მთავარი პოლიტიკა “ჩიჩილაკის” “ქამინგაუტი” ფილარმონიაში

“ჩიჩილაკის” “ქამინგაუტი” ფილარმონიაში

გააზიარეთ
ირაკლი კობახიძე

ერთი აქეთ მოიხედე, ყმაწვილოარც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და არც არავის აქვს უფლება ქართული მიწაწყლის გაყიდვის!

როგორ მიყვარდა გაზაფხულის ულამაზესი თვე _ მაისი 2012 წლს 17 მაისამდე, როდესაც ქართველმა ლგბტპედერასტებმა პირველი გეიაღლუმის ჩატარება სცადს, თუმცა რაღა სცადეს _ 51- სკოლასთან შეკრებილებმა თავიანთი ამაზრზენი შინაარსის პლაკატებითურთ მშვიდობიანად მიაღწიეს კინოს სახლამდე, სადაც, ბედად, მაშინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ბიჭებთან ერთად მეც გახლდით და, როცა მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე, სოსო მანჯავიძე (დღეს თბილისის საკრებულოს ერთერთი პატრიოტი დეპუტატი), კოტე ინაშვილი (ირმა ინაშვილის ძმა დატელეობიექტივისერთერთი ნიჭიერი წამყვანი) და მე წინ გადავუდექით რუსთაველის გამზირის წაბილწვის მსურველ ჰომოსექსუალებს, გამვლელგამომვლელი ხალხიც მოვიყვანეთ გონს და დაახლოებით 50-60 პედერასტის აღლუმი შევაჩერეთ. როცა შეიქნა ერთი გაწევგამოწევა და ატყდა წივილკივილი, სოსო მანჯავიძემ ერთერთ პედერასტსმამაშვილურიალიყური აჭამა. მოკლედ, ის აღლუმი ქსენოფობმა და ჰომოფობმა ქართველებმა ჩავშალეთ.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, “საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორმა მაცნობა, რომ სადღაც კანდელაკის ქუჩის პარალელურ ქუჩაზე განთავსებული იყო ნობელიანტი, მაგრამ პედერასტი მწერლის _ ჰაინრიხ ბიოლის სახელობის ფონდი, სადაც დაგეგმილა ხსენებული პირველი გეიაღლუმი და მთხოვა, რაღაც პედერასტული ფილმის ჩვენებას აპირებენ და იქნებ მიხვიდე, სტატია დაწეროო. კონსპირაციისთვის ვარდისფერი კოლჰოტები ვერ ჩავიცვი და კაცურად გამოწყობილი აღმოვჩნდი პედერასტების შეკრების ადგილას, მაშინვე იყნოსეს, რომ მე არ ვიყავი მათი ამქრის წევრი. აი, იქ გავიგე პირველად სიტყვა “ქამინგაუტი”, რაც თურმე იმას ნიშნავს, რომ მავანი პედერასტი გამოუტყდება სამეგობროს ან ოჯახს, რომ გეია ან ლესბოსელი. რაც შეეხება ფილმს, როგორც კი დაიწყო, ტანში გამცრა, რადგან სწორედ ჩვენ მიერ ჩაშლილი გეიაღლუმის დოკუმენტური კადრები ამოძრავდა ეკრანზე და ვფიქრობდი, აი ახლა გამოვჩნდები ეკრანზე, როგორ ვალეწავ თავზე ბანერს იმ პედერასტს, რომელსაც შემდეგ სოსო მანჯავიძემ ალიყური აჭამა-მეთქი, მაგრამ გადავრჩი…

ამასობაში ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და სწორედ მას მოუწყვეს ნაცებმა პროვოკაცია 2013 წლის 17 მაისს. ეს არშემდგარი გეიაღლუმი ტაბურეტიანი მღვდლების აქციითაც არის ცნობილი… და აი აქ ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა გააკეთა გენიალური სვლა _ 17 მაისი ოჯახური სიწმინდის, ტრადიციების დაცვის დღედ გამოაცხადა და, აბა, 2014, 2015, 2016 წლებში რაღას გაბედავდნენ წმინდა ხატებით ხელში ასიათასობით თბილისელისა თუ თბილისის სტუმრების თვალწინ?! იგივეა დაგეგმილი წელსაც _ გეიაღლუმის საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ…

ერთი აქეთ მოიხედე, ყმაწვილო!

