Home სხვადასხვა დაიჯესტი “შეუღლებულ” მამათმავლებს ძალადობაში დასდეს ბრალი

“შეუღლებულ” მამათმავლებს ძალადობაში დასდეს ბრალი

409
დევიდ დენიელსი

საოპერო ვარსკვლავი დევიდ დენიელსი და მისიქმარი”, დირიჟორი სკოტ უოლტერი ორი კვირის წინათ დააპატიმრეს მიჩიგანის შტატის ქალაქ ენარბორში. ჰომოსექსუალურ წყვილს ბრალი დასდეს ორი ახალგაზრდა მომღერლის მიმართ სექსუალური სიბილწის განხორციელების მცდელობის გამო.

დევიდ დენიელსი ცნობილი კონტრტენორია, მსოფლიოში სახელგანთქმულ სცენებზე გამოდიოდა. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორია ენ-არბორში, სადაც 2015 წლიდან კითხულობს ლექციებს.

შარშან ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი. მომღერალთაგან ერთმა _ ბარიტონმა სემიულ შულცმა შარშან, აგვისტოში განაცხადა, რომ დენიელსმა თავის “ქმართან” ერთად ის გააბრუეს ნარკოტიკით და გააუპატიურეს. ეს ფაქტი 2010 წელს მოხდა. იმ დროს შულცი 23 წლისა იყო, ჰიუსტონში რაისის უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობდა. იმ საღამოს გამართული წვულების შემდეგ მას აღარაფერი ახსოვდა, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და სისხლდენას უჩიოდა.

იმავე წელს, ორი თვის შემდეგ, განცხადება გააკეთა კონტრტენორმა ენდრიუ ლიპიანმა _ დენიელსის ყოფილმა მოსწავლემ და თქვა იგივე, რაც კოლეგა შულცმა, რომ “დამრიგებელმა” გააბრუა და გააუპატიურა. დენიელსისა და უოლტერის ადვოკატმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დევიდი და სკოტი უდანაშაულონი არიან.

მამათმავლების წყვილი დაპატიმრებულია და ცალ-ცალკე საკნებში არიან მოთავსებულნი. ისინი ელოდებიან ტეხასში ექსტრადიციას, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here