მთავარი მსოფლიო ჩინურ Huawei-ს ინვესტიციების ვექტორი აშშ-დან რუსეთში გადააქვს

ჩინურ Huawei-ს ინვესტიციების ვექტორი აშშ-დან რუსეთში გადააქვს

159
გააზიარეთ
Huawei

აშშის მიერ დაწესებული სანქციების სიაში ჩართვის შემდეგ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა კომპანიამ გადაწყვიტა, თავისი საინვესტიციო ნაკადები აშშდან რუსეთისკენ მიმართოს. ინვესტიციები, ძირითადად, განხორციელდება ახალი პროდუქტების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებებში.

Huawei უკვე აქტიურად აფართოებს საქმიანობას რუსეთის ბაზარზე. მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში გახსნილ ოფისებს დაემატა წარმომადგენლობები ნოვოსიბირსკსა და ნიჟნი ნოვგოროდში, იგეგმება ოფისის გახსნა ყაზანში.

ამერიკის მთავრობას დაძაბული ურთიერთობა აქვს ჩინურ კორპორაციასთან. აშშ, ფაქტობრივად, ბლოკავს კომპანიასთან თანამშრომლობას.

Huawei-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა ტაივანურმა კომპანია Taiwan Semicenductor Manufacturing Company-მ, რომელიც სმარტფონებისთვის მაღალხარისხიანი მიკროსქემების მწარმოებელია. სპეციალისტების აზრით, ჩინური კომპანია მიმდინარე წელს საწყობებში შენახული მიკროსქემებით გავა ფონს, მაგრამ უახლოეს 2 წელიწადში მას სერიოზული პრობლემები შეექმნება და, თუ ამ პრობლემებს არ მოაგვარებს, მაშინ მას, როგორც იაფი და ხარისხიანი სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას, ჯვარი დაესმება.

exspert.ruზე გამოქვეყნებული მასალის

მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here