მთავარი საზოგადოება შეშლილი ამერიკა

შეშლილი ამერიკა

1212
გააზიარეთ
შეშლილი ამერიკა

უხილავი ვირუსი უსერიოზულეს პრობლემას თუ გაუჩენდა მსოფლიოს, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა თუნდაც 2020 წლის იანვარში. ჩინეთიდან მომავალი ხმა კი აღწევდა ჩვენამდე, მაგრამ სუსტად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩინეთი შორსაა და იქ აფეთქებული ეპიდემია პანდემიაში, ანუ მსოფლიო პრობლემაში თუ გადაიზრდებოდა, არავის ეგონა. არხეინად ვიყავით ყველა, მათ შორის აშშიც, ევროკავშირის წევრი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც, მაგრამ მოხდა დაუჯერებელი, ძნელად ასახსნელი _ კორონავირუსმა დააჩოქა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, ბირთვული სახელმწიფო, მსოფლიოს საფინინასოეკონომიკური სისტემის საჭეთმპყრობელი აშშ.

საქართველოში ბავშვობიდანვე ვოცნებობდით აშშ-ის საამურ ცხოვრებაზე, მის დემოკრატიაზე, ეკონომიკურ-სოციალურ უპირატესობაზე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, მაგრამ მოგვიანებით, ამ ქვეყნის ახლოს გაცნობის შემდეგ, ოცნებას ბზარები გაუჩნდა, მაგრამ იმას, რაც უხილავმა ვირუსმა თავს დაატეხა ამერიკას, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

3-4-თვიანმა კორონავირუსულმა შეტევამ მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, რკინაბეტონის ფეხებზე მყარად მდგარი ქვეყანა თურმე ქათმის ფეხებზე მდგარა, ხოლო მისი პოლიტიკური სისტემა _ სუსტი და იოლად ჩამოსაშლელი ყოფილა; რომ მისი სახელგანთქმული ჯანმრთელობის დაცვის სფერო მასობრივ შეტევას ვერ უძლებს და იმასღა ახერხებს, თან გაჭირვებით, რომ გვამები ავტომანქანარეფრიჟერატორებში განათავსოს.

კორონავირუსის შეტევა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში დაახლოებით 70 000 ადამიანი ავადდება. ამერიკა პირველია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით _ 138 ათასი, დაავდებულთა რაოდენობა 3,7 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსული შეტევის ვითომ მოგერიების შემდეგ გახსნილი კვების ობიექტები ისევ იხურება. ეკონომიკურმა პაუზამ 47 მილიონზე მეტი ამერიკელი უმუშევრად დატოვა.

ერთი ტრაგიკული შემთხვევა საკმარისი იყო, რომ კარანტინით გაბეზრებული ამერიკა ქუჩაში გამოსულიყო: დაიწყო “ფერადი რევოლუცია”, ანუ ის, რასაც ამერიკა სხვა ქვეყნებში აკეთებდა. ამჯერად თვითონ შეიქნა საკუთარი გამოგონების მსხვერპლი. ავ თვალს არ ენახვება ის, რაც ერთ დროს ძლიერ, მაგრამ ამჟამად ხუხულასავით დაშლის პირზე მდგომ ამერიკაში ხდება: ცეცხლს უკიდებენ მაღაზიებს, პოლიციის შენობებს, პოლიციის ავტომანქანებს, კერძო საკუთრებას _ კაპიტალიზმის საფუძველს; წლის დასაწყისიდან პოლიციის მიერ 600-მდე ადამიანია მოკლული, 15 ათასი შავკანიანი _ დაპატიმრებული; ამსხვრევენ აშშ-ის დამაარსებელი მამების ძეგლებს, ანადგურებენ ყველაფერს, რაზეც დგას ამერიკა.

თეთრკანიანები, რომლებიც დღიდან აშშის შექმნისა შავკანიანებს არაფრად მიიჩნევდნენ, ახლა ფეხებს უკოცნიან მათ (პირდაპირი მნიშველობით). თვითგვემის განცდა, მაზოხიზმში გადასული, ისეთ გაუსაძლის ვითარებას ქმნის, უნებლიეთ ბადებს კითხვას: ნუთუ ეს არის ამერიკა? რა სუსტი და უმწეო ყოფილა ეს უბედური?!

