მთავარი საზოგადოება შობა _ რწმენისა და იმედის დღესასწაული

შობა _ რწმენისა და იმედის დღესასწაული

1241
გააზიარეთ
შობა _ რწმენისა და იმედის დღესასწაული

1917 წლის რევოლუციამდე სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში ზამთარში დღესასწაული მხოლოდ ქრისტეშობა იყო; ბრჭყვიალანათურებიანი ნაძვის ხე კი შობის სიმბოლო იყო და არა საახალწლო. რევოლუციის შემდეგ ქვეყანა იულიუსის კალენდრიდან გადავიდა გრიგორიანულ (გრიგოლის) კალენდარზე _ ასე წავიდა ახალი წელი 13 წლით წინ; შობა კი ახალი სამოქალაქო ათვლით 7 იანვარს აღმოჩნდა. ნაძვის ხემ შეიცვალა მნიშვნელობა _ ის საახალწლოდ გადაიქცა.

ახალ წელს მაინც ჰქონდა შობის ანარეკლი _ ეს იყო თბილი, ოჯახური და, პრაქტიკულად, არაიდეოლოგიზებული დღესასწაული, რომელსაც დაჰკრავდა სასწაულისა და საიდუმლოს ელფერი, ჰქონდა რაღაც კარგის მოლოდინი, რაღაც გაურკვეველის, მაგრამ სასიკეთო გარდაქმნების, რომლებიც მალე უნდა მოხდეს.

ახალ წელი ძალიან უყვარდათ (და უყვართ) ბავშვებს _ არა იმდენად ტკბილეულისა და საჩუქრების, რამდენადაც სასწაულისა და საიდუმლო ატმოსფეროს გამო. ადამიანები ამჟამადაც ამას ეძებენ _ “ახალი წელი ჩვენკენ მოისწრაფის, მალე ყველაფერი აგვიხდება”, მაგრამ გაურკვეველია, სახელდობრ, რა. ჩაივლის პირობითი თარიღი, შეიცვლება ციფრები კალენდარზე და ცხოვრება კვლავ გაგრძელდება. სასწაულის მოლოდინი არცთუ იშვიათად იცვლება მწუხარებით _ საათმა ჩამოჰკრა, ახალი წელი დადგა და არაფერი მომხდარა.

ადამიანები ცდილობენ, ცხოვრებაში დაამკვიდრონ რიტუალი და მისტიკა აღმოსავლური კალენდრის დახმარებით _ გასული წელი იყო ღორის წელიწადი, ახლა დადგა ვირთხის, მაგრამ აღმოსავლურმა კალენდარმა ვერ გადააქცია ახალი წელი დასვენების დღესასწაულად. ადამიანი დასვენების დღეებით იკმაყოფილებს დასვენების მოთხოვნას; დღესასწაულებით _ იმედს. ადამიანებს შეუძლიათ, აიტანონ (და, არცთუ იშვიათად იტანენ ხოლმე) მძიმე შრომა და გაჭირვება, თუკი ამაში მათთვის მნიშვნელოვან აზრს დაინახავენ; სამუშაო კი, თუ ის უაზროა, ყოველთვის წამებაა. შეიძლება დაძლიო წინააღმდეგობები, თუკი იცი, საით მიდიხარ, შეუძლებელია ირბინო ისე, როგორც ციყვი დარბის დოლურაში.

და აი ქრისტეშობის დღესასწაული _ ის არის რწმენისა და იმედის შესახებ.

ათეისტური ნაშრომების პოპულარულმა ავტორმა რიჩარდ დოკინზმა თავის დროზე საკმაოდ ზუსტად ჩამოაყალიბა თავისი მსოფლმხედველობა შემდეგი სიტყვებით: “სამყაროში არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და არც მიზნები და ჩანაფიქრები, არაფერი არსებობს ბრმა, დაუნდობელი გულგრილობის გარდა”. ბევრი ამას საჯაროდ არ აღიარებს ასეთი სიცხადით, მაგრამ ცხოვრობს ისეთ სამყაროში, რომელშიც ეს იგულისხმება.

შობის მიღმა კი არის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ. თუ ათეისტი ხართ _ იმიტომ, რომ შობამ შექმნა ჩვენი ცივილიზაცია და კულტურა; თუ მზად ხართ, იწამოთ _ იმიტომ, რომ მას შეუძლია გარდაქმნას თქვენი ცხოვრება, ისე, როგორც უამრავი ადამიანის.
შობა _ რწმენისა და იმედის დღესასწაული

გადმოვცეთ ის მოკლედ:

სამყაროში, ანუ, უფრო ზუსტად, მის ზემოთ არსებობს აბსოლუტური სიკეთე, სილამაზე და ჭეშმარიტება _ ღმერთი, რომელმაც სიყვარულისგან შექმნა სამყარო, ადამიანი კი _ მუდმივი სიხარულისთვის.

