Home ახალი ამბები ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

735

დღეს დილით ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. ინფორმაციას Xinhuanet-ი ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ტექმომსახურების სამუშაოების ჩატარების დროს მოხდა.

ყველა დაშავებული, რომელთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here