Home რუბრიკები პოლიტიკა ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ჩინჩვლის უფლებას?

ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ჩინჩვლის უფლებას?

5211
გიორგი მარგველაშვილი

რა სარგებლობა მოაქვს საქართველოს პრეზიდენტს? ანალოგიურ კითხვაზე უკვე ვიცით ცნობილი ქართული კინოფილმის _ “იმერული ესკიზებისპერსონაჟი ბიჭუნას პასუხი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ორიოდე წლის წინათ დაგვიდასტურა თავისი მდიდარი სექსუალური გამოცდილებისა და მისი ამ მხრივ სარგებლიანობის შესახებ.


თუმცა საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამით არ კმაყოფილდება და 90-დღიანი ევროპული “უვიზობის” აღსანიშნავი ერთკვირიანი საზეიმო ღონისძიებების ფონზე ცდილობს, გაარკვიოს ჩინჩვლის გარდა, კიდევ რის უფლება უნდა ჰქონდეს ან არ ჰქონდეს პრეზიდენტს.

უფრო ზუსტად, ჩვენი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, გაარკვიოს, რა უნდა აუკრძალოს, რისი უფლებები უნდა ჩამოართვას პრეზიდენტს, რათა მთავრობა დაზღვეული იყოს იმ დისკომფორტისგან, რომელსაც მათ გიორგი მარგველაშვილი უქმნის.

ბიძინა ივანიშვილსა და მის მლიქვნელ თანამოაზრეებსაც ახასიათებთ რომელიმე კონკრეტული პერსონის გამო ამა თუ იმ სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტისადმი პრეტენზიების წაყენება და გლობალური დასკვნების გაკეთება, კონკრეტული ადამიანის საქციელიდან გამომდინარე.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ახლო გარემოცვამ მხოლოდ იმიტომ დაასკვნეს, საქართველოში ტელესაქმის წარმოება წამგებიანია, ხოლო საკუთარი ტელევიზიის ქონას აზრი არ აქვსო, რომ საკუთარი ტელევიზიები ჩააბარეს ხან უნიჭოს, ხან _ თაღლითს და ხან _ უსაქმურს.

საბოლოოდ, ის კი არ აღიარეს, რომ თვითონ ვერ შეარჩიეს სწორად ტელემენეჯერები, არამედ თავიანთი ტელევიზიების ჩასვრარეიტინგების არასწორ მთვლელებს”, “საქართველოში შექმნილ ზოგად ატმოსფეროსდა ლამისბებიაჩემის წყევლასდააბრალეს.

ამ ყოველივეს გამოსასწორებლად ხან “რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია” შემოიყვანეს ბაზარზე, ხან პირადად ბიძინა ივანიშვილი დასვეს გადაცემის წამყვანად, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა და ახლა “ჯი-დი-ეს”-ის კოლექტივს “პირველ არხსა” და “იმედზე” ანაწილებენ…

იოლი წარმოსადგენია, სულ მალე რა ბედიც ელის ამ ორ ტელეკომპანიას.

თუმცა ტელევიზია ტელევიზიაა და ჯანდაბას მისი ბედიცა და რეიტინგიც, მაგრამ პრეზიდენტი სულაც არ არის ასე უმნიშვნელო ფიგურა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგი საომარ ვითარებში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალიცაა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელიც(!).

ამიტომ, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი და შემაშფოთებელიც კია მავან სახელისუფლო ჩინოსანთა განცხადებები და მსჯელობა იმის თაობაზე, რისი უფლება უნდა შეუზღუდონ ან საერთოდ ჩამოართვან პრეზიდენტს.

პრეზიდენტისთვის სხვადასხვა უფლებამოსილების ჩამორთმევის არგუმენტად ასახელებენ მხოლოდ იმას, რომ გიორგი მარგველაშვილი გავიდა “ქართული ოცნების”, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილის კონტროლიდან და მისთვის მინიჭებული ვეტოს დადების, უშიშროების საბჭოს მოწვევისა თუ კიდევ სხვადასხვა მინიმალურ უფლებას არასწორად იყენებს.

