Home ახალი ამბები საქართველო შსს-ს მომსახურების სააგენტომ 2016 წელს 12 400 პირზე გასცა იარაღის შეძენის ნებართვა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ 2016 წელს 12 400 პირზე გასცა იარაღის შეძენის ნებართვა

1531
2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვა 12 400 პირზე გაიცა. ამასთანავე, 2016 წელს ცეცხლსასროლი ან აირის იარაღის გამოყენების წესების ცოდნაში გამოცდა 6 789 პირმა ჩააბარა.

კანონის თანახმად, თუკი იარაღის შემძენს უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდები, ახალი იარაღის შეძენის ნებართვის აღებისას აღარ უწევს იარაღის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება.

ცეცხლსასროლი ან აირის იარაღის გამოყენების წესების ცოდნაში გამოცდა 2015 წლიდან ბარდება. შეგახსენებთ, იარაღის ტარების უფლება 23 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული (2014 წლამდე ნებადართული იყო 18 წლიდან).

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here