მთავარი მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ს წამოსცდა, რომ Covid-19 მათთან გაჩნდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ს წამოსცდა, რომ Covid-19 მათთან გაჩნდა

6027
გააზიარეთ
ამათ შეიტანეს ახალი კორონავირუსი ჩინეთში
ამათ შეიტანეს ახალი კორონავირუსი ჩინეთში

Covid-19-ით ინფიცირებულინულოვანი ავადმყოფიამერიკაში იყო დაფიქსირებული. ეს განაცხადა 12 მარტს თავის Twitterში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა პრესმდივანმა ჩჟაო ლიცზიანმა.

ეს განცხადება კვალად მოჰყვა ინფორმაციას, რომელიც გაასაჯაროვა დაავადებათა კონტროლის ამერიკულმა ცენტრმა. ამ დაწესებულების ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის თქმით, აშშ-ში გრიპით გარდაცვლილ ზოგიერთ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი Covid-19.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს დანაშაულზე წაასწრეს. აშშში როდის დააფიქსირეს ნულოვანი პაციენტი? რამდენი ადამიანია დაავადებული? რომელ საავადმყოფოებში? იქნებ ამერიკულმა არმიამ შეიტანა ეპიდემია უხანში?.. აშშმა უნდა განგვიმარტოს”, _ განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.

ჩინეთში აგრეთვე განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაფიქსირდა 2019 წლის 17 ნოემბერს.

ამ განცხადების გასაჯაროების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიწვია ჩინეთის ელჩი ცუი ტიანკი. ამერიკის საგარეო საქმეთა სტრუქტურამ ითხოვა განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადება, რომ კორონავირუსი უხანში ამერიკულმა სამხედროებმა შეიტანეს, იუწყება ტელეარხი Fox News.

ელჩი გამოიძახა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დევიდ სტილველმა “დეზინფორმაციის თავხედური კამპანიის გამო” კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით.

ამასობაში თავად ამერიკელები ალაპარაკდნენ

აშშ-ის ყოფილმა მზვერავმა განაცხადა, რომ Covid-19 ამერიკული წარმოშობისაა.

რამდენიმე უცხოელმა ბიოლოგმა ერთობლივად დაასკვნა, რომ სწორედ აშშ არის კორონავირუსის Covid-19-ის სამშობლო. ამას წერს ამერიკის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ლარი რომანოფი პორტალ Global Researchში გამოქვეყნებულ თავის მასალაში.

იგი ამბობს, რომ აშშ-ში ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში იფეთქა ფილტვების პნევმონიამ. ამერიკელებმა ეს ახსნეს ელექტრონული სიგარეტების გაზრდილი პოპულარობით. მაგრამ როგორც შემდეგ ტაივანელმა ექიმებმა დაადგინეს, ამერიკელებს შორის დაფიქსირებული სიმპტომები ჩვეულებრივი გზებით ვერ გავრცელდებოდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დახურა მთავარი ბიოლაბორატორია ფორტ დეტრიკში იმის გამო, რომ პენტაგონის თქმით, არ არსებობდა შესაძლო გაჟონვების აცილების გარანტია. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა “ელექტრონული სიგარეტების ეპიდემია”. ფორტ დეტრიკში ლაბორატორიის დახურვის შემდეგ ჰავაის კუნძულებზე უმალვე გავრცელდა დაავადებების მთელი რიგი. ლაპარაკია იაპონელების ჯგუფზე, რომლებიც არასოდეს ყოფილან ჩინეთში.

2019 წლის ოქტომბერში ჩინეთის ქალაქ უხანის ჰოსპიტალში მოათავსეს უცხოეთის ხუთი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ აქ მიმდინარე მსოფლიო სამხედრო თამაშებში. ხუთივე დაავადებული ამერიკელი სამხედრო იყო, ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ მათ შეეძლოთ უცნობი დაავადების შეტანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. რომანოფი აღნიშნავს, რომ ეს ამბავი გაავრცელა ჩინეთის მასმედიამ და შეაფასა იგი, როგორც წინასწარგანზრახული ბიოლოგიური თავდასხმა.

თუ დავუშვებთ, რომ მსოფლიო სამხედრო თამაშების ამერიკის გუნდის ზოგიერთი წევრი ვირუსით დაავადდა დეტრიკში გაჟონვის შედეგად, მაშინ მათ მართლაც შეეძლოთ უხანის მოქალაქეთა საკმაო რაოდენობით დასნებოვნება.

რობერტ რედფილდი
რობერტ რედფილდი

პირველი დაავადებულები უხანში ნოემბერში ყოფილან

ამ ვერსიას სხვა დადასტურებაც აქვს. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი დენიელ ლუსი აღნიშნავს, რომ დაავადების პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა 2019 წლის 1 დეკემბერს და პაციენტს არავითარი შეხება არ ჰქონდა ზღვის პროდუქტებთან. მედიკოსის სიტყვები რომ გავიმეოროთ, პირველი ავადმყოფები შეიძლება ჯერ კიდევ ნოემბერში იყვნენ, მაგრამ გარკვეულ დრომდე ისინი გამოვლენილი არ ყოფილან. და მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში ერთბაშად დაფიქსირდა დაავადების რამდენიმე შემთხვევა. ექიმებმაც მაშინ დაასკვნეს, რომ საქმე ჰქონდათ ახალ, უცნობ ვირუსთან.

ამავე თეორიას იზიარებს სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ბიოლოგი-ევოლუციონისტი კრისტიან ანდერსენი. იგი დარწმუნებულია, რომ ვირუსს არავითარი შეხება არ აქვს ზღვის პროდუქტების უხანის ბაზართან და, საერთოდ, უხანში არ “დაბადებულა”.Covid-19 ჩინეთში სხვა ქვეყნიდან არის შეტანილი. ამ ვერსიას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ირანსა და იტალიაში გავრცელებული ვირუსის გენომური ნაირსახეობანი ჩინეთის ნიმუშების არაიდენტურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი სხვადასხვა ადგილებში უნდა იყოს შექმნილი.

ლარი რომანოფი ასკვნის, რომ სრული დარწმუნებით იმის თქმა, თითქოს მაინცდამაინც ამერიკული ფორტი დეტრიკი არის კორონავირუს Covid-19-ის გავრცელების წყარო, შეუძლებელია. ამისთვის მინიმუმ საჭიროა ამერიკული ბაზიდან ინფორმაციის მიღება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2005-დან 2012 წლამდე დაფიქსირებული იყო საიდუმლო ლაბორატორიებიდან პათოგენების გაჟონვის 1059 შემთხვევა (საშუალოდ სამ დღეში ერთხელ), ეს ვარიანტი სულ უფრო შესაძლებელი ხდება.

ცოტა ხნის წინათ ბრაზილიელმა ანალიტიკოსმა ლუკას ლეიროსმაც განაცხადა, რომ აშშ-მა კორონავირუს Covid-19-ის აფეთქება გამოიყენა, როგორც იარაღი ჩინეთთან ჰიბრიდულ ომში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here