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ხისტ პოლიტიკოსად ცნობილი, ლიტონი განცხადებების მეტს ვერაფერს აკეთებს; როდესაც აშშ-ის დედაქალაქის მერი შავი ქალბატონი მოურიდებლად იტყვის, ტრამპის ბრძანებულება ფეხებზე მკიდიაო; როდესაც ტრამპი პოლიციის დასაცავად განკარგულებას გამოსცემს, ხოლო კონგრესის წარმომადგენელთა პალატა თავის კანონპროექტს პრეზიდენტისას უპირისპირებს; როდესაც თითქმის არც ერთი გუბერნატორი პრეზიდენტის მითითებას არ იზიარებს და არ ასრულებს, ვერაფრით დაამტკიცებ, რომ აშშ-ის პოლიტიკური სისტემა მდგრადია.

აშშდან ყოველდღე მოდის ცხელცხელი ამბები, რომელთა შორის ხშირად ისეთს გაიგებთ, ხარხარის გუნებაზე დაგაყენებთ. განა სასაცილო არ არ არის სიტყვაშავის”, ინგლისურადბლექის,” დიდი ასოთი () დაწერა, ხოლოუაითის” (“თეთრის”) _ პატარა ასოთი? განა სასაცილო არ არის, ჭადრაკის თამაშის თეთრი პაიკით კი არა, შავით დაწყება?! გასაოცარი არ არის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლების წაბილწვა და დამსხვრევა?! მონათმფლობელი იყოო.

დიახ! ამერიკა შავკანიანების შრომით აშენდა, რომ არა ისინი, ვერ იქნებოდა ეს ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი. წარმოუდგენელმა ექსპლუატაციამ, ზანგების დამცირებამ, შეურაცხყოფამ, რასიზმმა ააშენა ამერიკა და ისეთ ქვეყნად აქცია, ჩვენ რომ შევნატროდით ერთ დროს. სამწუხაროდ, ბევრი, ცხადია, უცოდინარობის გამო დღესაც შეჰხარის. მათი აზრით, ის, რაც ამერიკაში ხდება, დროებითი მოვლენაა და მალე ჩაცხრება. პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდებდა, ამერიკა მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება.

წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ ის, რაც აშშში ხდება, დიდხანს გაგრძელდება, და შეიძლება მძიმე შედეგით დასრულდეს. ერთი რამ ამ მძიმე შედეგიდან ცნობილია _ აშშ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო ვეღარ იქნება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ამერიკის სხვა მოკავშირე ქვეყნების აშკარად სკეპტიკური დამოკიდებულება ნეგატიური შეფასებების საფუძველს იძლევა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც ტრამპმა სულელი უწოდა, აცხადებს, რომ თვით ამერიკას არ აქვს სურვილი, იყოს მსოფლიოს ლიდერი, ამიტომ ყველამ საკუთარ თავს უნდა მივხედოთო.

იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე წინააღმდეგია ამერიკული საშუალო სიშორის რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების.

ნატოში კი ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ეჭვს იწვევს მისი შემდგომი არსებობა.

უამრავი ნეგატიური მომენტი გვკარნახობს, რომ ამერიკის ჰეგემონია შეირყა, რომელსაც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური წრეები ვერ აცნობიერებენ. არადა, რა დიდი გამოცნობა უნდა იმას, უხილავი კოვიდ-19-ით და გაბოროტებული ზანგების უსაქციელობით დაჩოქებული ამერიკა მისაბაძი და სანატრელი ქვეყანა რომ აღარ არის?!

ქართული პოლიტიკა _ ხელისუფლება-ოპიზიცია, ხელისუფლების კადრების “სამჭედლო” არასამთავრობო სექტორი, მედია ამერიკის უმძიმეს მდგომარეობას, მის გასაჭირს “ვერ ხედავენ” და ძველებურად აღიქვამენ მას იმიტომ, რომ იქ სწავლობდნენ და იწრთობოდნენ.

ქართული პოლიტიკა ამერიკულზე უფრო ამერიკულია. იქ არ ამოსდით მზე და მთვარე საკუთარ ქვეყანაზე, აქ _ ამოსდით ამერიკაზე. ქართველი პოლიტიკოსების, არასამთავრობოებისა და მედიის აზრით, ამერიკაში ცუდი არაფერი ხდება, პირიქით, თვლიან, რომ ამერიკა დღესაც სამაგალითო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყანაა. არადა, ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ანტიდემოკრატიულობასა და რასიზმს აბრალებს თავის ხელისუფლებას.

