Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენმა ხელისუფლებებმა იმდენი მოახერხეს, რომ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში საქართველო იმ ხურდას დაამსგავსეს, რომელზეც...

ჩვენმა ხელისუფლებებმა იმდენი მოახერხეს, რომ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში საქართველო იმ ხურდას დაამსგავსეს, რომელზეც ასე ამბობენ _ Сдачи не надо!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

468
ჯო ბაიდენი

ოცდამეერთე გამოშვება

1941 წლის 22 ივნისი, დილის 4 საათი.

რადიოს ხმაზე გაღვიძებული ორას მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე დაზაფრა საშინელმა ინფორმაციამ:

“Внимание, говорит Москва!

Передаем важное правительственное сообщение.

Граждане и гражданки Советского Союза, сегодня в 4 часа утра без объявления войны германские вооруженные силы атаковали границы Советского Союза.

Началась Великая Отечественная война советского народа против немецко-фашистских захватчиков.

Наше дело правое!

Враг будет разбит!

Победа будет за нами!”

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი 1945 წლის 9 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა. ომი ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რომელიც ისტორიაში დიდი სამამულო ომის სახელით შევიდა, ყველაზე დიდი ფრაგმენტი იყო მეორე მსოფლიო ომისა…

დიდი სამამულო ომი არ იყო მხოლოდ ფაშისტური გერმანიის ომი საბჭოთა კავშირთან. ეს იყო მთელი დასავლეთის ომი საბჭოთა კავშირთან, ეს იყო კაპიტალისტური სისტემის ომი სოციალისტურ სისტემასთანაი, რას წერს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ პანარინი: “დასავლეთი ნაცისტებთან 30-იანი წლების დასაწყისიდანვე თანამშრომლობდა. ინგლისის ბანკი 1932 წელს ჰიტლერის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ჰიტლერს, აგრეთვე, გულუხვად აფინანსებდა მორგანების ერთერთი უძველესი და უმძლავრესი საფინანსო დაჯგუფება აშშში, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ბრიტანულ დაზვერვასთან”.

ცნობილია ნიურნბერგის პროცესზე ინგლისის “იმპერია ბანკის” ყოფილი პრეზიდენტის, იალმარ შახტის, განცხადება, რომლითაც მან ამერიკულ მხარეს მიმართა: თქვენ თუ გსურთ, რომ ბრალი წაუყენოთ მრეწველებს, რომლებიც გერმანიას შეიარაღებაში ეხმარებოდნენ, თქვენ ბრალის წაყენება, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მოგიწევთ”. ეს ნათქვამიც იმ რეალობას ასახავდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ჰიტლერს დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდნენ და აიარაღებდნენ. ამ მოქმედების მიზანი საბჭოთა კავშირის დაჩოქება იყო, რომელიც კაპიტალისტური დასავლეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელ პრეცედენტს _ სოციალურად სამართლიან ცხოვრების წესს ქმნიდა.

1945 წელს დიდი სამამულო ომიც დასრულდა და მეორე მსოფლიო ომიც, დასრულდა სამხედრო დამნაშავეებისთვის მოწყობილი ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლო პროცესიც, მაგრამ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირება არ დასრულებულა. ეს დაპირისპირება კიდევ 46 წლის განმავლობაში გაგრძელდა და, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა. როგორც შემდგომ გაირკვა, თურმე, არც ამ ფაქტით დასრულებულა. რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, ამერიკისთვის დღემდე რჩება იმ სახელმწიფოდ, რომელსაც იგი ოფიციალურად, სამხედრო დოქტრინის დონეზე მტერ სახელწიფოდ აცხადებს. ეს უკვე აღარაა სისტემათა და იდეოლოგიათა დაპირისპირება (დღეს რუსეთიც კაპიტალისტური სახელმწიფოა), ეს უკვე სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებაა, როდესაც ერთი (ამ შემთხვევაში, აშშ) ცდილობს, საკუთარი გავლენა მთელ მსოფლიოზე გაავრცელოს, მეორე კი (ამ შემთხვევაში, რუსეთი) ამის საშუალებას არ აძლევს. აშშ ცდილობდა, კომუნისტური საბჭოთა კავშირი კაპიტალისტურ სისტემაზე გადაეყვანა, რადგან კაპიტალისტური რუსეთი, ავტომატურად, თავის ვასალად ჰყავდა წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი სწორედ ამ გზით წავიდა. ელცინის რუსეთი აშშ-ის ვასალის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო იყო, ამიტომაცაა, რომ მთელი დასავლეთი დღემდე მისტირის იმ პერიოდს.

