Home სხვადასხვა დაიჯესტი “შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!”

“შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!”

2686

ვისაც სურს ჩემი დანახვა, მართლაც მხედავს. ვისაც არ სურს, მის თვალწინ ტრიალს ვერ ვიკადრებ! ვისთვის უნდა შემეხსენებინა, სექტემბერში რომ სცენაზე­ მოღვაწეობის 70 წელი შემისრულდა?!” – ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე.

 

– არ ახსოვთ ჩემი 70-წლიანი მოღვა­წეობა და რა ვქნა?! ჩემს ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია და შემიხსენებია! მინახავს, დიდი შესაძლებლობებით გამორჩეული მსახიობები რომ არ იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მოიპოვეს; მსახიობები, რომელთა ნამუშევარი ისტორიას არ შემორჩება, ვერც მათ სახელს გაუძლებს დრო, მაგრამ მაქსიმუმს მიაღწიეს. ამას თურმე შნო უნდა, რაც მე არა მაქვს! მამაჩემმა რომ გაიგო, თეატრალურში ვაბარებდი, მითხრა, არასოდეს არავის წინ არ დაუდგე, უკან იდექი და თუ ვინმეს შენი დანახვა სურს, ასეც შეგამჩნევსო. როგ­ორც დამარიგა, ისე მოვდივარ მთელი ცხოვრება. ვისაც სურს ჩემი დანახვა, მართლაც მხედავს. ვისაც არ სურს, მის თვალწინ ტრიალს ვერ ვიკადრებ. მე და ჩემი მეუღლე ერთად მოვდიოდით მთელი 70 წელი და მაინცდამაინც სექტემბერში დამტოვა… ცრემლის გარეშე მასზე საუბარი არ შემიძლია…
– კულტურის სამინისტროდან ან მთავრობის წევრებიდან არავის მოულოცავს?
– მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობდი,­ მაგრამ დაბადების დღეზე არაჩვეულებრივი საყურეები გამომიგზავნა. არადა, ახლოდან თვალით არ მინახავს. პოლ­იტიკაში არ ვერევი, ჩემს სიცოცხლეში მიტინგზე არ ვყოფილვარ… დღევანდელი კულტურის მინისტრი ვერ მცნობს. ჩემთვის სალამი არასოდეს უთქვამს, სხვა ყურადღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
ცოტა ხნის წინ თენგიზ არჩვაძის იუბილე იყო. ისიც ვიწრო წრეში ახლობლებმა გადაუხადეს. თენგიზი არ არის ის კაცი, ახლოს მიგიშვას, მაგრამ მე იმდენად ახლობელი ვარ, რომ გამილანძღავს, მიჩხუბია, სმა დამიშლია… ამ ყველაფერზე იუბილეზე მოვყევი, ყველას გაეცინა და თვითონ თენგიზიც სიცილით იგუდებოდა…­ “თამარ ქალო, ქვეყნის თვალო”, ასე მეძახის.
იუბილე რომ დასრულდა, თენგი­ზთან მივედი და ვაკოცე. მასთან ერთად კაცი იდგა, თენგიზი ჩემზე უყვებოდა, თამარი არაყს მიღვრიდაო და იცინოდა. ეს კაცი მინისტრი ყოფილა და ვინაიდან მხედველობა ძალიან დაქვეითებული მაქვს, ვერ ვიცანი, თორემ მივესალმებოდი. კი ვარ გაბრაზებული, მაგრამ სალამს არ დავუკავებდი.
ჩემს ცხოვრებაში თეატრში კონფლიქტი არ მქონია. ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ძალიან ბევრი ცუდი გამიკეთა და მხოლოდ მას არ ველაპარაკები… 70 წლის განმავლობაში რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და არც დამიგვიანია. სიცხიანი დამიტოვებია შვილი და მაინც მივსულვარ.
ჩემი შვილი რომ ცუდად გახდა, ჩემი მეუღლე დარდისგან ლოგინად ჩავარდა..­. მე მაინც დავდიოდი თეატრში. შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, მაგრამ ადამიანმა რა ტრაგედიაც უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს… ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!
რაც მე გადავიტანე, მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარ! თეატრში ვარ, ქუჩაში თუ სხვაგან, ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობ! მე თუ დღემდე რამემ მომიყვანა, დალოცვილმა მაყურებელმა!
თეატრში რომ მივედი, ტიტანები დამხვდნენ. კედელზე ვიყავით აკრული და ისე ვუსმენდით ამ ხალხს. შუაში მათ ვერასოდეს გავუვლიდი, მე დღემდე ასეთად დავრჩი და სამწუხაროა, რომ ახალ თაობას სულაც არ აინტერესებს არც თეატრის ისტორია და არც უფროსი მსახიობის მორიდება აქვთ!

წყარო: cyc.ge

1 COMMENT

  1. დიდ პატივისცემას გამოვხატავ თქვენს და თქვენი ოჯახის მიმართ, ქალბატონი თამარ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here