Home ახალი ამბები მსოფლიო შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წელს ჩატარდება

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წელს ჩატარდება

571
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წელს ჩატარდება

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ სურს, 2021 წელს ჩაატაროს ახალი რეფერენდუმი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ, _ იუწყება გაზეთი The Time.

“შოტლანდიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს, იყოს თუ არა დამოუკიდებელი უკვე შემდეგი პარლამენტის მუშაობის პერიოდში”, _ განაცხადა სტერჯენმა ITV Border-თან ინტერვიუში.

2014 წლის რეფერენდუმში შოტლანდიელთა 55%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ბრექსიტმა და იმან, როგორ ებრძვის ბრიტანეთის მთავრობა კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისს, შოტლანდიელთა შორის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა გაზარდა.

ბოლო რამდენიმე გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ შოტლანდიის მოსახლეობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. ანალიტიკოსების ვარაუდით, შოტლანდიის ნაციონალური პარტია, სტერჯენის ხელმძღვანელობით, კარგ შედეგს მიაღწევს 2021 წლის მაისში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში.

finam.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here