Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩაგი*სით განაჩენში!”

“ჩაგი*სით განაჩენში!”

“ახ ნეტავი ერთად იყოს მოსკოვი და სტრასბურგი”

2505
რუსთავი 2

ვინ როგორი თვალით უყურებდა ან უყურებს ტელეკომპანიარუსთავი 2”-, ვის გაუხარდა და ვის ეწყინა ამ ტელევიზიის დაბრუნება წინა მეპატრონისთვის, ვის რა ემოციები აღუძრარუსთავი 2”-ის ამჟამინდელი კოლექტივის ცრემლიანმა გამომშვიდობებამ ნიკა გვარამიასთან _ ეს ყველასთვის ინდივიდუალური და სუბიექტური განცდებია, მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერრუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო ხდება, ობიექტურად და საღი გონებით სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.

ადამიანებმა, რომლებიც ახლახან სტრასბურგის სასამართლოზე ოდნავ გადაბრუნებულის მთქმელსაც კი უწიგნურად, რუსეთის აგენტად, სამშობლოს მტრად და გამყიდველად აცხადებდნენ, ფაქტობრივად, წიხლქვეშ გაიგდეს ეს სასამართლო.

მათი საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა დაიხუროს სტრასბურგის სასამართლოც, ჰააგის ტრიბუნალიც, გაეროც, ნატოც, ევროსაბჭოც, ევროკავშირიც და მსოფლიოში სამართლიანობისა და სამართლის ერთადერთი ინსტანცია თამთა მურადაშვილი უნდა იყოს.

ეს “რუსთავი 2”-ის ის ადვოკატია, რომელსაც, მისივე თქმით, “ტაქსის” მძღოლმა მოუყვა სტრასბურგის მოსამართლეთა გადაწყვეტილების ყველა პუნქტი. “რუსთავი 2”-ის კვირა დღის გადაცემებში მურადაშვილი კიდევ უფრო გაიხსნა და სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს “შოკისმომგვრელი, მიუტევებელი შეცდომა” უწოდა.

საზოგადოდ, თურმე ევროპამ და ევროპულმა ინსტიტუტებმა იმიტომ უნდა იარონ ნაცებისა და “რუსთავი 2”-ის ჭკუაზე, რომ ნიკა გვარამიამ, თენგო გოგოტიშვილმა, მიხეილ სესიაშვილმა, ეკა კვესიტაძემ და სხვებმა ევროპას უნდობლობის თვალით არ შეხედონ. “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენში შინაგანად ევროპული ფასეულობების მიმართ რწმენას!” _ ამ ფრაზით დაიწყო ნიკა გვარამიამ თავისი ფეისბუქ-მიმართვა და ამ სიტყვებით მიმართეს მაყურებელს “რუსთავი 2”-ის ყველა გადაცემის წამყვანებმა კვირა დღეს. ყურადღება მიაქციეთ: თურმე საფრთხე ექმნება არა რეალურად ევროპულ ფასეულობებს ან ვინმეს და რამეს, არამედ მათ შინაგან რწმენას ევროპული ფასეულობების მიმართ. ანუ, თუ სტრასბურგის სასამართლო არ უარყოფს და არ დაგმობს საკუთარ გადაწყვეტილებას, არ იტყვის, რომ შვიდიდან ექვსი მოსამართლე შეცდა, ცოდვა ჩაიდინა და არ მოინანიებს, ამან შეიძლება ევროპული ფასეულობებისადმი ეკა კვესიტაძისა და სხვა დანარჩენის რწმენა შეარყიოს, რაღა ეშველება მერე ევროპასა და მის ფასეულობებს, ხომ უნდა დაფიქრდეს ამაზე ევროპა? განა ძვირფასი არ არის ბებერი ევროპისთვის ნიკა გვარამიასა და მისნაირ უტიფართა “შინაგანი რწმენები”? როგორ? თუკი ნიკა გვარამიას, ეკა კვესიტაძეს, თენგო გოგოტიშვილს აღარ ექნებათ რწმენა ევროპული ფასეულობების მიმართ, მაშ, ვიღას იმედზე რჩება ევროპა? ნუთუ ბაკურ სვანიძისნაირი კრემლის აგენტებისა და პუტინის მონების? ეს ხომ დაუშვებელია?! აი, დაახლოებით ასეთ კომიკურ ნარატივებს ავრცელებენყოფილი ევროპელი” “რუსთავი 2”-ელები და ცდილობენ, საზოგადოებაში პანიკა დათესონ. თუმცა ამ ადამიანების ტვინით ჩლუნგობის დონე უკვე არაერთხელ გამოჩნდა და მათი უბედურება სწორედ ის არის, რომ 15 წლისწინანდელ საქართველოში არიან ჩარჩენილი და ვეღარ ხვდებიან, დღევანდელი საზოგადოება რას “ჭამს” და რას _ აღარ.

დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვა უკვე სტრასბურგისა და რუსეთის ღია შეთანხმებით იდევნება _ აი, ასეთ სიმაღლეებს მიაღწია “ჟურნალისტმა” თენგო გოგოტიშვილმა, რომლის “გენიალურ” სიუჟეტს “კვირის კურიერმა” მთელი 15 წუთი დაუთმო. სიუჟეტის მთავარი ხაზი იყო ის, რომ თურმე წარმოუდგენელი არაფერია და თურმე “გაზპრომის” მეშვეობით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია აკონტროლოს აბსოლუტურად ყველა ევროპული სტრუქტურა და ყველა გავლენიანი ევროპელი მოღვაწე. სიუჟეტის ავტორს მაგალითებიც მოჰყავდა, როგორ გახდნენ “გაზპრომის” აქციონერები ბობოლა ევროპელი პოლიტიკოსები და როგორ შესციცინებენ ისინი პუტინს თვალებში.

მოკლედ, ამ ძალიან გრძელი სიუჟეტის ავტორი მაყურებელს არწმუნებდა, რომ პუტინს მთელი ევროპა ჯიბეში უდევს და სტრასბურგი და კისლოვოდსკი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

როგორც ჩანს, ნაციონალების მანიაკური რეჟიმის მხარდამჭერი გაყიდული ჟურნალისტებისა და მათგან იმიჯშექმნილი “მაგარი” იურისტებისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მართლაც იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ, რას ბოდავენ, უკვე აღარ იციან. აბა, დაუკვირდით: მათი ჭკუით, მთელი ევროპა, ევროსასამართლო, ევროკავშირი და ყველა ევროპული სტრუქტურა პუტინს უდევს ჯიბეში და, მაშ, რატომ მოგვიწოდებდნენ და მოგვიწოდებენ ასე დაჟინებით ევროპისკენ და რისთვის ვრისკავთ ტერიტორიების დაკარგვას? რატომ ეუბნებიან მოსახლეობას, რომ ევროპა დაგვიცავს რუსეთის სავარაუდო აგრესიისგან, თუკი ეს ევროპა იმავე რუსეთის ყურმოჭრილი ყმაა?

სასაცილოა “რუსთავი 2”-ისა და ნაცების მომხრე ვითომ “ძალიან მაგარი” იურისტების მტკიცება _ სტრასბურგისგან ასეთ განაჩენს არ ველოდითო. არადა, რეალურად, ვინც ევროპული სასამართლოსგან სხვა განაჩენს ელოდა, ის, იურისტი კი არა, სულელია. აკი თქვა კიდეც “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა: ტაქსით ვმგზავრობდი და ტაქსის მძღოლმა უკვე იცოდა, რა განაჩენს დააყენებდა სტრასბურგიო”. ერთი მხრივ, ეს თითქოს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, მეორე მხრივ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ “ტაქსის” მძღოლს მართლაც ეთქვა მურადაშვილისთვის _ სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი 2”-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებსო, ვინაიდან ფაქტი, რომ ეს ტელევიზია ხალვაშს წაართვეს, ისე იდო ხელისგულზე, რომ ჭეშმარიტებას “ტაქსის” მძღოლიც ხვდებოდა. სტრასბურგის სასამართლო კი, მადლობა ღმერთს, არ არის თამთა მურადაშვილებით დაკომპლექტებული და ისინი სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას რომ გამოიტანდნენ, “ტაქსის” მძღოლსაც სჯეროდა და მწვანილის გამყიდველსაც.

ისე, მაინც მინდა დავსვა ერთი რიტორიკული შეკითხვა: ფაქტია, რომ “რუსთავი 2” ყარამანაშვილების სახელზე არაკანონიერი გზით გადაფორმდა. როდესაც “რუსთავი 2”-ის კოლექტივი აცხადებს, “ჩვენ ვართ საქართველოში ერთდაერთი ტელევიზია, რომელიც ებრძოდა რუსულ პროპაგანდას და განუხრელად ქადაგებდა სახელმწიფოში ევროპულ ფასეულობებს”-ო, ქვეყნის ევროპული ფასეულობებისკენ წაყვანა მოპარულ-წართმეული ტელევიზიითა და ნაძარცვ-ნაგლეჯი ქონებით მართებული და ევროპულია?