ამ პუბლიკაციაში ნამდვილად არ ვაპირებ იმის გარჩევას, ზნეობრივად თუ იქცევა მარგველაშვილი ან სახელმწიფოებრივად სწორი თუ არის მისი გადაწყვეტილებები. ამის შესახებ ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი თვალსაზრისი, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ჩინოსნებს არ ესმით ელემენტარული რამ: ვეტოს უფლება თუ პრეზიდენტის კიდევ რაიმე სხვა უფლებამოსილება კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილს არ ეხება.

განა შეიძლება რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ იმიტომ შევზღუდოთ, რომ რამდენიმე წლის წინათ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ?

“ქართული ოცნების” გაღიზიანებას, ძირითადად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული და გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგრძელებული “ვეტოების” სერია იწვევს.

მართალია, პარლამენტი სააკაშვილის ვეტოებსაც იოლად ძლევდა და საპარლამენტო უმრავლესობას არც მარგველაშვილის ვეტოების დაძლევა უჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, “ოცნების” დეპუტაციას მაინც ნერვებს უშლის ვეტოს დასაძლევად საჭირო დროის კარგვა თუ რესურსის მობილიზების საჭიროება.

აქედან გამომდინარე, არაერთმა პარლამენტარმა სრული სერიოზულობით იპოვა გამოსავალი _ შევიტანოთ კონსტიტუციაში ცვლილება და პრეზიდენტს ვეტოს დადება ავუკრძალოთო. სხვათა შორის, პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევის უფლების ჩამორთმევაზეც დაიწყეს საუბარი.

ფაქტია, ყოველივე ამის მთავარი მიზანი პირადად გიორგი მარგველაშვილის “განიარაღებაა”.

ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ მარგველაშვილს უკვე საჯაროდ აყვედრიან, _ ბიძინას ხათრით აგირჩიეთო.

საოცარია საზოგადოების ერთი ნაწილის მიდგომა საკითხისადმი: გიორგი მარგველაშვილი სულაც არ არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი. მას ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა, ამიტომ მარგველაშვილს ლეგიტიმაცია არ გააჩნია”. _ აი, ასეთი, პირდაპირ ვთქვათ, სულელური ფრაზებითა და უაზრო მსჯელობებით სავსეა სოციალური ქსელი.

არადა, ამდენი სავალალო გამოცდილების მქონე ქართველმა საზოგადოებამ, მგონი, დროა, შეიგნოს, რას ნიშნავს სიტყვა პასუხისმგებლობა.

და თუ ეს შეგნებული გვაქვს, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ მარგველაშვილის მისამართით ამ ტიპის დაყვედრება არა მისთვის, არამედ ჩვენთვისვეა სამარცხვინო.

თუკი ავირჩიეთ პრეზიდენტი ვიღაცის ხათრით (მე პირადად მისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ ვიზიარებ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას), მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი შეცდომა, ჩვენი მიქარვაა და არა გიორგი მარგველაშვილის.

პრეზიდენტი სწორედაც რომ ლეგიტიმურია, ყველაზე მაღალი ნდობით არის აღჭურვილი და ბევრი ლაპარაკის უფლებაც აქვს, ვისი “ხათრითაც” უნდა იყოს იგი არჩეული(!).

ეს ყოველივე იმთავითვე უნდა სცოდნოდა იმ ბატონპელეს”, რომელიც პატივცემულპლასტელინსაქეთიქით დაატარებდა და ამომრჩეველს ემუქრებოდა, _ თუ ამ კანდიდატს არ მისცემთ ხმას, გაგებუტებით და საერთოდ წავალ საქართველოდანო.

