მთავარი საქართველო ჩინეთიდან ევროპაში პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ჩავა

ჩინეთიდან ევროპაში პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ჩავა

2589
გააზიარეთ
ჩინეთიდან ევროპაში პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ჩავა

22 ოქტომბერს თბილისში მუშაობა დაიწყოაბრეშუმის გზის ფორუმმა”, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება და რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნის 2000 წარმომადგენელი ესწრება.

ფორუმის პარალელურად ჩინეთიდან ევროპაში მიდის პირველი მატარებელი მარშრუტით ბაქო-თბილისი-ყარსი.

მატარებელს ჩინეთის ქალაქ სიანიდან სარკინიგზო მაგისტრალის _ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით პრაღაში მიაქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთული 42 კონტეინერი. ყარსის მონაკვეთის გავლით ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით წამოსული მატარებელი პირველია, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის გავლით (შემდეგ კი თურქეთის მარმარილოს ზღვის გვირაბით) ჩავა ევროპაში.

ახალი სარკინიგზო მარშრუტის შუალედური სადგური იქნება სტამბოლი, ამ მოვლენასტან დაკავშირებით 5 ნოემბერს იქ გაიმართება საზეიმო შეხვედრა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here