კიდევ ერთი კითხვა “რუსთავი 2”-ელებს: დაარსების დღიდანმოქალაქეთა კავშირის.. ჟვანიასააკაშვილის ფრთის ქვეშ რომ იყავით, ეს 2012 წლის შემდეგ, როცა სხვა გზა აღარ გქონდათ, თვითონვე აღიარეთ. “ვარდების რევოლუციისპირდაპირი ინსტრუმენტი რომ იყავით და პირდაპირი მნიშვნელობითგიხმარეს”, ათასი ცილისწამება, ცრუ ინფორმაცია და სიბინძურე განთხევინეს ეთერიდან, ესეც აშკარაა. თქვენიჟურნალისტებიროგორი მოწიწებით ელაპარაკებიანინტერვიუსდაწყებამდე სააკაშვილს, მერაბიშვილსა და სხვებს, ამის კადრებიც არსებობს; 2012 წლის შემდეგ რომნაცებისპარტიული ტელევიზია ხართ, ამას ვერც და არც უარყოფთ, რადგან აზრი არ აქვს. აგერ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ, როდესაც ის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი იყო, თავის ჭკუაზე გაბზრიალებდათ დარუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ გაიფრენდა მისი ნებართვის გარშე

მოკლედ, გამოდის, რომ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა თქვენ გაჯდათ თავზე და მაინტერსებს, ასე რომ ამაყობთ და თავს გვაყვედრით, როდისღა იყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი, დაუმორჩილებელი და “განსხვავებული აზრის” ფლაგმანი?

არა, როგორც ჩანს, ამ მართლაც გამორჩეული ტელევიზიის მიმართ კითხვებს ვერასოდეს ამოვწურავ, იმდენი უტიფრობა აქვთ ჩადენილი. აგერ, ახლაც, ჯერ ვთქვი, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ-მეთქი, მერე უცებ მეორეც მომაგონდა და არ გამოვა კიდევ ერთიც არ დავამატო: თქვეძაან პროფესიონალებო”, ყველაფერიყველაფერი, მაგრამ ეს პირდაპირ ეთერში დედის რაღაცრაღაცების გინებები რაღა იყო, ჰა? ეგ რომელმაძაან თავისუფალმამოიფიქრეთ? დავიჯერო, მართლა გეგონათ, რომ მასეთი იაფფასიანი უხამსი სვლებით ევროპის ან ამერიკის თვალშიძაან დამოუკიდებლებიგამოჩნდებოდით და ხელის ხლებას ვერავინ გაგიბედავდათ? რატომ ფიქრობთ, რომ უგემოვნო ცირკად ტელევიზიის გადაქცევა დადებით შედეგს მოგიტანდათ? ნიკა გვარამიას შეშლილმა ტვინმა გადაწყვიტა, რომ ტელეისტერიკები ნორმალურ მაყურებელს მოეწონებოდა თუ ეკა კვესიტაძის “ძალიან დიდმა აიქიუმ”?

სტრასბურგის სასამართლოს ლანძღვა რაღამ მოგაფიქრებინათ? “ჩაგიფ*ით განაჩენშიო!” _ ფაქტობრივად, ასე გამოუვიდა ნიკა გვარამიას, ხოლო თენგო გოგოტიშვილმა მისთვის ჩვეული უნიჭო ირონიით ჩაგვიღიღინა: “ახ, ნეტავი ერთად იყოს მოსკოვი და სტრასბურგი”… და ყოველივე ეს ნორმალური და მისაღებია?!

თუმცა, ბოდიში, ეს ხომ მათი “სარედაქციო პოლიტიკაა” თურმე, რომელშიც ჩარევის უფლება მამაზეციერსაც არ აქვს. რა გაეწყობა, ასეთია თურმე საფასური, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა “რუსული პროპაგანდა” არ გაახარონ ქვეყანაში _ ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ავიტანოთ ტელეეთერიდან შანტაჟი, ტყუილები, ცილისწამება და დედის გინებაც. ხოლო კერძო საკუთრების გამო წარმოებულ სასამართლო დავაში ყველამ, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც, აუცილებლად მათთვის სასურველი პოზიცია უნდა დაიკავოს, თორემ მათ ევროპაზე გული აუცრუვდებათ.

გერმანიის მოქალაქე რომ საფრანგეთში, ევროპის სასამართლოში პროცესს მოგიგებს და შენ მას “რუსეთის კაცს” ეძახი, ფსიქიატრიული აშლილობის ამ ფორმას რა ჰქვია, ეგებ მკითხველმა დაარქვას სახელი…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here