მთავარი საზოგადოება ჩვენი ყოფა ჰგავს მარიონეტების თეატრის წარმოდგენას, სადაც ამერიკის ელჩის თითზე გამობმულ თოჯინას...

ჩვენი ყოფა ჰგავს მარიონეტების თეატრის წარმოდგენას, სადაც ამერიკის ელჩის თითზე გამობმულ თოჯინას დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია

1129
გააზიარეთ
მარიონეტები

დღევანდელობა ხვალ ისტორიად იქცევა და მომავალი თაობები ისეთი გულისტკივილით წაიკითხავენ საქართველოს ამჟამინდელი ყოფის შესახებ, როგორც ჩვენ გვზარავს ეგოიზმით, შურით, მომხვეჭელობით, კარიერიზმით, ღალატით დაავადებული უგუნურების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობების გახსენება.

წარსულში ჩადენილი მუხთლობის ექო ისტორიის გახუნებულ ფურცლებში არ ჩერდება, ცოფიანი ძაღლის ყმუილით გვიტევს და გვაშფოთებს საქართველოს მოსპობისა და ქართველთა გადაგვარება-გადაჯიშების პერსპექტივით.

როცა კაცს საკუთარი ხალხის ერთგულება და სიყვარული არ აქვს, მომხვეჭელის თვალით უყურებს ყველაფერს. ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ადამიანს. გაუმაძღრობაშეყრილს, უწინარესად, ადამიანური სპეტაკი გრძნობები უქრება. იფიქრებდა კი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით გულანთებული ქართველობა, რომ, ლაღი და ბედნიერი ცხოვრების ნაცვლად, გოლგოთისკენ მიემართებოდა, სადაც გაუსაძლისი გაჭირვების, დამცირების, ზნეობრივი დაკნინების, გადაგვარებაგადაჯიშებისა და მოსპობის ურჩხულის ყბა ელოდებოდა?

დუღდა ეროვნული მოძრაობა, რომელშიც თბილი ადგილის მაძიებელი, ყოველგვარი მუხთლობის მკადრებელი, დემაგოგი, ყბედი და დილეტანტი ავანტიურისტი მიძვრებოდა და მრავალი ანტიეროვნული პარტია იჩეკებოდა. სწორედ ეს ნაგავია, ქართული პოლიტიკური სამზარეულოს ყველა კერძში ჭარბად მოხვედრით რომ წამლავს ყველაფერს. ინფორმაციის, აგიტაციაპროპაგანდის საშუალებებზე ბატონობის პირობებში დემაგოგიური ყბედობით ცდილობენ ალგეთის ლეკვებად შობილი, ამაყი ქართველების ცხვრის ფარად გადაქცევას, “სტრატეგიულ პარტნიორადწოდებულ ურჩხულს როცა მოესურვება, მაშინ რომ გარეკავს სასაკლაოზე.

ქართველ ერს სისხლითა და ცრემლით მორწყულ გზაზე, ყველაზე უმძიმესი განსაცდელის ჟამს, განგებამ მხსნელად დავით აღმაშენებელი მოუვლინა. სწორედ მან შემოიფერთხა მტაცებელთა ხროვა და საქართველო არნახულად გააძლიერა; დღეს კი უდიერად ექცევიან მის ხსოვნას _ თბილისის ცენტრიდან გაძევებულ დავითის ძეგლს, ალბათ, დიღომშიც აღარ გააჩერებენ. თუმცა, დიდგორის ომში გამარჯვების დღის საზეიმოდ აღნიშვნა კი არა, თურქების საამებლად ილღაზს ძეგლი რომ დაუდგან დიდგორში, გასაკვირი არ იქნება.

შეშფოთდნენ, _ თურქეთში პრემიერის მიღებისას საქართველოს დროშა როგორ არ გამოფინესო. სად აქვს საქართველოს დროშა?! ტამპლიერების ხუთჯვრიანი დროშა, ჯვაროსნული ლაშქრობების სიმბოლო, ქართული დროშაა?! ცენტრში დიდი და ოთხივე მხარეს ჯვრები რას ნიშნავს? ნაციონალებმა შეიძლება არც იციან, დროშაზე ამდენი ჯვარი რას ნიშნავს, თუ იციან, აფერუმ მათ მუხთლობას, ამ დროშას მუსლიმურ სამყაროს გამომწვევად რომ უფრიალებენ, როგორც ხარს _ წითელ ნაჭერს. ამჟამინდელი ხელისუფლებაც იწონებს თავს ევროკავშირისა და ჯვაროსნების დროშების ფრიალით.

ფარეხში შიმშილით აბღავლებულ ცხვარს ტომარაში აჩხავლებულ კატას რომ დაუკიდებს მეცხვარე, ასე გაოცებული შეჰყურებენ ამ ევროატლანტიკური გადაგვარების სიმბოლიკას. ის კი ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი ცხვარი არ არის და იმ ტომარაში მათ მოუწევთ აჩხავლება, ვინც ხალხს კი არა, უცხოეთის ინტერესებს ემსახურება ასე ვერაგულად.