ახლა გიორგი მარგველაშვილს ნამუსზე კი არ უნდა აგდებდეს ვინმე, _ არიქა, ბიძინას ხათრით აგირჩიეთ და როგორ ბედავ, ხმის ამოღებასო, არამედ, თუ პრეზიდენტი რამეს არასწორად აკეთებს და ამდენს “მიქარავს”, მის ამომრჩეველსაც და პროტექტორსაც უნდა შერცხვეთ და გაჩუმდნენ მაინც.

არადა, მარგველაშვილსოცნებისწევრები და მხარდამჭერები ისეთი ტონით შეახსენებენ, ჩვენი ბელადის დასმული ხარ პრეზიდენტად, თორემ ისე შენ ხმას ვინ მოგცემდაო, გეგონება, ძალიან საამაყო საქციელი ჩაიდინეს ან მათ, ან მათმა ბელადმა.

მინდა, ვიკითხო: როგორ ფიქრობთ, რადგან მარგველაშვილი პრეზიდენტადბიძინას ხათრითაირჩიეს, ამიტომ ბიძინას ბრძანებებისა და მითითებების უსიტყვო შემსრულებელი დაქართული ოცნებისმონა უნდა ყოფილიყო?

ამ გათვლით წარადგინა იგი ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად, ამ მიზნით ატარა “შუკა-შუკა”, ამ მიზნით დააშანტაჟა ამომრჩეველი თავისი “გაბუტვით”, თუკი მარგველაშვილს ხმას არ მისცემდნენ? ხოლო “ოცნების” მხარდამჭერებმა ამ იმედით მისცეს ხმა “ბიძოს კანდიდატს”?

თუ ეს ყოველივე ასეა, როგორ გგონიათ, ეს ნორმალურია ან ბიძინას და ან მისი მხარდამჭერების მხრიდან?

ანუ, მათ პრეტენზია არ ექნებოდათ გიორგი მარგველაშვილთან, თუკი ის უსიტყვოდ შეასრულებდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ყველა ნება-სურვილს? ამ შემთხვევაში ის უკვე “კარგი პრეზიდენტი” იქნებოდა?

კიდევ გავიმეორებ: არ ვცდილობ, გავარჩიო, გიორგი მარგველაშვილი სწორად და კარგად იქცევა თუ ცუდად და არასწორად. მთავარი აქ არის ის, რის გამო, რა არგუმენტით, რისთვის “ეჩხუბებიან” მას “ოცნებელები” და მათი მხარდამჭერნი.

თითქმის არსად მომისმენია დასაბუთებული მსჯელობა, რომ გიორგი მარგველაშვილი ცუდი პრეზიდენტია მის მიერ განხორციელებული ამა თუ იმ ქმედების, განცხადების თუ საქციელის გამო. არა, მარგველაშვილი ცუდია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არისუმადურიდა არ უწევს ანგარიშს, რომ იგიბიძინას ხათრითარის არჩეული.

ბოლო პერიოდში ამას დაემატა მასალები და ფაქტები იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ნარკომანებთან და მკვლელებთან ყოფილა დაკავშირებული.

უკაცრავად, მაგრამ ხომ არ აჯობებს, სანამ ვინმე საკუთარ ავტორიტეტს ბოროტად გამოიყენებს და ასეთ უღირს კანდიდატს წამოაყენებს პრეზიდენტის პოსტზე, მანამდე გამოიკვლიოს მისი წარსული, საახლობლო წრე, წაიკითხოს მის მიერ ადრე გამოთქმული აზრები, მოუსმისნოს მის საჯარო გამოსვლებს და ..?

და არ ვიმოქმედოთ ფორმულით “ოღონდაც ჩემი ნება-სურვილი აღასრულოს და მონურად მეპლასტელინოს, მაგის წარსული და მომავალი ვის რაში აინტერსებს”?

ჰოდა, ახლა მაინც ხომ უნდა მივხვდეთ, რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს ასეთმა უპასუხისმგებლო ფორმულებმა და მოქმედებამ?

