მთავარი პოლიტიკა ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და საქართველოს “რიშის მთავრობა

ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და საქართველოს “რიშის მთავრობა

1867
გააზიარეთ
ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და საქართველოს “რიშის მთავრობა

15 მაისის შემდეგ უკვე საბოლოოდ და დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება დაპირისპირებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისგაერთიანებული გუნდისა ქართველ საზოგადოებასთან. საქართველოს ფორმალური პრეზიდენტის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებამ საბოლოოდ დაამტკიცა და განამტკიცა ეს აზრი. მით უფრო, რომ თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, ეს თქვა: არ მინდა ამ ადამიანების შეწყალება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და ვიწყალებო.

ვერ გეტყვით, მსოფლიოს რომელიმე მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში მომხდარა მსგავსი რამ თუ არა… ველურებისა და გამოქვაბულის დონეზე დარჩენილ აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში, ალბათ, მომხდარა, რადგან მათაც, ისევე, როგორც ჩვენ, თავის ჭკუაზე ატრიალებს ამერიკის შეერთებული შტატები. ერთ-ერთი პოლიტიკოსის ხუმრობაა: ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც არასოდეს მოხდებაფერადი რევოლუცია”, ამერიკის შეერთებული შტატებია, რადგან იქ არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო”.

რაც უნდა მწარე და სამარცხვინო რეალობა იყოს, ფაქტია: ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები და საელჩო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაგვემუქრა ჩვენს ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციის მოწყობით, თუკი მათ ნებასურვილს არ შევასრულებდით.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის და ჩემნაირად მოაზროვნე, თანაც ჩემი წლოვანების ადამიანებისთვის ეს მოულოდნელობაც არ ყოფილა. ეს ამერიკას არც პირველად გაუკეთებია და არც უკანასკნელად, ხოლო, როდესაც საქართველოს ხელისუფალთ ოდნავ მაინც დაუპირებიათ, არ დამორჩილებოდნენ მათ, ყოველთვის მიუღიათ რევოლუცია, მეტნაკლებად სისხლიანი, მაგრამ მაინც რევოლუცია თავისი თანმდევი სასტიკი მოვლენებით. დღეს შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ: .. ვარდების ძალისმიერი გადატრიალებაც და ზვიად გამსახურდიასდროინდელი სამოქალაქო ომიც სწორედ ამერიკული სცენარები იყო, ოღონდ რუსეთთან შეთანხმებულშეჯერებული.

დღეს კი ბიძინა ივანიშვილს მკაფიოდ აგრძნობინეს, რომ, თუკი ამერიკულ ნება-სურვილს ზედმიწევნით არ გაითვალისწინებს, ის “უდიდესი ქართველი ქველმოქმედიდან” უცებ იქცევა “ხალხის მიერ ჩამოგდებულ სისხლისმსმელ ტირანად” და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამისთვის საქართველოში ყველაფერი მზად აქვს, მათ შორის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც “ტვ პირველის” ფლაგმანობითა და ინგა გრიგოლიას ზღვარგადასული უტიფრობით.

“ტვ პირველი” არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც დღეს საქართველოში არ მუშაობს პოლიტიკური ფულით”, _ ეს ფრაზა ინგა გრიგოლიამ გიორგი გაჩეჩილაძის (“უცნობის”) რადიოგადაცემაში სტუმრობისას თქვა. მტკიცებულებად იმისა, როგორი უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ამას მაყურებლისგან, ისიც გამოდგება, თუ როგორი სისწრაფითა და რა კომენტარებით გავრცელდა ეს ვიდეოამონარიდი სოციალურ ქსელში. ამ ფრაზით ინგა გრიგოლია პირდაპირ შეურაცხყოფს თავის ყველა კოლეგას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ავთო წერეთლისა და მამუკა ხაზარაძის ტელევიზიის დირექტორი ასე უნამუსოდ აცხადებს, _ არაპოლიტიკური ფულით ვმუშაობთო. სხვათა შორის, “უცნობმა” იქვე მიუთითა: “მაგას ვინ დაგიჯერებს”-ო, რაზეც ინგა გრიგოლიას კიდევ უფრო გამაოგნებელი პასუხი მიიღო: “49 წლის ვარ და აღარ მაინტერსებს, ვინ რას დამიჯერებს და რას არ დამიჯერებს!”

ანუ, ჟურნალისტს სულ ფეხებზე ჰკიდია, დაიჯერებს თუ არა ხალხი და მაყურებელი მის ნათქვამს. ინგა გრიგოლიამ ირიბად აღიარა: მთავარია, ფული გადამიხადონ და, რა დონის უნამუსობაც გინდათ, ვიტყვი, სულ არ მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხსო.

მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი მედიასპექტრს ერთი ნაბიჯითაც არ ჩამორჩება უნამუსობასა და უთავმოყვარეობაში. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებას ისეთი აჟიოტაჟი და ფრაზები მოჰყვა ე.წ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან, წესით, თავმოყვარე ადამიანს ძალიან შერცხვებოდა.