არა, ჩემს გაჩენაში ღმერთი არ ურევია: ჩემი კლასელი იყო გაქანებული მიშარასტი _ მეუფე გრიგოლი, რომელსაც მეუფე ყანდური შევარქვი; ჩემი ალალი დეიდაშვილია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სიძედ მეკუთვნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი მძაფრი კრიტიკის ობიექტები (ყანდური ჭირსაც წაუღია) სწორედ ეს ჩემი ახლობელი ადამიანები აღმოჩნდენ, რის გამოც სამუდამოდ დავკაგე ჩემი სისხლი და ხორცი!

რა ვქნა, ჩემი სამშობლოს ნებსითი თუ უნებლიე მტერი შვილი არ მინდა!

ახლა არის და, ფილარმონიაში უგვანო (და ეს რბილად არის ნათქვამი) საქციელის გამო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის “მიწაში ჩადება” მიწევს, რომლის დედასთან, თამრიკო ზაალიშვილთან ერთად დავამთავრე 51-ე საშუალო სკოლა (ერთ კლასში), ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მამა, გიორგი კობახიძე, ცოტა ხნის წინათ ნინო ბურჯანაძის პარტიის არცთუ რიგითი წევრი იყო, რომელსაც შვილისგან დიამეტრულად განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა რუსეთის მიმართ.

ჰოდა, საქართველოს რეგიონებშიდავარცხნილ აკადემიურგანხილვებს მიჩვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ აშკარად ვერ აიტანაუზრდელითბილისელებისგან ობსტრუქცია და, რომ იტყვიან, “რამსებიაერია შავ ჩიჩილაკიანს _ სულ კომუნისტები გვეძახა დამსწრე საზოგადოებას: კომუნიზმი და განათლება შეუთავსებელიაო, კომუნიზმი დამთავრდა საქართველოში და ჩვენ ილიას გზით მივდივართო და .., ათასი სისულელე.

ჰოდა, ერთი აქეთ მოიხედე, ყმაწვილო!

ჩამოგითვალო კომუნისტებისდროინდელი მეცნიერებისა თუ მწერლობის, ხელოვნების კორიფეები? აქვს აზრი?.. რაც შეეხება ილიას გზით სიარულს, შენ ისევე იცი ილია, აკაკი, ვაჟა, როგორც მე _ ჩინური!

“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”-ო 20 წლის ილიამ თქვა; “დამეხსენი, ჩრდილოელო” ყმაწვილმა აკაკიმ დაწერა, მაგრამ, წლების განმავლობაში დაბრძენებულები, აი რას ამბობდნენ ილიაცა და აკაკიც:

ოც საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი ხალხი ისტორიულს ასპარეზზედ გამოსულა. ამ ხანგრძლივ დროთა მიმავლობაში ჩვენს ხალხს ერთს ხელში თოფი და ხმალი სჭერია და მეორეში გუთანი და ამ ყოფით და ვაივაგლახით გაუტარებია ეს აუარებელი დრო”, _ ასე წერდა თერგდალეულთა აღიარებული ბელადი, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მტკიცდებოდა, მშვიდობისა და პროგრესის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა თავისი სამშობლოს განვითარება რუსეთთან ძმური კავშირის გარეშე. ამ მხრივ გამოირჩევა სტატია ასის წლის წინათ (1899 წ.), რომელიც მან რუსეთის ჯარის თბილისში შემოსვლის ას წლისთავს მიუძღვნა:

ამ ღირსახსოვარი დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვადამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დაუდუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრის ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე. გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა მიწას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა, დაუდგა ახალი ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა…” (ტ.. IV. გვ. 216-217).

ჩვენმა სამშობლომ, _ წერდა აკაკი წერეთელი 1872 წელს, _ მრავალი საუკუნის განმავლობაში მტრებთან ბრძოლის, სისხლისღვრის, ტანჯვისა და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ, თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, გადაწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. იმ ახალ პატრონს, ცხადია, იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და მიტომაც მიიღო ის თავის მფარველობაში”.