ახლა მაინც ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის ხალხი, რომელიც ამ ოთხიოდე წლის წინათ უკიჟინებდაბელადსმარგველაშვილზე, _ ეგ კაცი არ არის სწორად შერჩეული, არ არის ღირსეული კანდიდატი და ნუ იზამ მაგასო, მტერი, ჩანერგილი, დაბოღმილი და უმადური კი არა, პირიქით _ მოყვარე და ახლობელი ყოფილა?!

ვერა, ვერ მიხვდება, ალბათ, ამას ვერც “პელე” და ვერც მისი მლიქვნელთა ბანდა…

ამიტომაც, როგორც ჩანს, გაგრძელდება კონსტიტუციის საჯარო გაუპატიურებაც და პირადული მიზეზით საქართველოს მომავალ პრეზიდენტს შეიძლება მოფსმაც აუკრძალონ, რადგან იმის წინა პრეზიდენტს “პრასტატა” სჭირდა და მკურნალობდა…

კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილის გამო კი, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს, ალბათ, ჩინჩვლის უფლებაც ჩამოერთმევა.

ყველაზე “ჭკვიანური” გამოსავალია, რომ ჯერ ავირჩიოთ პრეზიდენტი, ვუყუროთ ასე ერთ-ორ წელიწადს და, თუ “დაგვევასა”, მივცეთ ვეტოს დადების უფლება, მერე თუ აღარ “დაგვევასა” _ წავართვათ…

მივცეთ-წავართვათ… მივცეთ-წავართვათ…

ევროსივრცეში 90 დღით “გულაობის” უფლება უკვე მოვიპოვეთ და აწი სხვა საქმე გვაქვს, რო?!