* “აი, განახათ თუ არა სენატორმა რიშმა თავისი რეალური ძალა?!”

* “ჰა, ჰა! აბა, თქვენ რა გეგონათ? ამერიკელ სენატორებს და პირადად ჯიმ რიშს რომ ებლატავებოდით?”

* “ესეც ასე! ჩაგიტარათ გაკვეთილი?” “მოგარტყათ ცხვირში?”

და სხვა მსგავსი კომენტარებით აჭრელდა ნაციონალებისა და მათთან ასოცირებული პარტიების ლიდერებისა და ქველიდერების გვერდები სოციალურ ქსელში…

ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილებს” შეგახსენებთ. როგორ გახსოვთ, რა ფაქტორია იქ, ძირითადად, წინ წამოწეული? _ ჩემი აზრით, ის, რომ ქვეყანა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატით” “ძმობასა და მეგობრობასგვეფიცებოდა, რეალურად დამპყრობელი გახდა ჩვენი და რომ რუსები, კონკრეტულად კი, რუსი თავადები და გენერლები ქართველებსდაუხვეწავ”, “ველურ”, “ცივილიზაციასთან უზიარებელხალხად მიიჩნევენ და აქვთ პრეტენზია, რომ ჩვენკულტურაგვასწავლონ, თანამედროვე ცხოვრება შემოიტანონ ჩვენში, ერთი სიტყვით, “გაგვზარდონ”.

აი, ამას აპროტესტებს ილია ჭავჭავაძე და მკაცრად ამათრახებს იმჟამინდელ რუს ჩინოსნებს, იმის გამო, რომ თავი ჩვენზე, ქართველებზე, მაღლა უჭირავთ… აბა, ახლა კარგად დაფიქრდით და მითხარით: ხედავთ რაიმე განსხვავებას მაშინდელ რუს თავად-გენერლებსა და დღევანდელ ამერიკელ სენატორებს შორის? მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ, თუკი მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთს ჰყავდავიშის მთავრობა”, დღეს საქათველოს ჰყავსრიშის მთავრობა”.

“მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომ ისინი დგანან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და ცივილიზაციის სადარაჯოზე და ყოველი გადაცდომისას, მიგვითითებენ (ზოგჯერ მკაცრადაც) ამ შეცდომებზე და მოითხოვენ ჩვენგან შეცდომის გამოსწორებას”, _ მთელი კვირაა, ამ პათოსითაა გაჟღენთილი პროამერიკელ “პოლიტიკოსებად” წოდებულთა ტელეგამოსვლები. მაგალითად, “თავისუფალი დემოკრატი” ლევან სამუშია ინგა გრიგოლიას გადაცემაში სწორედ ასეთ განცხადებებს აკეთებდა და ცოტაღა აკლდა, ეღაღადა: მოდით, დაგვძნეყვეთ, ამერიკელო სენატორებო! დაგვაყენეთ კუთხეში, დაგვსაჯეთ, ტყავის ტრუსები ჩაგვაცვით და მათრახი გადაგვიჭირეთ ჩვენ _ შეუგნებლებს, არადემოკრატებს, ველურებსა და ბნელ ქართველებს!”

გულისამრევია ეს ყოველივე და თანაც, როდესაც ასეთი მონა იმ პათოსით გელაპარაკება, გეგონება, იქით აჩმორებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს.

საოცარი უტიფრობაა აგრეთვე ის, როგორი მონდომებით ცდილობენ, შემოგვტენონ “პოლიტპატიმრის” სტატუსის სრულიად ახალი განსაზღვრება. თინა ხიდაშელი, შალვა შავგულიძე და სხვები მთელი ორი კვირაა “გვიმტკიცებენ”, რომ თურმე პოლიტპატიმარი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იდევნება, რომლის გამოც ბრალდება “შეუკერეს” და დააპატიმრეს. თურმე ნუ იტყვით და, პოლიტპატიმარი ყოფილა ის ადამიანიც, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, ის “არასახარბიელო პოლიტიკური გარემოებების პირობებში დააპატიმრეს და სასამართლომაც იმაზე მეტი მიუსაჯა, ვიდრე ეკუთვნოდა”. ასეთი, პირდაპირ ვთქვათ, სიდებილე, ალბათ, დასაწყისში ნახსენებ გამოქვაბულის დონეზე დარჩენილ აფრიკა-აზიის ქვეყნებშიც კი არ ექნებათ გაგონილი. თანაც ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ეს თურმე ამერიკელი სენატორის ადამ კინზინგერის და მისი გარემოცვის აზრია… ბოდიში, “დაუძინებელო მეგობრებო”, მაგრამ თვითონ რატომ არ ათავისუფლებთ ციხეებიდან იმ დამნაშავეებს, რომლებიც თქვენს ქვეყანაშიარასახარბიელო პოლიტიკური გარემოებების დროსდააპატიმრეთ? ანდა, კინზინგერი რატომ და როგორ, რა მეთოდით მისაზღვრავს, ჩემი ქვეყნის სასამართლომ ამა თუ იმ სისხლის სამართლის დამნაშავესზედმეტიმიუსაჯა თუ პირიქით?