გაზულუქებულთა ასეთი საქციელი რატომ უნდა გაგვიკვირდეს, როცა მინისტრის სავარძელში ჩასკუპებულმა ქალბატონმა განაცხადა, ჩემს შვილს სამშობლოს სიყვარულს არ ვასწავლი, თვითონ აირჩიოს თავის საკეთილდღეოდ საცხოვრებელი ქვეყანაო.

ამერიკის ელჩის პარპაში აღარ ჰყოფნით და საქართველოს დაბინძურებას ითხოვენ ამერიკული სამხედრო ბაზებით. თბილისის ახლოს ბიოლოგიური ლაბორატორია ააშენეს და, თუ იქიდან საშინელმა უბედურებამ გამოჟონა, ამერიკას არაფერი დაუშავდება, მის საცეცებში მოფართხალე საქართველოს კი კატასტროფა არ აცდება.

ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ევროატლანტიკურსამოთხეზექადაგებაა დაშვებული, საწინააღმდეგო აზრის გამოსათქმელად ყველა საინფორმაციო საშუალება დახურულია. თუ რამე ისეთი ითქვა, რაც ქართველთა დაკნინების ევროპულ რეკომენდაციებში არ ჯდება, რუსულ პროპაგანდად ითვლება, რომლის კანონით აკრძალვას ასე გაავებით ითხოვს დასავლური დემოკრატიის სიყალბენაყლაპი ევროატლანტიკური ჭიაღუა. ვინც რამის თქმას გაბედავს, ისე ესხმიან თავს, როგორც ინდაურები თამამად აყივლებულ მამალს.

თურმე რუსული პროპაგანდა ყოფილა ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის, პენსიონერთა შიმშილით ამოწყვეტის, საბიუჯეტო თანხების მითვისების, უცხოელი გადაკრუხებული მომღერლებისთვის მილიონების ჩუქების, ქართველი მწერლების აბუჩად აგდების, სქესობრივი გაუკუღმართების, პედერასტების აღვირახსნილი პარპაშისა და სამარცხვინო აღლუმის მოწყობის წინააღმდეგ ხმის ამოღება და მართლმადიდებლური რწმენის შესალახავად აყიყინებულთა წინააღმდეგ გაბრძოლება. ან იქნებ ამერიკელებთან სტრატეგიულ პარტნიორობის ბოდვაზე მწარე გაღიმებაა რუსული პროპაგანდა? ან დავით აღმაშენებლის ძეგლის ღირსეულ ადგილზე დაბრუნება და სამამულო ომში დაღუპული ბიჭების ობელისკების ვანდალურად დამაქცევართა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა? ან კიდევ _ მეცნიერების, კულტურის, სახალხო მეურნეობის განვითარება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენით? მხოლოდ გარყვნილების პროპაგანდაა დასაშვები? რუსეთის სიძულვილმა და მისი სიმდიდრეების დატაცების სურვილმა ნაპოლეონსა და ჰიტლერს რაც დამართა, მსოფლიომ იცის. ახლა ევროპელ ლიბერასტებს შეჰყრიათ ყალბი ძლიერების ბაცილა და, დემოკრატიის დაცვის საბაბით, ბოროტად როკავენ რუსეთის საზღვრებთან. ის კი თანდათან მხრებში იმართება და ევროამერიკულ გარყვნილებას ქვეყანაში ცხვირს არ აყოფინებს.

რამდენიც უნდა მოიხვეჭონ, უზნეობა და გარყვნილება აბარტყონ, მილიარდერთა ბოროტი ხრიკები ისე ვერ შეაჩერებს კაცობრიობის სწრაფვას სოციალური კეთილდღეობისკენ, როგორც ბატონყმობის გადავარდნა ვერ შეაჩერა ლუარსაბ თათქარიძის მსგავსთა ლაქლაქმა ბატონყმობის მუდმივად არსებობაზე.

წლები გადის. ნაციონალების ავანტიურის ნაყოფი _ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა _ ღრუბელივით იბერება და ისედაც სულშეხუთულ საქართველოს ჩიყვივით ახრჩობს. უცხოტომელებით ივსება ქართველთა ნაფერები კარმიდამო. ერისა და ბერის უპირველესი საზრუნავი, ქართველთა თავიანთ კერაზე დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ძილის წინ ბებოს მიერ მოყოლილ ზღაპარს დაამსგავსეს.

ღირსეულ მამულიშვილთა გულისტკივილად ქცეულა მამა-პაპის კერიდან ძალადობით აყრილი ლტოლვილების მოთქმა, რაც უცხოეთის ლაქია ქართველების დამსახურებაა. რამდენს წაართვეს ნალოლიავები ცხოვრება, რამდენი ოჯახი მოსპეს, რამდენი ქართველი აქციეს უცხოეთში ცრემლითა და გოდებით ლუკმაპურის მომპოვებლად, ქართული მიწის გაყიდვაზე კი სამარცხვინო გაწევგამოწევაა გამართული.