ბაკურ სვანიძე

12 COMMENTS

  1. ბატონო ბაკურ ვშიშრობ რომ სიბრმავეზეა აგებული თქვვენი აზროვნება და ეს სტატია. თქვენ არსობრივად ვერ აცნობიერებთ რომ მარგვლაშვილი დამორჩილება-დაუმორჩილებაზე კი არ დგას მთავრი საკითხი არამედ მის როგორ ქვეყნის პრეზიდენტის ზნეობაზე და ის, რომ მან საკუთარი თამაში წამოიწყო, რომ ივანიშვილს არ დამორჩილებოდა, განა ამით მონობიდან თავი დაახწია??? თუ სწორად, უფრო მეტად გამოავლინა პიროვნული მონობა რომ გველური ხოხვით ამძვრალიყო პრეზიდენტის სავარძელზე??? რისთვისაც მონორი მორჩილება წინდაწინ დაგეგმა რომ შემდეგ ამძვრალიყო იმ სიმაღლაზე რომელიც სიზმარშიც ვერ დაესიზმრებოდა და მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა ყველაზე მაღლა…))) და, უბედურება სწორედ ის არის რომ როგრც ჩანს არც თქვენ გაგაჩინათ სირცხვილის განცდა რომ ერს მონური ხოხვით დასმული პრეზიდენტი ყავს რომელმაც საკუთარი მონური თვისებების პარალელურად ყველასთვის დასანახად და ასე უსირცხვილოდ გველური ბუნება გამოავლინა და თქვენ ამას უწოდებთ მარგველაშვილის დაუმორჩილებლობას ბიძინას მიმართ??? დაუმორჩილებლობა და მონობაზე უარის თქმა სწორედ ის იქნებოდა რომ არჩევნების დროს ივანიშვილის და ოცნების კანდიდატურობაზე უარი ეთქვა და დამოუკიდებლად წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის…!!! მაგრამ მან იცოდა რომ იმ დროს სწორედ მონობა იყო ერთადერთი წინაპირობა საპრეზიდენტო სავარძლისთვის და, არჩევის შედეგ, როდესაც მან ტონით და საკუთარი პრინციპებით დაუპირირისდა ივანიშვილის და ოცნებას, ამ დაუმორჩილებლობით ის მონობისგან კი არ განთავისუფლდა…(რადაგან სწორედ ივანიშვილთან მონური მორჩილების ხარჯზე მიახწია პრეზიდენტობას და ამიტომაც მისი მონობა და მის პრეზიდენტობის არჩევა განუყრელია ერთმანეთისგან)… არამედ მონად დარჩა პრეზიდენტის სავარძლის გამო, ოღონდ მსგავსი დაუმორჩილებლობით მან თავის მონურ სულისკვეთებას უბრალოდ გველობაც დაუმატა რითაც სააშკაროად გამოავლინა თავის “მე” რაც მისი გეგმის მეორე ნახევარს შეადგენდა რომ გამხდარიყო გველაძუა პრეზიდენტი…)))და თქვენ ბატონო ბაკურ ასეთ მონურ-გველაძუობას უწოდებთ ვაშკაცობას და დაუმრჩილებლობას??? როდესაც თავის მონური ნაბიჯის გამყრება (რაც უკავშირდებოდა მის გაპერეზიდენტებას მუქთაზე) მას მხოლოდ გველური სვლით შეეძლო გაემყარებინა რომელიც უკავშირდებოდა მის ვითმოდაც საკუთარ მოსაზრებებს გამოველნას რომლებსაც არ ყავდა გამზიარებელი ეროვნულ დონეზე არასდორს და, სასერთოდ ვინ იყო მარგვალშვილი ქვეყნისთვის პრეზიდენტობამდე??? ან ვინ არის ის დღეს და, რა არის ისეთი, რასაც აკეთებს ის თავის მილიონიან სასახლეში, რასაც ვერ გააკთებს ნებისმიერი სხვა??? მე არ ვსაუბრობ აქ არც ივანიშვილზე და არც ოცნებაზე ეს სულ სხვა თემაა – არამედ მარგველაშვილზე რომელმაც თავისი მონური მზაკვრობით მთელი ერი მოატუა და გაამასხარავა არჩევნების დროს… (რამეს რომ წარომადეგენდეს იფიქრებდა კიდევ კაცი სხვა გზა არ ქონდა და ქვეყნის ინტერესების გამო წავიდა ასეთ უთავმოყვარეობაზეაო…) და როცა მრავალი დაყრუებული საუბრობს პრეზიდენტის ინსტიტუს უპატივცემულობაზე თვალითაც ხომ იბრმავებენ გონებას??? განა პრეზიდენტის ინსტიტუტი თვითონ მარგვალშვილმა არ შურაცხო?? მონური უთავმოყვარეობა და გველური აფიორა თავად არ დაფუძნა მიზნის მისახწევად, რომ ოღონდ პრეზიდენტი გამხდარიყო და საკუთარ ცხოვრებით დამტკბარიყო??? და ასეთ პრეზიდნეტს და ასეთ პრეზიდენტის ინსტიტუს იცავთ??? მაშინ ვინ და რანი გამოდიხართ თავად??? თანაც რამდენად ნახალია, მთელი ერის წინაშე სცენა გაითამშა რადგან ერის მთლიან ნაწილს დებილებად მიიჩნევს, ეს მაშინ როცა ვერ ხვდება ეგ უბედური, რომ თავად უნივერსალური დონის რეგვენია, რაც გულისხმობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც…))) და ნუთუ ბატონო ბაკურ ვერ ხდვებით ამდენს რომ დებილების მოხსენებით თქვენც მის სიაში ხართ გააზრებული და ამიტომაც ცდილობთ მის პრეზიდენტობის დაცვას??? საქართველოში ზნეობას რომ ქონდეს დიდი ფასი (რის გარეშეც არაფერი გვეშველება ვისაც არ უნდა შეურთეთდეთ და ვისაც არ უნდა გავეყაროთ) არათუ იმ რეზიდენციიდან არამედ მის პრეზიდენტობის გადადგომას აქამდე წყალი არ გაუვიდოდა!!! და თუ მარგვლაშვილის დღესაც გასდის მის პრეზიდენტობა რომელიც მონურ და გველურ პრინციპებზეა არჩეული და წარმოჩენილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით შინგან მონობისგან და ამიტომაც ვიტანთ მსგავს და მსგავსებს და, მხოლოდ სიტყვიერი კითხვა პასუხით შემოვიფარგლებით!!! ისე რომ თუ იმის უნარი არ გაგავაჩნია რომ ურჩხული საკუთარი ხელებით გავგმიროთ, ის მაინც უნდა შევძლოთ რომ მაიმუნს თავი არ გავამაიმუნებინოთ, რომ მაიმუნებად არ დავრჩეთ ერთმანეთთან მიმართებაში!!!