განსაკუთრებით ამაზრზენია მითითება იმაზე, რომ, მართალია, გიგი უგულავამ 48 მილიონი მოიპარა საქართველოს ბიუჯეტიდან, მაგრამ სამაგიეროდ მის გამოსაშვებად ამერიკამ 500 მილიონი გვაჩუქა და ზევიდან კიდევ 27 ათასი ტონა ხორბალი დაგვიმატა უფასოდ.

ამ “გაპრავებას” უფრო “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “აწვებიან” და ვერც კი ხვდებიან, როგორ აფარჩაკებენ ამით საკუთარ თავსაც, სენატორებსაც და ამერიკასაც. ბიუჯეტის ქურდის ციხეში ჯდომა სახელმწიფოსთვის ღირსებისა და პრინციპის საქმე უნდა იყოს თუ სარფიანი ვაჭრობის? ასეთ კითხვას უპრინციპო და უღირსი ადამიანები არც ერთმანეთს და არც საკუთარ თავს, ალბათ, არც არასოდეს უსვამენ. დასკვნა კი ის არის, რითაც დავიწყე ეს სტატია _ ამერიკელი სენატორებისგანდაჩმორებას”, ფაქტობრივად, საპატიოდ მიიჩნევს არა მხოლოდ ნაცების ელიტა, არამედ ქოცებისაც და სწორედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრობლემა.

საბოლოოდ კი საარჩევნო დილემა ასე ყალიბდება _ ვის მივცეთ ხმა? ან სულაც, იქნებ შინ დავრჩეთ და კიდევ უფრო გავნიჰილისტდეთ?

სხვათა შორის, ეს შედეგი სულაც არ არის მოულოდნელი. აბა, როგორ გინდა უკიდურესად არ განიჰილისტდეს საზოგადოება, რომელსაც ეუბნებიან: “უნდა ვიყოთ თავისუფლები, დამოუკიდებლები. ჩვენ ყველგან უნდა ვთქვათ, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო! ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს პრინციპული და შეუვალი, უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, გადავდგათ გაბედული ნაბიჯები… ოღონდ ეს ყველაფერი შეთანხმებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებთან”.

ასეთი ტრაგიკომიკური აზრებით გაიჟღინთა გასულ კვირაში ყველა ქართული ტელევიზიის “თოქ-შოუები” და ნიშანდობლივია, რომ, თუ ადრე მედასავლეთეებიმეტნაკლებად ცდილობდნენ, შეენიღბათ ის, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე, მთავრობას კი არა, კანცელარიის დამლაგებელსაც ვერ შეცვლის, ახლა ამას უკვე ღიად ამბობენ და მეტიც _ ამაყობენ ამით!

უკვე მესმის მათი მომხრეების დემაგოგიური შეძახილი: “აბა, რუსეთის “შნირები” ვიყოთ, ეგ ჯობია?” ვაღიარებ, რომ სწორი და გარკვეული პასუხი არ მაქვს. მე, უბრალოდ, ჟურნალისტი ვარ და ფაქტებს აღვრიცხავ, თუმცა აქვე აღვნიშნავ იმ პროგრესს, რომელიც “მედასავლეთეების” რიტორიკაში უკვე შეინიშნება _ თუ ადრე ამ ყოველივეს გვიხატავდნენ, როგორც არჩევანსმჩაგვრელსადამეგობარსშორის, ახლა უკვე სიმართლესთან ახლოს არიან და არჩევანს ორ მჩაგვრელს შორის გვთავაზობენ.

რომელი მჩაგვრელი სჯობს, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინაიდან “ძალაუფლების წყარო არის ხალხი”, თუმცა მაინც ვიტყვი: ვისაც ახსოვს საბჭოთა ეპოქა, ყველა დამეთანხმება, რომ მაშინ ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას მოსკოვიდან ვერავინ ვერ გვიბედავდადღეს კი მართლაც ისეთ დღეში ვართ, რომ მგონია, მალე ჩვენიდაუძინებელი მეგობრებიპირდაპირ გვიბრძანებენ და დაგვავალდებულებენ, _ დილით რომ გავიღვიძებთ, სანამ ხელპირს დავიბანთ, მანამდე მორიდებულად უნდა ვიკითხოთ ხოლმე: “სენატორო რიში, შეიძლება ვქნა ფიში?”

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. bakur, yoveltvis martal sityvas ambob! ra vknat iim adamianebma visac ar gvinda rom “shnirebi” vikot? ar amovigot xma, gana dro agar movida rom gaertianeba davickot?
    mglis shiishit cxvari vis gauckvetiao

    pativiscemit.kartveli qali….

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here