გავიხსენოთ, მაგალითად, აკაკის პოემა თერთმეტი ენკენისთვე (1895). დიდი მგოსანი აგვიწერს ასი წლის წინათ მომხდარ კრწანისის ტრაგედიას, მოგვაგონებს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების სისხლით დაწერილ ანდერძს რუსეთთან კავშირის აუცილებლობის შესახებ.

კავშირი ძმური და მეგობრული

და, ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,

იყოს წყეული ხვთისგან და კრული

ასე ჰფიქრობდნენ, რომ გვიანდერძეს

მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,

და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,

ეგ გრძნობა გულში რომ გავინელოთ”.

და კვლავ აკაკი:

“როცა ჩვენმა წინაპრებმა თქვენ, რუსები, მოგიწვიეს, _ თქვა მან კონსტანტინე ბალმონტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე 1914 წელს, _ მაშინ ჩვენ, შვილიშვილებს, გვიანდერძეს: არ დავივიწყოთ სტუმართმოყვარეობა, გვიყვარდეს რუსები, ვიმეგობროთ მათთან და განუყრელად ვიაროთ ერთი გზით”.

დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”, _ წერდა ილია ჭავჭავაძე.

ასეთივე აზრისაა აკაკი წერეთელიც. მისი ღრმა რწმენით, საქართველო რუსეთთან შეკავშირებული უნდა იყოს “სიყვარულის ოქროს ჯაჭვით”. (შვიდტ., ტ. VI, გვ. 264).

რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძეს, მან ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის “კოლოკოლში” აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან კავშირში უფრო მალე მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება (აღარაფერს ვამბობთ მფლობელობაზე) ევროპის რომელიმე ერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებისაც საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის”.

რუსმა მოგზაურმა და ლიტერატორმა ევგენი მარკოვმა თავის წიგნში “კავკასიის ნარკვევები” სიყვარულით აღწერა ჩვენი მხარე. 1899 წელს მის პატივსაცემად გამართულ საღამოზე თბილისში ილია ჭავჭავაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში თქვა:

რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად ვიცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა. ეს ასეთი ბუნებრივი ჩვეულებრივი და გასაგებია ჩვენი მამაპაპური ზნეობისა გამო. რუსეთმა დაიფარა ჩვენი სამშობლო დარბევისა და დამცირებისაგან, იგი ამჟამადაც აშორებს მას უწინდელ ავბედობაგანსაცდელს. რუსეთმა განკურნა ჩვენი სამშობლოს წყლულნიჩვენი სამშობლოს სიყვარული თვითონ არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ფესვიანდება, იზრდება და ძლიერდება ჩვენი კეთილი დამოკიდებულება და ერთგულება რუსეთისადმი”.

აქეთ მოიხედე, ყმაწვილო!

აი გზა ილიასი, აკაკისა და ა.შ. სხვა დიდი ქართველების გზა!

ფილარმონიაში თქვენი კრახი იმის ბრალი იყო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური ქამინგაუტი გააკეთეთ, რომ საქართველოსთვის სასიკეთოს არაფერს აპირებთ! შენ და შენი საპარლამენტო მანქურთების გზა, ილიასი კი არა, სატანისტური დასავლეთის მონური მსახურებაა! ქართული მიწების არგაყიდვის კანონს მაინც ჩაგაწერინებთ კონსტიტუციაში, ისევე, როგორც ოჯახის ცნების განმარტებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ პოპულისტურად შეგვპირდით, მაგრამ ბოლო პერიოდში წაუყრუეთ!

დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა ჩვენი პატრიარქი, რომლის წინაშეც ფარისევლურად მუხლს იყრით ხოლმე, მაგრამ, რასაც ის ამბობს, არ გესმით!

არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და არც არავის აქვს უფლება ქართული მიწა-წყლის გაყიდვისა, _ ბრძანებს პატრიარქი და ამ სიტყვებს ქართველი ხალხი ჩაგაწერინებთ კონსტიტუციაში!

დავით მხეიძე

Загрузка...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here