მთავარი პოლიტიკა შტრიხები ასთიონა გვარამიას ავტოპორტრეტისთვის

შტრიხები ასთიონა გვარამიას ავტოპორტრეტისთვის

1566
გააზიარეთ
შტრიხები ასთიონა გვარამიას ავტოპორტრეტისთვის

ცნობილი მხატვრების მიერ დახატული ავტოპორტრეტი ბევრი გვინახავს, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი იყორუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ არა ფუნჯით, არამედ სიტყვებითდახატულიავტოპორტრეტი. აქ საინტერესო ისიც იყო, რომ ნიკა გვარამიას სულაც არ სურდა ავტოპორტრეტის დახატვა, უბრალოდ, “შემოეხატა”. საუბარია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან ორგანიზებულფეისბუკლაივებზე”, რომლებიც ლიბერასტულ ლიტერატურულ წრეებშიშოთა გაგარინადწოდებულ შოთა დიღმელაშვილს მიჰყავს ხოლმე.

რამდენიმე დღის წინათ “გაგარინის ლაივის” სტუმარი სწორედ ნიკა გვარამია იყო. ამ “დიადი”იურისტჟურნალისტმუსიკისმცოდნეკულინარპოლიტიკოს-”ყველაფერშჩიკისგან ათასი სისულელის მოსმენას, მართალია, მიჩვეული ვართ, მაგრამ, რაც მან იმ დღეს ილაპარაკა, თვით დემაგოგიის გურუ შოთა გაგარინ-დიღმელაშვილიც კი დააბნია და, ცოტა არ იყოს, გაოცებული დატოვა.

დავიწყოთ იმით, რომ გვარამიამ პირდაპირ აღიარა:  მიშა სააკაშვილის მიმართ “პირადი გრძნობები” მაქვს და ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდით ვიქნებიო.

მე ვიყავი ერთი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი დევნილი ბიჭი, რომელსაც მიშამ ხელი მომკიდა, ჯერ პარლამენტში დამსვა, მერე კი _ ჯერ იუსტიციის, მერე _ განათლების მინისტრად. ასეთი რაღაცები მანამდე საქართველოში არ ხდებოდა და ეს იყო, მგონი, პირველი შემთხვევა და მე მისი მუდამ მადლიერი ვიქნები და ვიქნები ყოველთვის სააკაშვილის მხარდამჭერი”, _ განაცხადა გვარამიამ.

დანარჩენ სისულელეებთან ერთად, რაც მის ამ ფრაზაში აშკარად ყვირის, ასევე საინტერესოა ფრაზა: ასეთი რაღაცები მანამდე საქართველოში არ ხდებოდა”.

უკაცრავად და, ნეტავი სად ხდებოდა ასეთი რაღაცები? სადმე, რომელიმე ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ვინმე ასე მოჰკიდებს ხელს “ჩვეულებრივ დევნილ ბიჭს” და, გვარმიას ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, “დასვამს” ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ან რომელიმე მინისტრის სავარძელში?

ნორმალურ ვითარებაში არავინ არავის არსად არ “სვამს” და “დებს”. ადამიანები საფეხურ-საფეხურ, შრომითა და მონდომებით, მოთმინებით აღწევენ წარმატებას, იქმნიან კარიერას, დამსახურების მიხედვით ინიშნებიან ან ირჩევენ სხვადასხვა თანამდებობაზე.

საქართველოში არ ხდებოდა კი არა, პირიქით, სწორედ საქართველოსნაირ უპატრონო ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო ეს და სწორედვარდების ხელისუფლებისპირობებში, რადგან სააკაშვილი და კომპანია განგებ არჩევდნენ ნიკა გვარამიასნაირ არარაობებს და პირდაპირ მაღალ თანამდებობებზედებდნენ”, რათამუქთადმიღებულ თანამდებობას, ფულსა და გავლენას დახარბებულებს ეკადრათ ყველაფერი, რაც მიშას დაჭირდებოდა და ესიამოვნებოდა.

ღირსეულმა და პროფესიონალმა, საქმიანმა კადრმა კი, რომელმაც თანამდებობას ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, ცოდნით, მოთმინებით მიაღწია, როდესაც რაიმე სულელურ, უღირს, არაადამინურ დავალებას მისცემ, შესაძლოა, დიდი ალბათობით, უარი გითხრას, “გაგიჭედოს”, არ შეასრულოს ეს დავალება,  შეიძლება სულაც გადადგეს თანამდებობიდან და საქვეყნოდ განაცხადოს: ასეთი დავალების შესრულებას მთხოვდნენ და ამის გაკეთებას და თავის შერცხვენას, გადადგომა ვარჩიეო. შესაძლოა, მხოლოდ ტელევიზიით გამოსვლა და რაღაც შენთვის სასურველი სისულელეების ლაპარაკი რომ დაავალო, ამაზეც უარი გითხრას, რადგან მას შრომისა და ოფლის ფასად მიღწეული პროფესიონალის იმიჯის დაკარგვა არ სურს. ერთი სიტყვით, მართლა პროფესიონალმა და ღირსეულმა ადამიანმა ბევრი პრობლემები შეიძლება შეუქმნას მიხეილ სააკაშვილის ტიპის მმართველს.

