მთავარი დაიჯესტი შვედებს შვედეთიდან აძევებენ

შვედებს შვედეთიდან აძევებენ

544
გააზიარეთ
შვედებს შვედეთიდან აძევებენ

შვედეთის არაბული პარტია გამოვიდა მოწოდებით, ქვეყნიდან გაასახლონ მკვიდრი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მიგრანტებისა დამრავალფეროვნებისიდეის მიმართ. ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში აღირიცხა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ქუჩაში ძალადობის, ანტისემიტიზმისა და ხულიგნობის ბევრი შემთხვევა, რაც გასაკვირია ამ მაღალ განვითარებულ სკანდინავიურ ქვეყანაში. რა ელის შვედეთს?

ერთი თვეა, რაც შვედეთის არაბული პარტია დარეგისტრირდა, მაგრამ სახელი გაითქვა ლოზუნგით, რომლის მიხედვითაც შვედეთიდან უნდა გააძევონ ის შვედები, რომლებსაც არ მოსწონთ მულტიკულტურიზმისა და ეთნიკური მრავალფეროვნების პრინციპები.

არადა, ქვეყნის მოსახლეობის, სულ ცოტა, მეხუთედია ასეთი. 2018 წლის არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიამ (“შვედი დემოკრატები”), რომელიც მიგრაციის მკვეთრად შემცირებას მოითხოვს, ამომრჩეველთა ხმების 19% მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა.

თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ. თქვენი შვედეთი, რომლის დაბრუნებაც გსურთ, წარსულს ჩაბარდა”, _ ასე გააფრთხილა შვედები არაბული პარტიის მდივანმა კრარ ალჰამედემ, პარტიის ძირითადმა პროპაგანდისტმა, რომელმაც მთავარ სააგიტაციო მოედნად “ფეისბუკი” აირჩია.

ალჰამედეს აზრით, გადასახლება ყველას წაადგება, განსაკუთრებით შვედ პენსიონერებს, რომლებისთვისაც ძალიან მძიმეა ახალ რეალობასთან შეგუება. ახლა მათი სახლი შეიძლება იყოს პოლონეთში, ახალ ზელანდიაში ან ტაილანდში, ხოლო შვედეთის სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა დაიკისროს ამ არასაკმარისად ტოლერანტული მკვიდრი მოსახლეობის ახალ ადგილებზე გადასახლებისა და საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფის ხარჯები.

კრარ ალ-ჰამედეს აზრით, არანაირი მკვიდრი მოსახლეობა არ არსებობს და ჩვენ, ყველანი, რომელიღაც თაობის მიგრანტები ვართ, უახლოესი მომავლის საერთო ამოცანა კი ერთმანეთში არევა და ჰარმონიულად ცხოვრებაა.

ამ განცხადების მიუხედავად, არაბების პარტიას განზრახული აქვს, ზოგიერთი შვედი, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორი, ქვეყნიდან ძალის გამოყენებით გააძევოს უმცირესობის მიმართ გამოხატული აშკარა შოვინიზმის გამო. არაბებმა განაცხადეს, რომ სიას შვედებისა, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებას იმსახურებენ, მალე წარმოადგენენ.

ამ თავხედობის შეფასება, ალბათ, თავგადაკლულ ლიბერალებსაც კი გაუჭირდებათ. შვედეთის სამეფო, უკვე დიდი ხანია, სამოთხედ ითვლება მიგრანტებისთვის, რომლებმაც ეს აყვავებული ქვეყანა ლამის ჯოჯოხეთად აქციონ.

რამდენიმე დღის წინათ დანიელმა მემარჯვენე აქტივისტებმა 2 ყურანი არადანიშნულებისამებრ გამოიყენეს _ ერთი დაწვეს, მეორეთი ფეხბურთი ითამაშეს. ამის საპასუხოდ გაიმართა დიდი მიტინგი, ოღონდ არა დანიაში, არამედ შვედეთის ქალაქ მალმეში. მიტინგის მონაწილეებმა ჯავრი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იყარეს, პარალელურად ანტიებრაულ სიმღერებს მღეროდნენ. არაბულმა პარტიამ ამ ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯები დანიელმა პროვოკატორებმა უნდა გაიღონ.

ზემოხსენებული კრარ ალ-ჰამედეც მალმეში ცხოვრობს _ ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქში, რომლის მოსახლეობის ნახევარს მიგრანტები და მათი შვილები შეადგენენ. მალმეს უწოდებენ შვედეთის კრიმინალურ დედაქალაქს, რომლის ზოგიერთ რაიონში სასწრაფო დახმარებისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლები პოლიციის გარეშე შესვლას ვერ რისკავენ.

