Home რუბრიკები პოლიტიკა შოლცის განცხადება საქართველოსა და მოლდოვასაც უნდა ეხებოდეს და ეხება კიდეც, მაგრამ ამას...

შოლცის განცხადება საქართველოსა და მოლდოვასაც უნდა ეხებოდეს და ეხება კიდეც, მაგრამ ამას არც ერთი მხარე არ იმჩნევს

213

გიორგი მიხეილის ძე გოფბაუერი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი იყო, რომელმაც უპილოტო თვითმფრინავი თყ-141 “Стрижლამის ნახევარი საუკუნის წინათ შექმნა და პირველი გაფრენა 1974 წელს განახორციელა, 1979 წელს კი ის ექსპლუატაციაში საბჭოთა არმიამ მიიღო. გოფბაუერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 2022 წლის 11 მარტს მის მიერ შექმნილი საფრენი აპარატი ნატოს წევრი ქვეყნების მთავარი თავისტკივილი და ერთგვარი დაპირისპირების მიზეზი შეიქნებოდა.

11 მარტს, გამთენიისას, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების გარეუბანში ციდან რაღაც ჩამოვარდა და უზარმაზარი ღრმული გააჩინა. სოციალურ ქსელში ისიც კი დაიწერა, ხორვატებს უცხოპლანეტელები ეწვივნენო; შემდეგ კი გაირკვა, რომ ჩამოვარდნილი “რაღაც” იყო უპილოტო თვითმფრინავი, Ту-141 “Стриж”. ისიც გაირკვა, რომ ეს თვითმფრინავი ცაში უკრაინის ტერიტორიიდან აიჭრა, გადაკვეთა ჯერ რუმინეთის, შემდეგ უნგრეთის საზღვარი და ზაგრებში ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ისეთ ადგილზე დაეცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია და ექსპერტებმა ისიც დაადგინეს, რომ უპილოტო საფრენ აპარატს რაღაც გაუფუჭდა, მისი მართვა ვეღარ შეძლეს და იფრინა იქამდე, სადამდეც ენერგია ეყო. ამის თაობაზე განცხადება ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გააკეთა.

როგორც ახლა გაირკვა, უპილოტო საფრენი აპარატი ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა რუმინეთის, უნგრეთისა და ხორვატიის თავზე და ვერავინ შეამჩნია. სამივე ქვეყანა ნატოს წევრია, ჩვენ ნატოს ბაზებიდან გვიცავენ და გვეუბნებიან, რომ მათ გარეშე ცაზე ჩიტიც ვერ გაფრინდება, ახლა კი ირკვევა, რომ ჩიტი კი არა, საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავის აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ და ვინმე ამიხსნის, ეს რას ნიშნავს?!”

მილანოვიჩს, სავარაუდოდ, ნატოს დიდმა წევრებმა აუხსნეს, “ეს რას ნიშნავს”, რადგან ამ შემთხვევაზე კრინტი აღარ დაუძრავს. დუმილი არჩიეს რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმაც, რომელთა თავზეც ასევე გადაიარა უპილოტო საფრენმა აპარატმა. ჰო, ნატოს ოფისის მეათე რანგის ჩინოსანმა, ტექნიკური წუნი იყოო, სადღაც დაიწუწუნა და ისიც ვერ გაარკვიეს, ეს ნატოს ოფიციალური პასუხი იყო თუ იმ გაურკვეველი თანამდებობის მქონე ჩინოსნის პირადი აზრი. რას ნიშნავს, ტექნიკური წუნი სამი ქვეყნის საზღვარზე ერთდროულად? თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აპარატი ცაში უკრაინის ტერიტორიიდან აფრინდა.

მოგეხსენებათ, უკრაინა დასავლეთს ცის ჩაკეტვას სთხოვს და კატეგორიულ უარს იღებს. ეს უარი მხოლოდ დასავლეთის ნება არ არის, მათ გადაწყვეტილებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებამაც იმოქმედა, რომელმაც აღნიშნა: თუ რომელიმე ქვეყანა ღიად ჩაერევა კონფლიქტში და ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც მას მონაწილედ აქცევს, ჩვენ საბრძოლო მოქმედებებს მის წინააღმდეგაც დავიწყებთო. დასავლეთმაც დააკონკრეტა: უკრაინის მხარეს კი ვართ, მაგრამ ცას ვერ დავკეტავთ და, რაც მთავარია, მკაცრად ვუპასუხებთ რუსეთს, თუ ის ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას შეეხებაო. ახლა კი ნატოს ხელმძღვანელობას თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ რუსულმა საფრენმა აპარატმა ერთბაშად ნატოს წევრი სამი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, მაგრამამას იმიტომ ვერ ამბობენ, რომ, წესით, სარაკეტო სისტემებს უნდა ემუშავა და ვერ ამბობენ იმიტომაც, რომ ასეთ განცხადებას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, ეს კი მათ გეგმებში აშკარად არ არის _ ნატო უკრაინისთვის ბრძოლას არ აპირებს და ეს ჩანდა ომის დაწყებამდეც, ჩანს ახლაც და ეს იცის ყველამ. აღნიშნული ისევე მარტივი აღსაქმელია, როგორც ის, რაც გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა: “ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მზად არ არის, მის გამო კავშირში მიღების წესი შეცვალოს”. პრინციპით: რძალო, შენ გეუბნები, მულო, შენ გაიგონეო, შოლცის განცხადება საქართველოსა და მოლდავეთსაც უნდა ეხებოდეს და ეხება კიდეც, მაგრამ ამას არც ქართული მხარე იმჩნევს და არც მოლდავური. ისე, 12 მარტს აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ საპარლამენტო არჩევნები გამართა და…

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. ევროკავშირი განაგრძობს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია”, _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მას სიტყვაც კი არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველომ წარადგინა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და, თუ ამ კავშირს სურს საქართველოსთან რეალური თანამშრომლობა, მაშინ უახლოეს მომავალში საკითხს დადებითად გადაწყვეტენ. არა, ახლაც კი, უმძიმესი პოლიტიკურ მდგომარეობაში, დასავლეთი ცივი გონებით მოქმედებს და ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასრეალურად მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად იყენებს და ამ ქვეყნებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა უახლოესი 50 წლის განმავლობაში, უბრალოდ, არ აქვთ.