16 ივნისს ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ასეთი განცხადება გააკეთა: “რუსეთში, ერთ მშვენიერ მომენტში, გორბაჩოვის შემდეგ, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა, გაჩნდა დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მაგრამ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ძლიერება ყოველთვის სასტიკ მეფეებსა და კომისრებს ეფუძნებოდა და არა იდეოლოგიას. მან მიიჩნია, რომ რუსეთს “დერჟავას” რეპუტაციის შენარჩუნება სახელმწიფოს ძლიერებისა და კონტროლის ხარჯზე შეუძლია”.

ბაიდენის ეს ფრაზა პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ელცინის მიერ დასუსტებული და დაშლამდე მიყვანილი რუსეთის მიმართ სიმპათიებს არ მალავს, ხოლო პუტინის ხელმძღვანელობით ფეხზე წამოყენებული და გაძლიერებული რუსეთი არ მოსწონს და მას მტრად აცხადებს.

დღესავით ნათელია, რომ ომი, რომელიც ოთხმოცი წლის წინათ დაიწყო და სამოცდათექვსმეტი წლის წინათ ვითომ დამთავრდა, თურმე, დღემდე არ დამთავრებულა. ამის დასტურია ის, რომ რუსეთსა და აშშ შორის დაპირისპირება დღესაც ომის ზღვარზეა. მართალია, მეორე მსოფლიო ომში, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის გამარჯვება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, აშშ-სა და ინგლისს საბჭოთა სახელმწიფოს მოკავშირეების როლში გამოსვლა მოუწიათ, მაგრამ ეს მოკავშირეობა იძულებითი იყო. არც ერთს და არც მეორეს საბჭოთა კავშირის, სოციალისტური სისტემისა და პირადად სტალინის მიმართ მტრობა და სიძულვილი არ განელებიათ, ამის კონკრეტული გამოხატულებაც იყო ინგლისისა და აშშ-ის ერთობლივი ომის გეგმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შეიმუშავეს.

ამ გეგმას, რომელსაც Operation Unthinkable (დაუჯერებელი ოპერაცია _ ..) უწოდეს, მესამე მსოფლიო ომის სახელითაც მოიხსენიებდნენ. ამ გეგმის არსებობას დიდი ბრიტანეთი 1998 წლამდე კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ამ ოპერაციის დოკუმენტები დღეს დიდი ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში ინახება”, _ გვეუბნება ვიკიპედია. დასავლეთისთვის უცხო არ არის დაუმთავრებელი ომების შემთხვევები. შუა საუკუნეებში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომი ასთექვსმეტ წელიწადს (1337-1456 წ.წ.) გრძელდებოდა. ასე რომ, კოლექტიური დასავლეთის დაუმთავრებელი ომი რუსეთთან გასაკვირი სულაც არ არის.

აი, ამ (დაუმთავრებელი ომის) ვითარებაში გაიმართა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 16 ივნისს, რომლის შედეგებიც კიდევ დიდხანს იქნება საერთაშორისო მითქმა-მოთქმისა და პოლიტიკურ-დიპლომატიურ-ინფორმაციული ინსინუაციების საგანი.