  2. მიმაჩნია პრეზიდენტი ავირჩიეთ ჩვენ ქართველმა ხალხმა და პატივი უნდა ვცეთ , გვინდა ჩვენი პრეზიდენტი იყოს ძლიერი,სამართლიანი თავის პოსტზე.

  3. ფილოსოფოსი კი არა მძიმე შტერი ხარ შე საწყალო 🙂 რაც წაგიკითხავს იქიდან აზრი სწორად ვერ გამოგიტანია და არახუნებ მართლა სიდებილეებს შე მართლა რეგვენო 🙂 ამხელა სიშტერეზე ვინ არ უნდა გიპასუხოს არ ვიცი, მაგრამ ჯერ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე. მთელი ეს შენი ამხელა სიდბეილე კიდევ ერთხელ ადასტურებს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საზოგადოების ნაწილი მძიმე დებილია შენნაირების თამადობით 🙂 ისევ და ისევ იმ სიდებილეს აწვები, რომ რადგან მარგველაშვილია ცუდი ტიპი, ამიტომ უნდა შევზღდუოთ თრმე მტლიანად პრეზიდენტიოს ინსტიტუტი. მაგდენი ტვინი როცა გექნება, რომ გაარჩიო “მარგველაშვილი” და “პრეზიდენტი” სხვდასახვა რამეა, მერე წერე ამხელა არზები შე მართლა ტვინით რეგვენო 🙂 “წაკითხულის შინაარსს” ბავშვებს მეექვსე კლასში აწერინებდნენ ხოლმე და სულ მიკვირდა – რა საჭროა, მეთქი? ადანიანმა წაკითხულიდან შინაარსი როგორ ვერ უნდა გამოიტანოს თქო? 🙂 მ,აგრამ საჭირო ყოფილა შენნაირი რეგვნებისთვის. თუმცა მაინც ნაკლები შედეგის მომტანი 🙂 ერთ ეგაა, რაც უფრო რეგვენია ადამიანი, მით უფრო “ფილოსოფოსი” ჰგონია თავი და მით უფრო გრძელ კომენტარებს არახუნებს 🙂 ძალიან დიდი დებილი ხარ, გილოცავ 🙂

  4. ფილოსოფოსი კი არა მძიმე შტერი ხარ შე საწყალო 🙂 რაც წაგიკითხავს იქიდან აზრი სწორად ვერ გამოგიტანია და არახუნებ მართლა სიდებილეებს შე მართლა რეგვენო 🙂 ამხელა სიშტერეზე ვინ არ უნდა გიპასუხოს არ ვიცი, მაგრამ ჯერ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე. მთელი ეს შენი ამხელა სიდბეილე კიდევ ერთხელ ადასტურებს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საზოგადოების ნაწილი მძიმე დებილია შენნაირების თამადობით 🙂 ისევ და ისევ იმ სიდებილეს აწვები, რომ რადგან მარგველაშვილია ცუდი ტიპი, ამიტომ უნდა შევზღდუოთ თრმე მტლიანად პრეზიდენტიოს ინსტიტუტი. მაგდენი ტვინი როცა გექნება, რომ გაარჩიო “მარგველაშვილი” და “პრეზიდენტი” სხვდასახვა რამეა, მერე წერე ამხელა არზები შე მართლა ტვინით რეგვენო 🙂 “წაკითხულის შინაარსს” ბავშვებს მეექვსე კლასში აწერინებდნენ ხოლმე და სულ მიკვირდა – რა საჭროა, მეთქი? ადანიანმა წაკითხულიდან შინაარსი როგორ ვერ უნდა გამოიტანოს თქო? 🙂 მ,აგრამ საჭირო ყოფილა შენნაირი რეგვნებისთვის. თუმცა მაინც ნაკლები შედეგის მომტანი 🙂 ერთ ეგაა, რაც უფრო რეგვენია ადამიანი, მით უფრო “ფილოსოფოსი” ჰგონია თავი და მით უფრო გრძელ კომენტარებს არახუნებს 🙂 ძალიან დიდი დებილი ხარ, გილოცავ 🙂