ამიტომაც ნიკა გვარამია ამ შემთხვევაში სრულიად მართალია _ ის მართლაც არარაობა იყო და სააკაშვილმადადოსრულიად დაუმსახურებლად სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე სწორედ იმიტომ, რომ მასში დაინახა ფულის, გავლენის, თანამდებობის გამო ყველაფერზე წამსვლელი ნაგავი.

ერთ რამეში ცდება მხოლოდ გვარამია _ ის ნამდვილად არ იყო ამ კუთხით საქართველოში პირველი არარაობა, რომელიც სააკაშვილმა თანამდებობაზე “დადო”. ასეთები “ვარდების” ხელისუფლების პირობებში ბევრნი იყვნენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებში, არამედ  კერძო სექტორში და განსაკუთრებით _ ჟურნალისტიკაში, სადაც  ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ და ნაგავ თვალსაჩინო ორგანიზაციაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში  გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა.

რაც შეეხება გვარამიას მსგავსად “თანამდებობებზე დადებულებს”, საკმარისია, გადახედოთ დიმიტრი შაშკინის, დავით კეზერაშვილის, კვიტაშვილისა და სხვა მაშინდელ “სახელმწიფო მოღვაწეთა” ბიოგრაფიებს და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ვერა ქობალიაზე, თინათინ ბოკუჩავაზე, ჩიორა თაქთაქიშვილსა და მსგავს ოდიოზურ “გოგოშკებზე”.

სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ იმავე “გაგარინის ლაივში” იმის თვალსაჩინო მაგალითიც მოიყვანა, რაზეც ამ წუთს ვსაუბრობთ, ანუ მან აღიარა, როგორ ბინძურ დავალებებს იღებდა სააკაშვილსგან და ასრულებდა კიდეც. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, როდესაც დავიბარე ტელევიზიები და გამოვაქვეყნე ფარული ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პერსონაზე. მართალია, უწყების სახელით ვმოქმედებდი და გარკვეულწილად მაიძულეს, რომ ეს გამეკეთებინა, მაგრამ თავი უნდა დამეწვა და ეს არ უნდა მექნა!” _ განაცხადა ნიკა გვარამიამ. ფაქტია, მას ამაზე გაცილებით ბინძური და არაადამიანური დავალებებიც ექნება შესრულებული, უბრალოდ, რადგან ის “ტელევიზორში არ გაბაზრებულა”, მათ შესრულებას არც  ნანობს.

ან რა უნდა ვილაპარაკოთ იმ “დიდ იურისტზე” რომელმაც ამას წინათ პირდაპირ ეთერში განაცხადა:  ხელისუფლებაში ყოფნისას ბევრი რამ ვერ გავიაზრეთ, მაგალითად, არ ვიცოდით, რომ სასამართლოების პროკურატურაზე დაქვემდებარება არ შეიძლებოდა”. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვა ადამიანმა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.  ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე იჯდა კაცი, რომელმაც სამართლიანი სახელმწიფოს ყველაზე ელემენტარული და ძირითადი პრინციპი _ სასამართლოს  დამოუკიდებლობა _ “არ იცის”. სასამართლოს ასე უხეშად თვით კომუნისტებიც კი არ და ვერ ეხებოდნენ, ხოლო ამ “დასავლური ღირებულებების აპოლოგეტებმა” კი თურმე ისიც არ იცოდნენ, რომ მოსამართლე პროკურორის “ხელის ბიჭი” არ უნდა იყოს…

სწორედ ამიტომაც იყო, ეტყობა, რომ პარლამენტში “ნაჯდომი”, ორი მინისტრის სავარძელგამონაცვლელი და ნაპროკურორალი გვარამია თანამდებობების მოვლის შემდეგ წავიდა უცხოეთში სასწავლად და განათლების მისაღებად…

ეს _ რაც იურისპრუდენციას შეეხება, თორემ ისე ნიკა გვარამიამ “გაგარინის ლაივში” ჟურნალისტიკის შესახებაც წამოისროლა “ობოლი მარგალიტი”, რასაც მოედანზე შეკრებილმა 50-ოდე ეგზალტირებულმა შტერმა (რომლებიც საკუთარ თავს რატომღაც “მთელ ქართველ ახალგაზრდობას” უწოდებენ) ოვაციები შეაგება.

მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არ არსებობს არსად მსოფლიოში. ეს ქართველ ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ მიუკერძოებლები უნდა იყონ, რადგან უვიცები არიან. სინამდვილეში, მსოფლიოში არსად არ არის მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა , _ ქადაგებდა სისულელეებს “დიადი პროკურორ-ჟურნალისტი” გვარამია და აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 50-ოდე ეგზალტირებული ტუტუცი, რომლებიც, მადლობა ღმერთს, ნამდვილად არ არიან “მთელი ქართველი ახალგაზრდობა”.

არავის მოუვიდა აზრად, დაესვა მარტივი კითხვა: კი, მაგრამ, თუკი მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არ არსებობს მსოფლიოში, მაშ, რამედიასტანდარტებს”, ობიექტურობის მინიმალურ კრიტერიუმებს, ყველა მხარის ბალანსსა და თვითრეგულაციას ითხოვენ ხოლმე საერთაშორისო მედიაორგანიზაციები?

თუმცა ნიკამ ისიც კი არ იცის, რომ სხვა რამეა რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინტერესების გამომხატველი ტელევიზია და სულ სხვა _ შანტაჟისტი, ცილისმწამებელი, მაიმუნი და ვირიშვილი ტელევიზია, რომელიც ძალიან სცილდება უბრალოდ “მიკერძოება-მიუკერძოებლობის” კრიტერიუმს.

საბოლოოდ ნიკა გვარამიამ ამ “ფეისბუკ-ლაივით” თავიდან ბოლომდე დაგვიხატა ავტოპორტრეტი: ადამიანიარაფერი, რომელსაც, უბრალოდ, ძალიან ხიბლავდა ფული, თანამდებობა და გავლენები, თვალში განგებ გაეჩხირა იმ მომენტისთვის დიდების ზენიტში მყოფ კონკრეტულყვარყვარეს”, ანუ მიშა სააკაშვილს. სადღეისოდაც მისგან მიშა სააკაშვილის მხარდაჭერის მოტივი ქვეყნისთვის გაკეთებული რაიმე სასიკეთო საქმეები კი არ არის, არამედ ვიწრო პირადიმონური მადლიერების გრძნობააიმის გამო, რომ ერთი კომპლექსებიანი კაცუნა ვითომ  კაცად აქციეს.

თანამდებობრივ სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ გვარამია მზად იყო, შეესრულებინა ყველაზე ბინძური დავალებაც კი, ოღონდაც ეს თანამდებობა, ფული და გავლენა არ დაეკარგა. ის მზად იყო ასევე, შეენიღბა თავისი სიბინძურე “პატრიოტიზმით” და ჩირქი მოეცხო ნამდვილი პატრიოტებისთვის, ფარული გადაღებებისა და მათი გავრცელების გზით ჩაედინა ადამიანთა “მკვლელობაც” კი.

აღარაფერს ვამბობთ პრინციპებსა და მსოფლმხედველობაზე (საერთოდ თუ აქვთ), რადგან ასეთი ადამიანები მზად არიან, ყველაფრის ფასად მოიპოვონ თანამდებობა, მათ შორის, ყველაზე მთავარი პრინციპების შეცვლითა და უარყოფით. მაგალითად,  კომიკური და სასაცილოა, რომ ნიკა გვარამია 2004 წელს საქართველოს პარლამენტში შევიდა “კონსერვატორების” კვოტით.

დღეს ნიკა გვარამიას თუ “კონსერვატორობის” ეტყობა რამე, მაშინ მე ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი ვყოფილვარ და ეგაა…

საქმეც ზუსტად ეს არის  _ ასეთი სულით ნაგავი ადამიანებისთვისკონსერვატორობა”, “ლიბერალობა”, “მემარჯვენეობა”, “მემარცხენეობადა .. მხოლოდ ძალაუფლების, გავლენის, თანამდებობის, ფულის მოპოვების ინსტრუმენტია და, როცა რა სჭირდებათ საამისოდ, ის იქნებიან: დღესკონსერვატორიიქნება, ხვალ _ “ულტრამემარჯვენე ლიბერალი”, პრობლემაა რამე?

სწორედ ეს ძირითადი თვისება, შეთავსებული წარმოუდგენელ უტიფრობასა და სულელობასთან, არის ის, რის გამოც სააკაშვილისნაირი მმართველები გამოარჩევენ ხოლმე ნიკა გვარამიასნაირ მოხელეებს.

მაინც რატომ? მთლად კარგად ვერ გაიგეთ, რისთვის სჭირდებათ ასეთები? ამ კითხვაზე ყველაზე მოქნილად ჭაბუა ამირეჯიბს აქვს გაცემული პასუხი თავის გენიალურ რომანში “დათა თუთაშხია”:

_ თუ იცი, დათა, მაინცდამაინც ასთიონა რატომ შეარჩიეს შენს მოსაკლავად?

_ რატომ და, ყველაფერთან ერთად, სულელია ასთიონა! სულელი კი ადვილად კლავს კაცს

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here