მთავარი მსოფლიო ჩეხეთში მოიმატა ევროკავშირის წევრობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ

ჩეხეთში მოიმატა ევროკავშირის წევრობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ

1063
გააზიარეთ
ჩეხეთში მოიმატა ევროკავშირის წევრობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ

ჩეხეთში 10 პროცენტით მოიმატა იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გამო. ამას მოწმობს სააგენტო STEMის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ჩეხების მხოლოდ 46%-ია კმაყოფილი მათი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციით. კლება განპირობებულია მოქალაქეების შიშით ეკონომიური ვითარების გამო და ნეგატიური წარმოდგენით გაერთიანებული ევროპის როლზე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამასთანავე, რესპონდენტების მხოლოდ 36%-ს მიაჩნია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკას შეუძლია, გავლენა იქონიოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე და დაიცვას იქ თავისი პოზიცია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი წინააღმდეგია ევროკავშირის უფლებების გაფართოებისა კოვიდ-19-ის მსგავს საგანგებო ვითარებაში.

ამას გარდა, გამოკითხვის მონაცემების თანახმად, მოიმატა ჩეხების გაუცხოებამ ევროკავშირის მიმართ. მოცემულ მომენტში ჩეხების მხოლოდ 69% მიიჩნევს თავს ევროპელად, რაც 6%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.

“შემცირდა ნდობა ისეთი საერთაშორსო ინსტიტუტების მიმართ, როგორიც არის ნატო; დაეცა, აგრეთვე, საშინაო მეურნეობების უსაფრთხოების ინდექსი”, _ განაცხადა STEM-ის ანალიტიკოსმა ნიკოლა ხორჟეიშმა და დასძინა, რომ წარსულში ჩეხების ნდობა ევროკავშირისადმი ყველაზე მეტად შემცირებული იყო 2009-2012 წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა ევროკავშირის წევრობა 2004 წელს მოიპოვა. ამასთანავე, ქვეყანა 1999 წლიდან არის ნატოს წევრი. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩეხების მხარდაჭერა ევროკავშირში ჩეხეთის წევრობის მიმართ თანდათან შემცირდა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here