Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი მოითხოვს: აშშ-მა მსოფლიოს უნდა აუხსნას მისი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის მიზანი

ჩინეთი მოითხოვს: აშშ-მა მსოფლიოს უნდა აუხსნას მისი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის მიზანი

70

აშშის ხელისუფლებამ უნდა აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილი ამერიკული სამხედრობიოლოგიური საქმიანობის მიზანი, _ განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უფროსმა პოლკოვნიკმა ძიანმა.

“მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიკავოს ღია, გამჭვირვალე და საპასუხისმგებლო პოზიცია, სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს მსოფლიო საზოგადოებრიობის შეშფოთებისადმი, შეასრულოს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამომწურავი ახსნა-განმარტება მოგვცეს უცხოეთში განხორციელებულ თავის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებზე და დათანხმდეს მათ მრავალმხრივ შემოწმებას”.

ჩინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პეკინი გამოდის ბიოლოგიური იარაღისა და ამ სფეროში რაიმე სამუშაოების ჩატარების სრულიად აკრძალვის ინიციატივით.

“აშშ-მა მსოფლიოს მკაცრად უნდა მოეთხოვოს, განუმარტოს, რა ხდება ამ სფეროში”, _ განაცხადა ჩინელმა პოლკოვნიკმა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here