განა ის, ვინც ქართულ მიწას ყიდის და საქართველოს მოქალაქეობას ურიგებს მათ, ვინც დედაბუდიანად სამუდამოდ მკვიდრდება საქართველოში, სამშობლოს მოღალატე არ არის?! შაჰაბასიც ცდილობდა საქართველოდან ქართველთა გასახლებასა და უცხოტომელების ჩამოთესლებას. ეს პროცესი საშინელი სისხლისღვრით მიმდინარეობდა _ ქართველობა თავდადებით ებრძოდა ბოროტებას და დიდი მსხვერპლის ფასად ასუფთავებდა თავის მიწას შემოჭრილი უწმინდურებისგან.

დღეს მუხთლობა, თვალთმაქცობა, სიცრუე, გარყვნილება და ათასი სიბინძურე სამშობლოს ზრუნვაზე დემაგოგიური ყბედობით ინიღბება. უსმენ მიწის გაყიდვის აუცილებლობას როგორი ლაქლაქით ასაბუთებენ და უცხოეთის ლაქია, ნამუსგარეცხილი მოღალატე წარმოგიდგება თვალწინ. დღეს საქართველოს წინააღმდეგ შაჰაბასის ძალადობრივი აგრესია საჭირო აღარ არის, ამას ერისკაცისნიღბიანი, ლიბერასტი, ევროატლანტიკური რეკომენდაციების გოშიას ერთგულებით შემსრულებელი ქართველთმოძულე კარიერისტები აკეთებენ. ჩვენი ყოფა ჰგავს მარიონეტების თეატრის წარმოდგენას, სადაც ამერიკის ელჩის თითზე გამობმული თოჯინას დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია. დაკნინებულ-დაბეჩავებულები კუდს ვუქიცინებთ ევროპარლამენტს, სტრასბურგის სასამართლოს ხომ შიშით შევყურებთ. ნატოს ვეღრიჭებით, რომ წევრად მიგვიღოს, ვენეციის კომისიის ნებართვის გარეშე ძროხა საბალახოდ ვერ გაგვყავს, კოღოსავით მომრავლებული არასამთავროების შიშით ხარაბუზას ვერ მოაშორებ მისი კბენით შეწუხებულ სახედარს.

სასაცილოა, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება ამაყად ამბობს, საქართველო ნატოსკენ მიისწრაფისო. ქართველ ხალხს თუ ჰკითხეს, საით მიისწრაფვის?! ოდესმე დაინტერესებულან, რას ფიქრობს ამ საკითხზე ქართველობა?

საქართველოს ხელისუფლებად წოდებული თავკაცების რუსეთის გამაღიზიანებელ ყოველ განცხადებაზე ცხინვალიდან მავთულხლართები მოცოცავს. მერე რა, ევროატლანტიკური “თანამეგობრობა” ხომ საქართველოს ერთიანობას აღიარებს. თუმცა, უნდა იჩქარონ, სანამ საქართველო სულ არ შემოუღობიათ, მისი მიწების გაყიდვა და უცხოელებით დასახლება მოასწრონ.

ისე, ქართველები ყველაფერში ორიგინალურები ვართ: გვყავს ვეტოქექია პრეზიდენტი, არაფერი რომ არ ეკითხება, არც არაფერს აკეთებს და თავის მუშაობაზე ანგარიშს პარლამენტს აბარებს; გვყავს მთავრობა და მილიონერებით გაძეძგილი პარლამენტი; გვყავს სახალხო დამცველად წოდებული, რომელიც მხოლოდ ეროვნულ თუ სექსუალურ უმცირესობებს იცავს. გაღმა ზის ქვეყნის ხელისუფლების პატრონი _ ამერიკის ელჩი, გამოღმა კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს დაათრევს. სცენაზე მხოლოდ მარიონეტი ხელისუფლებაა, რომლის წევრებსაც ევროატლანტიკური გემოვნებით არჩევენ, რაც მათ ქართველთა სასიცოცხლო ინტერესებთან შენიღბული შერკინებით დაიმსახურეს. საქართველოს დასავლელ “მეგობრებს” მხოლოდ ერთმა გაუცრუათ იმედი _ აწ უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჯერ ამერიკელთა გამოზრდილი მოხსნა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, შემდეგ კი საჯაროდ განაცხადა, ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობააო; ამით ყველა ევროამერიკული სიბინძურის დაკანონება გამორიცხა ამერიკელთა მიერ მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნის პირობებში.

პრემიერმინისტრის მუშაობა წარმატებულად რომ შეფასდა, გაბრაზდა მარიონეტთა თეატრის მთავარი რეჟისორი და ღარიბაშვილს გადადგომაზე განცხადება დააწერინეს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ქოთანზე ამერიკელი მექოთნის მიერ ყურის წაღმა-უკუღმა შებმის შესაძლებლობა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა წარსულის ყველაზე მძიმე განსაცდელს გაახუნებს. დროის ბორბალი ქართველთა სასიკეთოდ არ ბრუნავს. არავინ იცის, მეორედ მოგვივლენს თუ არა განგება დავით აღმაშენებლის მსგავს მხსნელს. ხელები გაატოკე და გეშველებაო, _ ბრძანა უფალმა. ქართველ ხალხს კი უფლის ამ რჩევის ერთგულება ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც უნდა ჰქონდეს.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here