Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ის მოწოდებაზე, ჩინეთს დაეკავებინა რომელიმე მხარე, კარიკატურა...

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ის მოწოდებაზე, ჩინეთს დაეკავებინა რომელიმე მხარე, კარიკატურა გამოაქვეყნა

216

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კარიკატურა, რომლითაც დასცინა ამერიკის თხოვნას, ქვეყანას დაეკავებინა რომელიმე მხარე.

გამოსახულებაზე ამერიკის დროშიანი ხელი, რომელსაც პისტოლეტი უჭირავს, მიბჯენილია მეორე ადამიანის საფეთქელზე. როგორც ლიძიანმა აღნიშნა, როდესაც აშშ აიძულებს სხვას, აირჩიოს ესა თუ ის მხარე, ეს სინამდვილეში ნიშნავს _ “დამიჭირე (მე) მხარი!”

უფრო ადრე ჩჟაო ლიძიანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენის გამო ჩინეთის წნეხში მოქცევის მცდელობა უპასუხისმგებლო და უსარგებლოა. მისი თქმით, პეკინი უკრაინის საკითხზე დამოუკიდებელ დასკვნებს აკეთებს და ეს დასკვნები ყოველთვის ობიექტური და სამართლიანია.

“ამერიკული მხარე ცდილობს, ცილი დასწამოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მოაქციოს ის წნეხში _ ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია და ვერ მოაგვარებს პრობლემას”, _ განაცხადა ჩჟაო ლიძიანმა და დასძინა, რომ პეკინი არ გაიზიარებს ვაშინგტონის პოზიციას.

cont.wsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here