მთავარი პოლიტიკა შუაში გაკრეფილი პოლიტიკური სარბიელი

შუაში გაკრეფილი პოლიტიკური სარბიელი

1135
გააზიარეთ
შუაში გაკრეფილი პოლიტიკური სარბიელი

პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს ყველა ხელისუფლება დაკავებული იყო ტრადიციული ქართველი საზოგადოების თანამიმდევრობითი ტრანსფორმირების ამოცანით. ამასთანავე, საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში იმ სტიმულებისა და მოტივაციების დანერგვის მცდელობით, რომლებითაც ფუნქციონირებს დასავლური ლიბერალურინდივიდუალისტური საზოგადოება. სოციალური ტრანსფორმირების მოცემული პროცესი ტარდებოდა კულტურული და ეკონომიკური მიმართულებებით, რომელიც გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ შემადგენელზეც.

ქართველი საზოგადოების სოციალური ინჟინერიის პროცედურა ემსახურებოდა ისტორიულად ჩამოყალიბებული, კულტურულღირებულებათა სისტემის გავლენით ფორმირებული ზნეობრივი ნორმებისა და ეროვნული მენტალობის უარყოფაგადაკეთებას. აღნიშნულმა, თავის მხრივ, განაპირობა საზოგადოების გაორება მორალური პრინციპების თვალსაზრისით და მსოფლმხედველობრივი ნიშნით ორ სეგმენტად გაყოფა შეურიგებელ წინააღმდეგობაში მყოფ უფროს და უმცროს თაობებად. ეკონომიკურ სფეროში კი ტარდებოდა აგრესიული დეინდუსტრიალიზაციაშოკური თერაპიისპრინციპით, რომელმაც ბუნებრივად წარმოქმნა გაღატაკებულ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ფენა.

თანამედროვე ქართველი საზოგადოების სტრუქტურის სოციოლოგიური ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ იგი მკვეთრად პოლარიზებულია და ეს ვლინდება თაობებს შორის მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებულობაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოების უფროსი თაობის უმრავლესობა კულტურულ სფეროში ორიენტირებულია ტრადიციულ-კონსერვატიულ ღირებულებებზე, ხოლო ეკონომიკურ სფეროში მიდრეკილია სოციალური სოლიდარობისადმი და აქტიურად ემხრობა სოციალისტურ იდეებს.

რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, მსოფლმხედველობრივი ასპექტებით მას უპირატესად ლიბერალურ-კაპიტალისტური და კოსმოპოლიტური აზროვნება ახასიათებს.

ზემოთ მიმოხილულ ფაქტორებს ადრეც და დღესაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების მიმართ ნდობის დაცემასა და დელეგიტიმაციაზე. მით უფრო იმ ხელისუფლების მიმართ, რომლისგანაც მმართველობის პირველ ეტაპზე ელოდნენ არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. მოცემული ფაქტორებით კომბინირებული პოლიტიკური პროცესი განაპირობებდა არსებული მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ნდობის კლებას და მისი ავტორიტეტის დაცემას.

საზოგადოდ, საქართველოში ხელისუფლებების ჩანაცვლების პოლიტიკური ტენდენცია ჯდებოდა კონკრეტული გარემოებების ჩარჩოში. კერძოდ, ქართველი საზოგადოების ტრადიციულ-პატრიარქალური ბუნებიდან და ამიტომ, პოლიტიკური პროცესის პერსონოფიცირებიდან გამომდინარე, მეორე საარჩევნო ვადის ბოლოს ხდებოდა მმართველი ელიტის საპირისპირო ფლანგზე მოქცეული დაქუცმაცებულ-დანაწევრებული პოლიტიკური ძალების ანტისახელისუფლო იდეით გაერთიანება და კონტრელიტური დაჯგუფების ფორმირება. შემდეგ ამ დაჯგუფებას სათავეში უდგებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ავტორიტეტმოხვეჭილი პოლიტიკური ლიდერი, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სახელისუფლო პოლიტიკური კლასის შესაცვლელად.

დღევანდელი სიტუაცია ამოვარდნილია ზოგადი კანონზომიერებიდან, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ფაქტობრივი ლიდერის მიმართ პოლიტიკური ნდობა მინიმალური ლეგიტიმაციის ზღვარზეა, ვერ ხერხდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის შიგნით მაღალი ავტორიტეტის მქონე ლიდერის გაჩენა.

სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ პოლიტიკური სივრცის ოპოზიციურ ფლანგზე .. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით შეიქმნა ავტორიტეტშელახული, რევანშისტულდესტრუქციული ოპოზიციურპოლიტიკური ძალების ამორფული კონგლომერატი, რომელიც საზოგადოების ფართო მასების ცნობიერებაში დაკავშირებულიანაციონალურ მოძრაობასთანდა მის სასტიკ რეჟიმთან. მართალია, დღეს ამომრჩეველთა დიდ ნაწილში ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დიდია, მაგრამ ისინი, პოლიტიკური ქცევის თვალსაზრისით, მოქმედებენ უმცირესი ბოროტების არჩევის პრინციპით. მათთვის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა ბოროტებაა, მაგრამნაციონალურ მოძრაობასთანშედარებით _ ნაკლები ბოროტება.

