Home ახალი ამბები მსოფლიო შვედეთში უარი თქვეს კარანტინზე

შვედეთში უარი თქვეს კარანტინზე

994
შვედეთში უარი თქვეს კარანტინზე

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაწესებულია კარანტინი და საზღვრები _ დახურული, შვედეთში კი გადაწყვიტეს, ევროპის გზით არ წასულიყვნენ და საკუთარი სტრატეგია აერჩიათ.

27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შვედეთში 2840 კაცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება საჭიროდ არ მიიჩნევს საგანგებო ზომების გატარებას. შვედეთში განაგრძობენ ძველებურად ცხოვრებას – მუშაობს საბავშვო ბაღები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სასპორტო დაწესებულებები, სამთო-სათხილამურო კურორტებიც კი. ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ იოჰან კარლსონის თქმით, ასეთი სტრატეგია აირჩიეს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იძულებით ზომების გატარების შემთხვევაში კი დაირღვეოდა საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფუნქციობა, რაც ძალიან დააზარალებს ქვეყანას.

ყველაფრის მიუხედავად, მინიმალური შეზღუდვები მაინც დააწესეს. მაგალითად, აიკრძალა ღონისძიებები 500-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით და შეიზღუდა უცხოელთა შესვლა ქვეყანაში. 70 წელზე მეტი ხნის ადამიანებს ურჩევენ, შეამცირონ სოციალური კონტაქტები, ხოლო დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას, დარჩნენ შინ. ტესტები უტარდებათ მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ რისკის ჯგუფის პაციენტებს.

თვითონ შვედებმა კი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს და, აკრძლვების არარსებობის მიუხედავად, შინიდან იშვიათად გამოდიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here