Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი კრიპტოვალუტას კრძალავს

ჩინეთი კრიპტოვალუტას კრძალავს

43

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ყველა სახის კრიპტოვალუტის გარიგება, მოპოვება და ვაჭრობა აიკრძალება. ამან ქვეყანაში აჟიოტაჟი და ქაოსი გამოიწვია.

ახლა, როდესაც კრიპტოვალუტის ყველა ფუნქცია არალეგალურად არის გამოცხადებული, მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც კრიპტოვალუტის მოპოვებითა და სხვა მანიპულაციებით ცხოვრობდნენ, გაურკვევლობაში არიან. თუმცა, მათი ზარალი ნამდვილად უმნიშვნელოდ ჩანს იმ კრიპტომილიარდერებთან შედარებით, რომლებმაც ჩინეთის ბაზარი ამ სფეროს საშუალებით დაიპყრეს. აკრძალვის მთავარი მიზეზი გარემოში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფაა.

ბევრმა კრიპტომილიონერმა და მილიარდერმა ქვეყნიდან წასვლა და ბიზნესის სხვაგან კეთება გადაწყიტა. მათგან ერთ-ერთია FTX დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი. 29 წლის ბიჭმა ჩინეთში კრიპტოვალუტის კომპანიის შექმნით 8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

bpn.geზე გამოქვეყბებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაიისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here