თანამედროვე საქართველოში მმართველი ძალის მიერ დადგენილი პოლიტიკური თამაშის წესებით, დიდი ალბათობაა, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეინარჩუნოს მართვის სადავეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან გაუჭირდება წამყვან პოზიციებზე დარჩენა. სოციოლოგიაში ცნობილია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში მოქმედებს სოციალური ცირკულაციის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეულ პერიოდებში საზოგადოებების განახლების პროცედურას. იგულისხმება, რომ ყოველი საარჩევნო ციკლის პირობებში იცვლება საზოგადოების ელექტორალური სახე, ყოველი საარჩევნო ციკლი ცვლის აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩველთა შემადგენლობასა და შეხედულებებს. მაგალითად, ამომრჩველთა დღევანდელი შემადგენლობა 2012 წელთან შედარებით შეცვლილია, ხოლო 2024 წლისთვის კიდევ უფრო შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილისა დაქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის პერიოდისგან განსხვავებით, აღიზარდა აქტიური საარჩევნო უფლების მქონე თაობა, რომლის უდიდეს ნაწილს არ ახსოვს და არ იცისნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში გამოვლენილი სისასტიკე და მართვის სტილი. შესაბამისად, სოციალური განახლების პროცედურა და მთავარ ოპოზიციურპოლიტიკურ პარტიადნაციონალური მოძრაობისდა მასთან აფილირებული ძალების დატოვება მომავალში შექმნის ხელისუფლების მიმართ ნეგატიური ენერგიის აკუმულაციას და მისი მობილიზაციის პირობებს ოპონენტების გარშემო. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს მთავარ ოპოზიციურ ძალად ხელდასმული “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორალურ და, მაშასადამე, პოლიტიკურ გაძლიერებას. ე ძალა ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ აამოქმედებს რეპრესიულ მანქანას და რეპრესიები შეეხება როგორცქართული ოცნებისლიდერს, ისე პარტიის სხვა პოლიტიკურ სახეებსაც. როგორც ჩანს, ამაში მათ სერიოზული მხარდაჭერაც ექნებათ უცხოეთიდან. ამ პროგნოზის პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში, იგი დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.

ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, ღრმად ვარ დარწმუნებული, აუცილებელია პოლიტიკური სისტემის გადაფორმატება და მისი იმგვარი ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც პოლიტიკური ველიდან გაიყვანსნაციონალურ მოძრაობასდა მასთან აფილირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ამისთვის უპრიანია პოლიტიკური პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების ეტაპობრივ, ქვეყნისათვის უმტკივნეულო განდევნას პოლიტიკური სივრციდან. თუმცა, დასახული მიზნის რეალიზაციის თვალსაზრისით, ფრიად მნიშვნელოვანია კონკრეტული ტაქტიკის ინსტრუმენტალიზაცია.

როგორც ვიცით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში მოახდინა პოლიტიკური სისტემის ისეთ ტიპზე გადაწყობა, როცა იგი ტრანსფორმირდა ორპოლუსიან მმართველობით სისტემად, სადაც ორივე პარტია მოქმედებდა “შუას გაკრეფის” პრინციპით. იდეოლოგიური თვალსაზრისით მივიღეთ ერთგვარი უნიფიცირებული მოდელი, როდესაც პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება მოექცა კულტურული ლიბერალიზმისა და ფინანსური კაპიტალიზმის მიმდევარ პარტიათა ტოტალური კონტროლის ქვეშ, მხოლოდ ერთი ტაქტიკური განსხვავებით: თუკინაციონალურმა მოძრაობამექსტრემიზმზე ორიენტირებული დესტრუქციული ძალის ნიშა აირჩია, “ქართულმა ოცნებამტაქტიკური მოქმედებების თვალსაზრისით, უფრო ზომიერი ძალის, _ ოღონდ ისევ ლიბერალურის, _ როლი მოირგო. აღნიშნულით პოლიტიკური სისტემა დაუხურა იდეოლოგიურად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ ძალებს.

თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილისთვის მხარდაჭერა განაპირობა პრინციპმა _ “ყველანი ბოროტების წინააღმდეგ”, 2016 წელს მეორე საპარლამენტო არჩევნებში, მმართველ პარტიაზე იმედგაცრუების მიუხედავად, მოსახლეობის მათდამი მხარდაჭერა გამოიწვია “უმცირესი ბოროტების” პრინციპით განპირობებულმა საარჩევნო ქცევამ. ივანიშვილის მიერ შექმნილმა ორპოლუსიანმა სისტემამ ამომრჩეველი აიძულა, წინა სახელისუფლო ელიტის დაბრუნების შიშით ხმა მიეცა ისევქართული ოცნებისათვის”, რამაც უზრუნველყო კიდეც უკანასკნელის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება.

დღეს ვითარება კარდინალურად შეცვლილია. საზოგადოების ფართო მასების თვალშიქართული ოცნებისდელეგიტიმაციის პროცესი ხელშესახებ ფორმას იღებს. მმართველი პარტიის ავტორიტეტის დაცემის აშკარა მაჩვენებელია ის გარემოება, რომ იგი დაპირებული პროპორციული სისტემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ამის ერთადერთი მიზეზი ხელისუფლების დაკარგვის შიშია. ჩანს, იციან, რომ ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ.

ირაკლი უბილავაპოლიტოლოგი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here