რა გაარკვიეს, რას მიაღწიეს და რა შეიცვლება ამ შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში? _ ეს არის შეკითხვები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ტრიალებს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში. ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ჩანს.

ყველაზე სწორი და ამომწურავი შეფასება ამ შეხვედრისა რუსეთის პრეზიდენტის ის სიტყვები იყო, რომლითაც მან კანადის რადიოს კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა და რომლითაც პრესკონფერენცია დასრულდა. შეკითხვა ორიგინალური იყო:

_ მივლინებაში წამოსვლის წინ ჩემმა ცხრა წლის გოგონამ მკითხა: რა სამიტია ეს? რატომაა იგი ასე მნიშვნელოვანი? რას უპასუხებთ ცხრა წლის გოგონას ამ შეკითხვაზე?

რუსეთის პრეზიდენტმა შესანიშნავად გამოიყენა ჟურნალისტი ქალბატონის ეს ერთგვარი ლირიზმით გაზავებული შეკითხვა. მან ლირიკას ლირიკა შეაგება და ადამიანური სითბოთი გაჯერებული პასუხი გასცა:

ძალიან კარგია, რომ თქვენი ცხრა წლის გოგონა უკვე ინტერესდება ამ საკითხებით. მე მას მარტივად ვუპასუხებ: უნდა მიმოიხედო ირგვლივ და თქვა: ხედავ, რა მშვენიერია სამყარო. ზრდასრული ადამიანები, ორი უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფოს ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმიტომ, რომ ეს მსოფლიო უსაფრთხო, საიმედო და აყვავებული სახლი იყოს ამ პლანეტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის; ისინი განიხილავენ ყველაზე საშინელ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც უნდა შეიზღუდოს და შემუშავდეს მისი გამოყენების შემაკავებელი საერთო წესები; ისინი ილაპარაკებენ ბუნების, გარე სამყაროს დაცვაზე, იმაზე, რომ ჩვენი მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რომ არ იყოს წყალდიდობები, არ იყოს გვალვა, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს კვების პროდუქტები; ისინი ილაპარაკებენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, რათა ადამიანებმა, მათ შორის ბავშვებმა, არ იავადმყოფონ, რომ მათ შეეძლოთ, ისწავლონ და თამამად გაიხედონ მომავლისკენძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მე ვისურვებდი, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თქვენ სწორედ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე გააშუქოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ!”

დიდებული პასუხი გამოვიდა. შეხვედრები უმაღლეს დონეზე სწორედ ადამიანზე ზრუნვის სულისკვეთებით უნდა იმართებოდეს. სახელმწიფოთა მეთაურებს ხალხის კეთილდღეობა და ნათელი მომავალი უნდა ამოძრავებდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. რა წაართვან და წაჰგლიჯონ ერთმანეთს, რაში მოატყუონ და გააცურონ ერთმანეთი, როგორ გაამდიდრონ ის საფინანსო მაგნატები და ოლიგარქები, ის დანაშაულებრივი კლანები, რომლებიც მათ უკან დგანან _ აი, კაპიტალისტურ სახელმწიფოთა დღევანდელი მეთაურების უმთავრესი საზრუნავი. საბედნიეროდ, ამ ზოგადი უზნეო წესიდან გამონაკლისებიც არსებობს. რუსეთი კაპიტალისტური სახელმწიფოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღევანდელ მსოფლიოში იგი მთავარი შემაკავებელი ფაქტორია ამერიკული იმპერიალიზმის თავგასულობისა და აღვირახსნილობისა. სწორედ ამ მისიის შეგნებამ ათქმევინა პუტინს ის შესანიშნავი სიტყვები, რომლითაც მან ჟენევაში პრესკონფერენცია დაასრულა. სამწუხაროდ, ამ შეგნებამდე მისასვლელად კაცობრიობას კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს. იქამდე კი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მამოძრავებლად ძალადობა, მტრობა და ერთმანეთის დაჯაბნის ცხოველური ინსტინქტი დარჩება. ამიტომ შეკითხვები, რომლებიც ზემოთ დავსვით _ რა შედეგით დასრულდა ჟენევაში გამართული შეხვედრა, რას მიაღწიეს ან რა შეიცვლება ამ შეხვედრის შედეგად, პასუხგაუცემელი რჩება, ყოველ შემთხვევაში ამ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გვაქვს. ისევ მკითხაობა, ისევ დავა და კამათი _ აი, რა დაუტოვა ამ შეხვედრამ მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, აზრთა სხვადასხვაობის ამ მღვრიე მდინარეში მაინც არის შესაძლებელი რამდენიმე ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ ეჭვისთვის ადგილი თითქმის არ რჩება:

