა ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში შეიყვანეს, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. ბულგარელთა უმეტესობა ნატოს წინააღმდეგი იყო, ამიტომაც არ ჩაატარეს რეფერენდუმი”, _ განაცხადა ნაკო სტეფნოვმა.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here