ისევ უპილოტო საფრენ აპარატს დავუბრუნდეთ. ისე რომ მოხდეს, ხვალ, ზეგ მორიგმა უპილოტო თვითმფრინავმა გადაკვეთოს ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე, რომელიმე შენობა დააზიანოს ანშემთხვევითსაცხოვრებელ კორპუსს დაეცეს, რა მოხდება? ხომ იტყვიან, რუსეთმა პირობა დაარღვია და ამიტომ ნატო ომში ერთვებაო? და მერე ვინმე დაიწყებს მტყუანმართლის გარჩევას თუ ნატოს ჯარებს იმას გაახსენებენ, 1999 წელს იუგოსლავიის დაშლის პროცესში სერბეთში სამიზნეში საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები რომ ჰქონდათ ამოღებული?!

ვერ გეტყვით, საქართველოში არ სურთ, დაიჯერონ თუ ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის კონფლიქტი და არც ტერიტორიების გადანაწილების პროცესი. რეალურად, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და დღეს მიმდინარე პროცესები კარგა ხნის წინათ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილია; სწორედ შეთქმულების, რადგან უკრაინა, რომელსაც დაუფარავად აქეზებდნენ (და ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია), ახლა მარტო დატოვეს და მშვიდად უყურებენ, როგორ კვდებიან ჯარისკაცები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო ომი და, დასავლურ მედიას რომ გაეცნოთ, ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ რუსი ჯარისკაცები კვდებიან, უკრაინელები კი _ არა. სინამდვილეში, მსხვერპლი ორივე მხარეს დიდია და თითოეული ჯარისკაცის სიკვდილი ნამდვილი ტრაგედიაა, ტრაგედია მათი ოჯახებისთვის, თორემ დასავლეთისთვის ჩვეულებრივი სტატისტიკაა და მათ საერთოდ არ აღელვებთ, გარდაცვლილთა გრაფაში სამნიშნა ციფრი იქნება, ოთხნიშნა თუ ხუთნიშნა. მთავარია, ჯერჯერობით ყველაფერი სწორედ მათი გეგმის მიხედვით მიდის, ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს და როგორც ერთ, ისე მოერე მხარეს პირტიტველა ბიჭები იღუპებიან.

ვერც ერთი სამხედრო ექსპერტი ვერ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება ხვალ და ზეგ, რადგან რეალურად არავინ იცის, რა აქვს ჩაფიქრებული დასავლეთს და სადამდე სურს წასვლა ამერიკას. ჰო, მათი ნაფიქრი და ნააზრევია საიდუმლო, თორემ რუსეთმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რას ითხოვს და რა პირობებით შეწყდება სისხლისღვრა, უკრაინის პოზიცია კი ჯერაც გაურკვეველია და გაურკვეველია ერთადერთი მიზეზით _ ზელენსკი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და წარმოდგენა არ აქვს, რას რა პირობებით უნდა დათანხმდეს.

ასეთ ვითარებაში ყველაზე მარტივია რუსეთის მონსტრად წარმოჩენა, რასაც დასავლეთი წარმატებით ახორციელებს კიდეც. ისე, ცოტა არ იყოს, პარადოქსულია, მთავარ დამნაშავედ გამოცხადებულ ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შულცი საათობით რომ ესაუბრებიან. ჰო, ბარემ ისიც ვთქვათ, ბუნკერში “დამალული” პუტინი 75 წუთის განმავლობაში იყო ტელეფონზე ჩამოკიდებული და არ შეშინებია, ნატოს ჯარები რომ აღმოაჩენდნენ და წერტილოვან დარტყმას განახორციელებდნენ. პრინციპში, 75 წუთი ბევრი არ არის, ალბათ, დრო არ ეყოთ სიგნალის აღმოსაჩენად.

ის, რომ ამერიკა ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობს, 13 მარტს, გამთენიისას გაკეთებული განცხადებიდანაც გამოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას დამატებით 200 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. ეს დაფინანსება დაიხარჯება იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან, ასევე უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად. საინტერესოა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს დაუყოვნებელ დახმარებას, ისეთი სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები. მანამდე იყო შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 13,6 მლრდ დოლარის ღირებულების დახმარება, რომლის ძირითადი ნაწილი ასევე თავდაცვის საშუალებების შეძენას უნდა მოხმარდეს. კარგად ჩანს, რომ აშშ ამ ომის დასრულება არ სურს, ფულს არ იშურებს უკრაინელებისთვის იარაღის შესაძენად და გაგანია ომში უკრაინელი სამხედროების გადამზადებასაც კი ფიქრობს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ნატო ექსპერიმენტებს ატარებს უკრაინელებზე ჩვენზე და კიდევ ბევრზე..არც ევროკავშირში და არც ნატოში არასდროს არ მიგვიღებენ 2008 ში მაპი არ მოგვცეს რატომ??რუსეთისათვის შესაწირავ ბატკნებად ვჭირდებით,,,100 წლის წინათაც
    მიგვატოვეს და ეხლაც იგივე გრძელდება რაში ვჭირდებით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here