მთავარი პოლიტიკა ჩინელო, შენ გეუბნები; ჭორვილელო, შენ გაიგონეო

ჩინელო, შენ გეუბნები; ჭორვილელო, შენ გაიგონეო

გიორგი კვირიკაშვილი: ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ

1069
გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოში ტყის მასივები რომ საგანგაშო მდგომარეობაშია, სადავო არავისთვის არის. “ინვესტორებისმიერ გაჩეხვას გადარჩენილი ტყეების არცთუ მცირე ნაწილი შარშან ხანძრებმა განადგურდა. დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებს მთავარი მოქალაქე სტიქიასავით უტევს, თუმცა, როგორც გაირკვა, ხელისუფლება ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას იწყებს და, ალბათ, ოდესმე გვეშველება კიდეცთუმცა საეჭვოა, რომ მთავრობის მეთაურის კატეგორიულმა ტონმა და ხეტყის გაჩეხვაზე კანონის გამკაცრებამ ივანიშვილი და სტიქია შეაჩეროს; ინვესტორებიც გამონახავენ საერთო ენას ხელისუფლებასთან, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომუკომპრომისო ბრძოლამხოლოდ გაჭირვებულ კაცს წამოეწევა ქვად აღმართში.

შეგახსენებთ, რომ 1990 წლის მონაცემებით, საქართველოში 57 რაიონული სატყო მეურნეობა მუშაობდა. ყოველწლიურად 500 ჰექტარზე ირგვებოდა 600 ათასი ძირი ხე (ნარმანიას დაპირება მილიონი ხის დარგვის შესახებ, მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში, სულაც არ ყოფილა შეუძლებელი). ამჟამად, დარგვა კი არა, ყოველდღიურად ნადგურდება ტყეები. სპეციალისტები ამბობენ, რომ შავი ზღვისპირეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ამის მიუხედავად, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესს ჯანსაღი ხეებიც ეწირება. როგორც ირკვევა, ჭორვილელმა მოქალაქემ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში უკვე 100-მდე ასწლოვანი ხე ამოთხარა და საკუთარ ეზოში გადარგო. ოპოზიციის მტკიცებით, ასწლოვანი გიგანტური ხეების მოგზაურობისთვის 300-მდე უნიკალური ჯიშის ხის მოჭრა გახდა საჭირო, ხოლო 5000-მდე ხის _ გაკაფვა. ხეების გადასარგავად დახარჯული მილიონების გადახდაც, ალბათ, მოსახლეობას მოუწევს, ისევე, როგორც, ბიტკოინების მომპოვებელი “დატა ცენტრის” მიერ დიდი ოდენობით მოხმარებული ელექტროენერგიის გამო გაზრდილი დენის ტარიფის. მოკლედ, თუ მაგნოლიების ზღვით მოგზაურობის თანხას რაიმე ფორმით ჯერ არ ვიხდით, მანამდე, სანამ ეს მოგვიწევს, ცოტა მოვეშვათ და “ოცნების” ხელისუფლების ახალი ინიციატივით დავიმშვიდოთ თავი, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ტყის უკანონო ჩეხვას წერტილი დაესმევა, მაგრამ, რადგან ყველანი ამ ბედკრული ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლების ინიციატივა ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბიძინას ვერას დააკლებს და კვირიკაშვილის განცხადება ქილიკის საფუძველს უფრო იძლევა, ვიდრე დამშვიდების.

ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ რამდენიმე დღის წინათ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრის განცხადება: “პარლამნეტში, მთავრობის დამტკიცებამდე, მე განვაცხადე, რომ ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ და ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ”.

* მართალია, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ ინიციატივა გვწამს, აჭარის რეგიონში მიმდინარე ხეების ინტენსიური მოჭრა და გადარგვა კი გვაკვირვებს. აჭარლები ხუმრობენ კიდეც, იმდენი ხე მაინც დატოვეთ, ძაღლები იმერეთში რომ არ გარბოდნენ მოსაშარდავადოჰოდა, ახლა, მოსაჭრელი და წასაღები ხე რომ აღარ დარჩა ივანიშვილს დასავლეთ საქართველოში, დაგვიანებული ხომ არ არის ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება?!

“მნიშვნელოვანია, რომ მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენებით სარგებლობა. ტყიდან ხეტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის – ბრიკეტების, პელეტებისა და სხვათა წამოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

* ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად ასწლოვანი ხეების ტყიდან გამოტანისას მრავალი ხის გაკაფვა და ხშირად მოჭრა ხდება საჭირო; არ არის გამორიცხული, “ტყეში არსებულ ნარჩენებადსწორედ ეს მასალა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში, თუ საზოგადობას ამ ნარჩენებით მარტივად სარგებლობის უფლება მიეცემა, ეს ხელსაყრელი იქნება, როგორც გაჭირვებული მოქალაქისთვის, ისე მთავარი მოქალაქისთვის. ერთი იაფად ისარგებლებს ტყეში არსებული ნარჩენებით, ანუ ბიძინას ნასუფრალით და, რაც მთავრია, ამით ექსპრემიერი ზედმეტ თავისტკივილსაც მოიშორებს და ფინანსებსაც დაზოგავს.

“ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუყობს ხელს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ის ზიანი, რომელიც გასულ წლებში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა”.

* .. ინვესტორების მიერ გაჩეხილი, გადამწვარი ტყის მასივები, ასევე ივანიშვილის მიერ თავის ეზოში ასწლოვანი ხეების გადარგვას შეწირული ხეები, გადათხრილი ტყეები და გავერანებული ინფრასტრუქტურა უკვე იქცა მომავალი თაობისთვის მძიმე მემკვიდრეობად. ნაკლებად სარწმუნოა, მილიარდერის დაკვეთების უსიტყვოდ შემსრულებელმა ხელისუფლებამ ამ უმძიმესი მემკვიდრეობის გამოსწორება შეძლოს

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხეტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს. მინდა, ყველა თქვენგანს ვთხოვო: მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებებლი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ გასაკეთებელი საქმე. სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე. ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა _ ბენზინმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანებში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და ა.შ. ამ ადამიანების ამორალურობასა და წარმოსახვას ზღვარი არ აქვს და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი”.

* ნანახმაც, განცხადების შინაარსმაც და ამ თემაზე პრემიერმინისტრის საუბრისას კატეგორიულმა ტონმაც მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საინტერესოა, ვის და რას გულისხმობდა კვირიკაშვილი, როდესაც განაცხადა: “ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”. იქნებ, მისთვის ინოვაციური უსაზღვრო ფანტაზია ზღვაში მოლივლივე მაგნოლია იყო? მაშინ რატომ არ იყო მთავრობის მეთაური ასეთი მკაცრი და დაუნდობელი? მაშინ რატომ არ გაოგნდა, რამდენიმეტონიანი ხეები ზღვაში რომ ცურავდნენ?! მისი მამამარჩენალის ეზოში ასწლოვანი ხეების გადასარგავად ასობით მცენარე რომ გაიჩეხა, მაშინ რატომ არ იყოოცნებისხელისუფლება დაუნდობელი?! თუ ივანიშვილის ახირების დასაოკებლად ასობით ხის გაჩეხვა მაღალზნეობრივი და მორალური საქციელია?! თუ მედალს მეორე მხრიდან შევხედავთ, პრემიერის განცხადებამ ცნობილი ქართული ანდაზა შეიძლება გაგვახსენოს: “მულო, შენ გეუბნები; რძალო, შენ გაიგონეო!” ანუ, ჩინელო, შენ გეუბნები; ჭორვილელო, შენ გაიგონეო”.

“ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას, მერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის, რადგან სამინისტროსა და ძალოვან უწყებებს უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვთ, ეს ქმედებები რომ განახორციელონ”.

* თუ კვირიკაშვილის სიტყვებს: “ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშემოცემულობად მივიღებთ, გამოდის, “ყველა მათგანშიივანიშვილიც იგულისხმება, რადგან საკუთარ დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადარგვას ასეულობით ნარგავი და ინფრასტრუქტურა შეეწირა. თუკი მოქმედი პრემიერის განცხადებაში მისი წინამორბედიც იგულისხმება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრემიერისა და ექსპრემიერის გზები უკვე გაიყარა, მაგრამ კულუარებში, კარგა ხანია, საუბრობენ, რომ არაუგვიანეს გაზაფხულისა, გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მან ივანიშვილის ორბიტაზე საკუთარი თავი ამოწურა. მოკლედ, თებერვალი დადგაოდა როგორც ჩანს, წყალი საქართველოს პრემიერმინისტრსაც შეუდგასიმბოლურია, ალბათ, ისიც, რომ კვირიკაშვილმა ეს ინიციატივა სწორედ თებერვალში გაასაჯაროვა.

ცნობისთვის: საქართველოს ტყე ყოველწლიურად დაახლოებისთ 180-190 მილიონ ტონამდე მტვერს ფილტრავს. შთანთქავს წლიურად 41,5 მლნ ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს. 1 ჰექტარი ტყის მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს. მრავალწლოვანი ხე 70-ჯერ მეტად ეწინააღმდეგება ჰაერის დაბინძურებას, ვიდრე ახალდარგული.

ამიტომ ეზიდება ბიძინა ივანიშვილი თავის ეზოში ასწლოვან ხეებს, თორემ ყოველივე ამაში მილიონების ხარჯვა მილიარდერის ჰობი ნამდვილად არ არის

გიორგი გელაშვილი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here