Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთში განაცხადეს, რომ აშშ თვითონ ჩავარდება სხვისთვის გათხრილ სამარეში

ჩინეთში განაცხადეს, რომ აშშ თვითონ ჩავარდება სხვისთვის გათხრილ სამარეში

2135
ჩინეთი

ჩვენ ვურჩიეთ აშშ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დააზარალებს ორი ქვეყნის სავაჭროეკონომიკურ ურთიერთობას, თორემ აშშ თვითონ ჩავარდება სხვისთვის გათხრილ სამარეში, _ განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს წარმომადგენელმა გაო ფენმა.

_ ჩინეთი განავითარებს პარტნიორულ ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან და არ სურს სავაჭრო ომი. ჩინეთი ქმნის საერთაშორისო ურთიერთობის ახალ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ქვეყნის ინტერესებს, _ დასძინა მან.

პრობლემა წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბაჟის დაწესება ჩინეთიდან შემოტანილ, უწინარეს ყოვლისა, ტექნოლოგიური სფეროს საქონელზე.

1 COMMENT

  1. ტიპიური ჩინური, უკბილო და ცარიელ ლაყაფზე აგებული მუქარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here