Home ახალი ამბები საქართველო “ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, სადაც მათ მიერ დაზუთხული ლიტერატურა და რწმენა გამოუსადეგარია”

“ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, სადაც მათ მიერ დაზუთხული ლიტერატურა და რწმენა გამოუსადეგარია”

2515
გია ხუხაშვილი

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ბოლოდროინდელ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგზაო რუკა

გეგმა ატარებს სქემის ხასიათს. მოცემულია მხოლოდ მოქმედების ალგორითმი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დეტალიზაციას.

ნაბიჯი 1. ამოცანის დასმა

ა) მოხდეს ე.წ. კრიტიკული სამომხმარებლო კალათის შედგენა.

აქ საუბარია საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სიის ფორმირებაზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის მინიმალური უზრუნველყოფისთვის;

ბ) განისაზღვროს კალათის საერთო მოცულობა პოზიციების მიხედვით წლიური მოხმარების შესაბამისად;

გ) განისაზღვროს იმპორტის წილი პოზიციების მიხედვით.

ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: გ) პუნქტში მიღებული პროდუქციის საქართველოში წარმოების ორგანიზება, სულ ცოტა, იმ მოცულობებით, რომ შეივსოს ბ) პუნქტში მოცემული მოცულობა.

ნაბიჯი 2. ძირითადი სამოქმედო მიმართულებები

ა) აგრარული მეურნეობები, მეცხოველეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, პირველადი ნედლეულის მოპოვება და/ან წლიური რეზერვების ფორმირება;

ბ) ლოგისტიკა _ შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა;

გ) შესაბამისი სიმძლავრის კვების გადამამუშავებელი და პირველადი მოხმარების საგნების ინდუსტრიის მშენებლობა კონკურენტული, უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტებით.

ნაბიჯი 3. პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება სამოქმედო მიმართულებებზე 3-5 წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ჩამოყალიბება კონკურენტუნარიან სისტემებად.

ა) პირდაპირი და არაპირდაპირი (საგადასახადო) ფინანსური სტიმულირება;

ბ) ეკონომიკური საზღვრის კონტროლის გამკაცრება;

გ) ზოგიერთ შემთხვევებში მოკლევადიანი სუბსიდირება, კონკურენტუნარიანობის მიღწევამდე;

დ) მიწის ფონდის მართვის ოპტიმიზაცია მისი სრულად ათვისების მიზნით, სასურსათო უსაფრთხოების ამოცანების შესაბამისად.

კონკრეტულ ნაბიჯებზე რეკომენდაციებს შემდგომში შემოგთავაზებთ.

P.S. ვთხოვ, თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტებს, ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ. ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, რომელშიც მათ მიერ დაზუთხული ლიტერატურა და რწმენა გამოუსადეგარია”, _ წერს გია ხუხაშვილი “ფეისბუკში”.

kvirispalitra.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here