სტამბოლში თურქეთის ახალგაზრდა კავშირის წევრები, რომლებიც ქვეყანაში აშშ–ის სამხედროების ყოფნას აპროტესტებენ, ამერიკელ მეზღვაურს დაესხნენ თავს.
ამერიკელი სამხედრო სეირნობისას სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. მას მიუახლოვდნენ თურქეთის ახალგაზრდა კავშირის წევრები, ჯერ ხელი ჰკრეს და ნაგავი ესროლეს, შემდეგ კი პარკი ჩამოაცვეს თავზე.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
palitravideo.ge