ამ სამყაროში მიმდინარეობს დაცემისა და ხსნის დრამა. ადამიანები ჩამოშორდნენ შემქმნელს და ჩაცვივდნენ ცოდვაში, ამით ძალიან ავნეს თავიანთ თავს და, საერთოდ, მრწამსს, მაგრამ ღმერთს ჩაფიქრებული აქვს სამყაროს გადარჩენა _ ის კაცობრიობის ისტორიას აძლევს მიმართულებასა და აზრს.

ამ ისტორიის მთავარი მოვლენაა იესო ქრისტეს დაბადება. ღმერთი მას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა და ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ძველ აღთქმას ვუწოდებთ. ღმერთი ირჩევს აბრაამს _ “რწმენის მამას”, რომელსაც დღეს ღრმა პატივს სცემენ იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმანები, და მისგან ქმნის ებრაელ ხალხს, რომელიც, კერპთაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, ინარჩუნებს რწმენას ჭეშმარიტი ღმერთისადმი. ამ ხალხს წინასწარმეტყველები ეუბნებიან, რომ სამყაროს მოევლინება იდუმალი მხსნელი _ ის იქნება არა უბრალოდ დიადი ადამიანი, არამედ ღმერთის გამოგზავნილი. მისი სახით თვითონ ღმერთი მოვა და ჩასახლდება ადამიანებში.

და აი რჩეულ ხალხში გამოჩნდა ღვთისმშობელი მარიამი.

ის თანახმაა, მიიღოს, ატაროს და შობის ყრმა, რომელიც ჩაისახა ზებუნებრივად. ეს ყრმა არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ღმერთი, რომელიც ხდება ადამიანი, რათა “გვიხსნას ჩვენ”, როგორც ამბობს, რწმენის სიმბოლო. სახელდობრ, მის დაბადებას ვზეიმობთ ჩვენ.

ღმერთი მოდის ჩვენს სამყაროში და ხდება ადამიანი, იმისთვის, რომ ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით მოგვიტევოს ცოდვები და ვიცოცხლოთ მარადიულად.

მათთვის, ვისაც სწამს, ეს არ არის მხოლოდ ამბავი ღრმა წარსულიდან, ეს არის რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში აქ და ამჟამად.

ქრისტემ შექმნა ეკლესია _ თანამეგობრობა ადამიანებისა, რომლებსაც სწამთ მისი და ასრულებენ მათ მიერ დაწესებულ ღვთისმსახურებას. ის თვითონ არსებობს და მოქმედებს ეკლესიაში და გარდაქმნის მათ ცხოვრებას, ვინაიდან მზად არის, მიენდოს და მოუსმინოს მას.

ღმერთმა შექმნა თითოეული ჩვენგანი, ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ და მზად არის, დაგვეხმაროს თითოეულს, როგორც კი შევალთ ეკლესიაში და მივმართავთ მას.

შობას ჩვენ ვიკრიბებით ტაძრებში, რათა გავიხაროთ ქრისტეს მოსვლით სამყაროში, და ვართ იქ _ ჩვენს სულიერ ოჯახში, სადაც უფალი, მისი წმინდა დედა მარიამი, ანგელოზები და წმინდანები სიყვარულით გველოდებიან.

იქ არის წყარო სასწაულებისა და საიდუმლოებების, რომლებსაც ადამიანები გრძნობენ და განიცდიან შობის დღეებში. სამყაროში მართლაც შემოდის რაღაც უსასრულოდ კარგი და ჩვენი ცხოვრება შეიძლება მართლაც შეიცვალოს უკეთესობისკენ.

ასეთია მემკვიდრეობა ჩვენი მორწმუნე წინაპრებისა და იმ ცივილიზაციისა, რომელსაც ქრისტიანულს ვუწოდებთ, რომლის ათვლაც იწყება ქრისტეს შობის წლიდან. ვიღაცისთვის მისაღებია ეს მემკვიდრეობა, ვიღაცისთვის _ არა, მაგრამ ნებიმიერ შემთხვევაში ყველამ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, განსაკუთრებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში.

Vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here