მთავარი დაიჯესტი ჩავიდნენ ყირიმში და აღიარეს

ჩავიდნენ ყირიმში და აღიარეს

3122
გააზიარეთ
ჩავიდნენ ყირიმში და აღიარეს

გერმანიის დეპუტატების დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ყირიმში ოფიციალურად ჩავიდნენ, განაცხადეს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია.

“დარწმუნებული ვარ, რომ (ყირიმი) ეკუთვნის რუსეთს. ყირიმში მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთში თავს კარგად გრძნობს. ჩვენ არცერთი სამხედრო არ შეგვიმჩნევია ქუჩებში. არავითარი ნიშანი არ იყო ოკუპაციის. სამაგიეროდ ვნახეთ ბევრი ბედნიერი ადამიანი, რომლებიც სიამოვნებით გველაპარაკებოდნენ და გვიზიარებდნენ თავიანთ აზრს”, _ განაცხადა პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარლამენტში არჩეულმა დეპუტატმა ჰარალდ ლაატჩმა.

დეპუტატმა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიიდან როგერ ბეკამპმა ხაზი გაუსვა, რომ მათ ისეთი ყირიმელებიც შეხვდნენ, რომლებიც რუსეთს მხარს არ უჭერენ, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ.

“რეფერენდუმი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. თუ უმრავლესობა მომხრეა რუსეთთან შეერთების, ეს ჭეშმარიტად სახალხო გადაწყვეტილებაა”, _ ხაზი გაუსვა ბეკამპმა.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ანგელინა და პუტინი ძმაკაცები არიან და გასაკვირი არ არის… არც სხვა მიზეზით დაუპირისპირდება ევროპა რუსეთს, მით უმეტეს საქართველოსთვის…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here