1.აშშმა რუსეთი აღიარა ზესახელმწიფოდ. აქამდე ისინი რუსეთს განიხილავდნენ, როგორც რეგიონულ “დერჟავას”. გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტ ობამას განცხადება ამ თემაზე. პუტინმა იხუმრა კიდეც, _ რაკი ცდილობენ, რუსეთის მასშტაბი რეგიონულ მასშტაბამდე დაიყვანონ, ბარემ ისიც გვითხრან, რომელი რეგიონი აქვთ მხედველობაში. ჩვენ ერთ მხარეს აზია გვესაზღვრება, მეორე მხარეს _ ევროპა, მესამე მხარეს _ აშშ, სხვა მხარეს _ კანადა და იაპონია. ნეტავ რომელ რეგიონს გულისხმობენ, როდესაც რეგიონამდე დავყავართო. შესანიშნავი ხუმრობა იყო გეოგრაფიის თემაზე. ბოლოს და ბოლოს, ამერიკელები იძულებულნი შეიქნენ, რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, ეღიარებინათ და ეს აღიარება 2021 წლის 16 ივნისს ჟენევაში გაფორმდა;

2.როგორც რუსეთის, ასევე აშშის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაძაბულობის ესკალაციას მოლაპარაკებასა და გარკვეული კონსენსუსის მიღწევას ამჯობინებს, თუნდაც ეს პოზიციების დათმობასთანაც იყოს დაკავშირებული.

ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინს საჯაროდ უწოდა მკვლელი, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ინიციატივას შეხვედრის შესახებ უარით არ უპასუხა; ამას ადასტურებს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გადადგმული ორი სერიოზული ნაბიჯიც, რომელთგან პირველი ეხებოდა ხელშეკრულებაესენვე III”-ის (სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება III) ხუთი წლით გაგრძელებას, რომლიდანაც აშშის გასვლა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის წერტილის დასმასა და ახალი გამალებული შეიარაღების ეპოქის დასაწყისს ნიშნავდა. ბაიდენის მეორე გადაწყვეტილება ბალტიის ზღვით გერმანიამდე რუსული გაზსადენის _ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობისთვის სანქციების მოხსნის შესახებ, აგრეთვე პოზიციების გონივრულ დათმობაზე მეტყველებს, ამ გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას რუსულ-ამერიკული ურთიერთობები საბოლოოდ შეჰყავდა ჩიხში;

3.ამ შეხვედრით რუსეთსა და აშშ შორის სტრატეგიული პარტნიორობა თუ არ ჩამოყალიბებულა, ფაქტია, რომ, ამიერიდან კონფრონტაციას ისეთივე სტიქიური ხასიათი აღარ ექნება, როგორიც აქამდე ჰქონდა. კონფრონტაცია დარჩება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ელჩები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, მას შემდეგ, რაც დიპლომატიური სამსახურები სრულყოფილად ამუშავდებიან და სახელმწიფოს მეთაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა აღარ ექნებათ, კონფრონტაცია უმართავი რეჟიმიდან, სულ ცოტა, მართულ რეჟიმში გადავა. ეს კი გლობალური ომის საფრთხეს, რომლის ზღვარზეც მსოფლიო 2021 წლის 16 ივლისამდე იმყოფებოდა, სერიოზულად ამცირებს;