  5. რას კითხულობ ვერასოდეს ხვდები ხოლმე თუ ახლა დაგეწყო? სიმპტომები მაინეტერესებს, განკურნებადია თუ არა შენი სიდებილე. სტატიაში რა წერია და შენ რეებს წერ. სად ალთა სად ბალთა. მაგარი დაცურებული გაქვს. სახელი და გვარი დაწერე, რომ ვიცოდე რა ქვია შენნაირ დებილს

  6. 99-%-ით სიმართლეს ბრძანებს ,,ფილოსოფოსი,,. თქვენ კი, ვინც მას ლანძღავთ, გულწრფელად მეცოდებით და ვწუხვარ

  7. რაც შეეხება ამ სტატიას, ძალიან არაობიექტურია. სირცხვილი ამის დამწერს

  8. ვფიქრობ რომ, ბაკური ცალმხრივად აფასებს თემას, რაც ძალიან მიკვირს. ფილოსოფოსი უდავოთ მართალია და ლოგიკურია. ჩვენ “პრეზიდენტს” ზნეობა წაართვა ღმერთმა, ასეთი მთხლე იყო და დარჩა. “მიშა სააკიანს” ჭამასა და ფულის ხარჯვაში მიბაძავს, მუქთია მისთვის და რატომ არა. ის რომ “ცუდ წრეშია” პრეზიდენტი მზესავით ნათელია, მარტო თავის ნარკომანებს და ბანდიტებს იწყალებს. ნათლად ჩანს ” ნაციონალ” უზრდელ-მაგინებელთა გზავნილები, ჩანს განათლების არმქონე, ბაზრის დედაკაცი. ფილოსოფოსი მართალია.

  9. არ არიას მართებული ერთმანეთის ლანძღვა, რაც მეტს აგინებ უფრო მართალი ხარ?, აზრი სხვადასხვა უნდა იყოს და ამაშია მისი დიდებულება. ცენზორმა აქ უნდა გამოანათოს და დაალაგოს განწყობა, ჩემი აზრით ის თავის ფუნქციებს ვერ ამართლებს. ერთმანეთი კი არ უნდა წაკიდოთ, აზრი და ლოგიკა უნდა ასწიოთ მაღლა.

  10. ფიოლოსოფოს, არე გინდა ეს სხვადასხვა ნიოკების დარქმევა და საკუთარი თავის გამოსარჩლება ძაან ტეხავს 🙂 მართალია კი არა მაგარი უტვინო ხარ შე საწყალო. ჯერ წაკითხულიდან აზრის სწორად გამოტყანა ისწავლე და მერე ამტკიცე მართალი ვარო? სტატიაში საერთიდ სხვა რამე წერია, შენ საერთიდ სხვა რამეს აკომენტარებ და რაში ხარ მართალი შე რეგვენო? 🙂 ერთი ეგაა, სხვადასხვა სახელების დარქმევა გეხერხება კარგად და ამხელა კომენტარების აკრეფა არ გეზარება. მაგარი მახათ ხარ შე საწყალოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here