შვედეთი, მაღალი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მიუხედავად, გამოირჩევა ძალადობრივი დანაშაულის ბევრი შემთხვევით, რომელთა ძირითადი წყარო ქუჩის ბანდები და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არიან. ამ ქვეყანაში იშვიათი არ არის არც ციხეების შტურმი “ავტორიტეტების” გასათავისუფლებლად და არც პოლიციის განყოფილებისთვის ხელყუმბარების სროლა. ჩვეულებრივ ამბად იქცა შეიარაღებული ძარცვა და სროლები ქუჩაში, რადგან სამეფოში ბევრია იარაღი და არც მისი შოვნაა რთული საქმე. სპეციალისტთა გათვლებით, 1995-2016 წლებში შვედეთში დანაშაულის უმრავლესობა ბანდების წევრებმა ჩაიდინეს, მაგრამ შვედეთის პრემიერმინისტრმა სტეფან ლევენმა მხოლოდ 2019 წელს აღიარა კავშირი ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების მატებასა და მიგრაციას შორის. ამ საკითხზე დისკუსია ძალიან გამწვავდა ბოლო პერიოდში, რადგან შვედეთმა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მეტი ლტოლვილი მიიღო ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან. შვედური ღია კარისპოლიტიკის სხვა შედეგი არის ანტისემიტიზმი და ისლამიზმი, რომლის რუპორებიც არაერთხელ გამოსულან მოწოდებებით, შვედეთი გაეწმინდათ ებრაელებისა და ურწმუნოებისგან. ოღონდ ამ რუპორებს ადრე აღიქვამდნენ, როგორც ექსტრემისტებს, ახლა კი მსგავსი პროგრამით ლეგალური არაბული პარტია 2022 წელს პარლამენტში შესასვლელად ემზადება.

ამბობენ, რომ ამ პარტიის უკან ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები და რადიკალურად განწყობილი მოლები დგანან, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით სახიფათოა და ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.

შვედებს შვედეთიდან აძევებენ

არაბული პარტია თავის პოტენციურ წევრებს მიგრანტების საზომით დრაკონულ მოთხოვნებს უყენებს: პარტიელებმა შვედეთში უნდა დაამთავრონ კოლეჯი, სჯობს _ უნივერსიტეტი, და არ ჰქონდეთ არა მხოლოდ ნასამართლეობა, არამედ, პოლიციის განყოფილებაშიც კი არ უნდა იყვნენ ნამყოფი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, პარტია, რომელიც თავს არაბი ხალხის წარმომადგენლად მიიჩნევს, სოციალისტური პრინციპების დამცველია. ეს ამ პარტიას მიაკუთვნებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პანარაბულ მოძრაობას, როდესაც ნაციონალიზმი გაერთიანებული იყო მარქსიზმთან და რომელსაც მხარს საბჭოთა კავშირი უჭერდა. სხვა საქმეა, რომ გამალ აბდელ ნასერის, ბაშარ ასადის, მუამარ კადაფის, სადამ ჰუსეინისა და სხვათა რეჟიმებმა, სურვილის მიუხედავად, ვერ განაგრძეს მარცხნივ ისე სვლა, როგორც თანამედროვე შვედმა არაბებმა. არაბული პარტიის წევრებს აკრძალული აქვთ ნებისმიერი რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება, ამასთანავე, პარტიის რიგებში შესვლისკენ აქტიურად მოუწოდებენ ქალებს, ებრაელებსა და გეებს. პარტიის პროგრამის რამდენიმე თეზისში ლაპარაკია ფემინიზმის მხარდაჭერასა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

მოკლედ, არაბული პარტია მაქსიმალურად შორს დგას წვეროსნებისგან, რომლებიც ოცნებობენ სრულიად ევროპაში შარიათის კანონების დაწესებაზე, და თავისი სახელწოდების საწინაამდეგოდ, მაქსიმალურად ახლოს არის გლობალურ მემარცხენე ინტერნაციონალიზმთან, მათ შორის იმ “ანტიფასთან”, რომელიც ახლა “იმპერიალისტურ აშშ-ს” ანგრევს.

უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთში პარტიების შექმნა ძალიან ადვილია. ამჟამად მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულია. არის იმიგრანტების პარტიაც, ფემინისტებისა და იმ ადამიანებისაც, რომლებსაც დანიასა და ნორვეგიასთან გაერთიანება სურთ; მათაც, ვინც შვედეთის სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეს (სხვათა შორის, მალმე სწორედ იქ არის) დამოუკიდებლობას მოითხოვს. არაბულმა პარტიამ შეიძლება ან პატარა პარტიების რიგები შეავსოს, რომლებსაც გავლენა არ აქვთ, ან წარმატებას მიაღწიოს.

საქმე ის არის, რომ შვედეთში არაბული დიასპორა, რომლის მხარდაჭერის იმედიც აქვს პარტიას, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

შვედები სიამოვნებით იღებდნენ ერაყელ ლტოლვილებს, შედეგად 2010 წელს შვედეთის მოქალაქეების 5% არაბული წარმოშობის იყო. ახლა, სირიისა და ლიბანის ომების შემდეგ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია. და რადგან ლაპარაკია ტოლერანტულ შვედეთზე, იქ არაბული ინტერესების გატარება ულტრამემარცხენე ლოზუნგებით გაცილებით იოლია, ვიდრეშარიათული შეფუთვით” _ მემარცხენე ლოზუნგებს შეიძლება ზოგიერთმა შვედმაც კი დაუჭიროს მხარი. აქედან გამომდინარე, არაბულ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს. პარტია არაბული დიასპორისთვის სოციალური ლიფტი იქნება, მემარცხენეებისთვის _ იდეური მოკავშირე კაპიტალიზმთან, იმპერიალიზმთან, ფაშიზმსა და სექსიზმთან ბრძოლაში.

სხვა საკითხია, ვის ინტერესებს დაიცავს ეს პარტია და ჩაერთვებიან თუ არა მის საქმიანობაში დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებსაც აქვთ რესურსი და პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობენ. აი ამ საკითხების გადაწყვეტა მოუწევთ შვედებს, სანამ ისინი ჯერ კიდევ არ გაუსახლებიათ ახალ ზელანდიაში.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here