4.ამ შეხვედრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ბაიდენი დაარწმუნა, რომ არის გეოპოლიტიკური თემები, სადაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, რქებით საკითხის გატანა აღარ გამოდის. მაგალითად, უკრაინის საკითხი. პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ შეხვედრისას უკრაინის საკითხს შეეხნენ: “Что касается Украины, то – да, эта тема затрагивалась. Не могу сказать, что уж очень подробно. Но, насколько я понял Президента Байдена, он согласен с тем, что в основе урегулирования на юго-востоке Украины должны лежать Минские соглашения. По поводу возможного вступления Украины в НАТО – эта тема затрагивалась мазком. Здесь, пожалуй, нечего обсуждать!”.

არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი იქნება თქვენთვის ჩემი ეს პოზიცია, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინასაც ისევე დათმობს, როგორც “ჩრდილოეთის ნაკადი 2” დათმო, ვინაიდან ამ საკითხთა გამო რუსეთთან ომის დასაწყებად მზად არ არის, სხვაგვარად კი უკრაინა ნატოს წევრი და დასავლეთის სამხედრო შემადგენელი ვერ გახდება. ეს ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და პრობლემა ამოწურულია. აშშ-ის პრეზიდენტი, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, ამგვარ გადაწყვეტილებას იმ საფინანსო დაჯგუფების გვერდის ავლით ვერ მიიღებს, რომელიც კულისებიდან მართავს ამერიკას. ამ დაჯგუფებისთვის ბრძოლა მსოფლიოზე გასაბატონებლად ისწმიდათაწმიდაა”, რომელსაც მათი კაპიტალი გაძლიერებაგამრავლების გზით მიჰყავს. ისინი უმალ პრეზიდენტ ბაიდენს შეელევიან, ვიდრე რუსეთთან კონფრონტაციის გზას, ამიტომ ბრძოლა უკრაინისთვის, რომელიც სერიოზული შემადგენელია აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე რუსეთის პრეზიდენტის მიერ მტკიცედ გამოხატულმა პოზიციამ თავისი კვალი დატოვა: “Здесь, пожалуй, нечего обсуждать!” პრეზიდენტი ბაიდენი არ ჩანს ის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ ჩასწვდება;

4.უკრაინის თემის გაგრძელებაა საქართველოს საკითხი, ვინაიდან ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ნატოს შემადგენლობაში შეყვანა რუსეთის ირგვლივ გეოპოლიტიკური სურათის მისთვის საზიანოდ შეცვლისა და ნატოს ალყაში აღმოჩენისკენ მიმართულ სამხედროპოლიტიკურ ღონისძიებათა ერთი კომპლექსია. ამიტომ, ერთი შეხედვით, სრულიად ბუნებრივი იქნებოდა უკრაინასთან ერთად საქართველოს შესახებაც გამართულიყო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ირკვევა, საქართველო ამ შეხვედრაზე არავის გახსენებია. ჩემთვის მოვლენათა ასეთი განვითარებაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საქართველო იმ ტენდენციების ფონზე, რომელთა შესახებაც ახლა ვმსჯელობთ, გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სწრაფი ტემპით კარგავს. მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ რუსეთის სამხედროები ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში არიან _ აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, საქართველოშიც. მართალია, საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რის გამოც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა არალეგიტიმურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიაში ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კონფიგურაცია რადიკალურად შეცვალა. ასე რომ, რუსეთს საქართველოზე ამერიკელებთან სალაპარაკო და შესათანხმებელი არც არაფერი ჰქონდა, ამიტომ ამ საკითხზე საუბარს, ცხადია, არ დაიწყებდა. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, თუკი საქართველო რამედ უღირდა, ეს საკითხი სწორედ მას უნდა წამოეწია, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაზე პუტინისგან მიღებული მტკიცე პასუხის შემდეგ (“Здесь, пожалуй, нечего обсуждать) საქართველოზე საუბარი აზრდადაკარგულად ჩათვალა. ე.ი., დადგა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის, წესით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, საქართველომ პოლიტიკური ფუნქციაც და, შესაბამისად, პოლიტიკური ღირებულებაც ერთდროულად დაკარგა. ნატოს მოტრფიალე ქართველებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ რუსეთის მტერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე მათ ოცნებას წერტილი დაესვა. ოცდაათწლიანი წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგი ის აღმოჩნდა, რომ საქართველოს აღარ ადევს ის მაღალი საერთაშორისო ფასი, როგორც ჩვენთან ბევრს წარმოუდგენია. პირიქით, გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში საქართველო იმ ხურდას დაემსგავსა, რომლის შესახებაც, რუსულ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ზოგჯერ ასე ამბობენ _ Сдачи не надо!