საქართველოში აშშ-ის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანიც კი გაწითლდებოდა ჩვენებურების დახასიათების შემდეგ, ჰეგემონიზმის ბაცილა რომ არ ჰქონდეს ტვინში გამჯდარი.

სხვათა შორის, დემოკრატიულობის გამომხატველია ისიც, როდესაც ერთი ქვეყანა მეორის საშინაო საქმეებში არ ერევა, არ ბღალავს მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს. რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როდესაც აშშის ელჩი დეგნანი თავის ტერიტორიაზე (აშშის საელჩო აშშის ტერიტორიაა) მოურიდებლად იბარებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო დეპარტამენტში შეთხზულ შეთანხმებებზე ხელს აწერინებს და ჭკუასაც არიგებს?!

ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას სუვერენული ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ჰქვია, ანუ დეგნანმა მიაფურთხა საქართველოს კონსტიტუციას და ხელმომწერებსაც, უმწიფარ პოლიტიკოსებსაც დანაშაული ჩაადენინა. ვაშა, ახალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს! ასეთი სტრატეგიული პარტნიორი მამაკაცებს ფერად კოლჰოტებსა და ლიფებს ჩააცმევს, კურტუმოს თამაშით ჩაატარებს რუსთაველის პროსპექტზე; კაცს კაცზე გაათხოვებს, ქალს _ ქალზე, ტრანსვესტიტობას წაახალისებს.

ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს. ნგრევის საშინელი პროცესი, რომელიც ამერიკაში მიმდინარეობს, სწრაფად არ დასრულდება, მაგრამ ის საფუძველს ჩაუყრის სხვა ამერიკის ჩამოყალიბებას და იოლად არ დაყრის ფარ-ხმალს.

ახლა ის ვითარებაა, როდესაც ჩრდილში ყოფნა სჯობს, მაგრამ ესმით ეს ჩვენს უმწიფარ პოლიტიკოსებს?

მერამდენე დღეა, წივილ-კივილია ტელევიზიებში _ ამერიკა დახმარებას გვიმცირებსო. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს _ თქვენი არადემოკრატიულობის ბრალიაო. ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, თავის მართლების პოზაშია. არადა, რომელ ფულზეა ლაპარაკი, დემოკრატიული განვითარებისთვის რომ უნდა დაიხარჯოს? კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რომ უნდა მოხმარდეს?

კორუფცია ხომ ამერიკელთა მოგონილდაკანონებულია?! განა ლობიზმი ოფიციალური კორუფცია არ არის?! დემოკრატია ამერიკულად ნიშნავს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენი ოპოზიციახელისუფლება თავს რომ იკლავს, ფული შემოგვაკლდებაო, ვინმეს ხომ არ ჰგონია, ამ თანხიდან ერთი ცენტი მაინც ხალხს ხმარდება?!

ამერიკულ დოკუმენტებში ვერსად იხილავთ სიტყვა “ხალხს”. ეს სიტყვა მხოლოდ არჩევნების დღეს ახსენდებათ იქითაც და აქეთაც. ამერიკას ხელისუფლება-ოპოზიციის ბედი ადარდებს, ხალხის _ არა. ხალხი მასაა. მას არაფერი ეკითხება. რაც შეეხება ხალხის მწყემს პარტიებს, ისეთები უნდა იყვნენ, ამერიკული დავალება უყოყმანოდ რომ შეასრულონ. დავალება კი მარტივია _ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პრობლემის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა, რუსეთის ლანძღვაგინება და საერთაშორისო ასპარეზზე გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რომ ოკუპანტი რუსეთი ახალ აგრესიას გეგმავს საქართველოს წინააღმდეგ და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკაში რუსული კაპიტალის წილი ყველა ქვეყნისას (ერთად აღებულს) აჭარბებს (2019 წელს რუსეთიდან საქართველოში ხალხისთვის გადმოირიცხა 430 მილიონი დოლარი).

ხელისუფლება და ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ხალხზე იფიქრონ, არჩევნებზე, ანუ საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობენ. ვისაც უკვე აქვს ეს ბედნიერება _ შენარჩუნება უნდა, ვისაც არა _ მოპოვებას ცდილობს. დაბეჩავებული ხალხი კი მხოლოდ არჩევნების წინ გაახსენდებათ _ ოქტომბერში.

ომარ მარგველაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here