ვალერი კვარაცხელია

P.S. საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღარ არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირთან დასავლეთის ომი არ დასრულებულა. საბჭოთა კავშირთან დასავლეთის ომის შედეგია დანგრეული, გაჩანაგებული და ნეოფაშისტების ხელში ჩავარდნილი უკრაინა, რომელიც არამხოლოდ ეკონომიკურად და სულიერად ინგრევა, არამედ ირღვევა მისი სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული ქსოვილი; ინგრევა მისი ფიზიკური არსებობის საფუძვლები. ანალოგიურ ვითარებაშია საზღვრებმორღვეული საქართველოც, რომელსაც პირდაფჩენილნი შემოსჩერებიან მეზობელი სახელმწიფოები და შესაფერ დროს ელოდებიან, რომ დაშლის გზაზე შემდგარი ქვეყანისგანწილიმიიღონ, “თავიანთი ლუკმამოჰგლიჯონ.

22 ივნისი, მართალია, ტრაგიკული, მაგრამ მაინც ისტორიული დღეა, რომელმაც უკვე მეოთხმოცედ შეგვახსენა თავი, მეოთხმოცედ შეგვიხსნა ჭრილობა, რომელიც ისე ღრმაა, რომ დღემდე ვერ შეხორცებულა, დღემდე ვერ მოშუშებულა და კიდევ დიდხანს ვერ მორჩება, ვინაიდან იგივე მტერი დღემდე მოიწევს ჩვენკენ, რათა ის ბოროტი საქმე, რომელიც მაშინ ვერ მიიყვანა ბოლომდე, ამჯერად მაინც დაასრულოს და ყოფილი საბჭოეთი ფეხქვეშ გაიფინოს იმისთვის, რომ მთელ ამ თვალუწვდენელ სივრცეში ბოროტების მეუფება შეჰქმნას, რაც ოთხ მონსტრს დაეფუძნება _ ძალმომრეობას, სიცრუეს, უსამართლობასა და გარყვნილებას.

იმხანად იმ ვერაგი მტრის შემჩერებელი ერთადერთი სახელმწიფო არსებობდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ახლაც ამ კიდევ უფრო ვერაგი მტრის შემჩერებელი ერთადერთი სახელმწიფო არსებობს, რომელსაც რუსეთი ჰქვია, მაგრამ რუსეთი ამ დიადი მისიის აღსრულებაში მარტო არ უნდა დარჩეს. აგრესიულ კოლექტიურ დასავლეთს თავისუფლებისა და ჰუმანიზმის, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალებით შეკავშირებული კოლექტიური ძალა უნდა აღუდგეს წინ. 22 ივნისის ტრაგიკული დღე მთელ ყოფილ საბჭოეთს ოთხმოცი წლის შემდეგაც ერთი ჭეშმარიტებით ასულდგმულებს და აერთიანებს, რომელიც ახლაც ისევე ჟღერს, როგორც მაშინ: “Наше дело правое! Враг будет разбит! Победа будет за нами!”

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here