მთავარი დაიჯესტი შესაძლებელია თუ არა HUXIT-ი?

შესაძლებელია თუ არა HUXIT-ი?

88
გააზიარეთ

ჩვენი გზები გაიყარა. დასავლეთი შეგნებულად წყვეტს კავშირს ქრისტიანულ მორალსა და ფასეულობებთან

უნგრულმა გაზეთმა Magyar Nemzet-მა გამოაქვეყნა ფუნდამენტური უფლებების ცენტრის კონსულტანტის, პოლიტოლოგ ტამაშ ფრიცის სტატია, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, სტატიის სათაურია “დროა, ვილაპარაკოთ Huxit-ზე”. ავტორი განმარტავს: Huxit არის უნგრეთის ნებაყოფლობითი გასვლა ევროკავშირიდან, Brexit-ის ანალოგიით.

“ბავშვების შესახებ უნგრეთის კანონზე ევროკავშირისა და დასავლეთის უპრეცედენტო თავდასხმების სერიის შემდეგ დროა, ვილაპარაკოთ Huxit-ზე. ჩვენთვის დადგა დრო, სერიოზულად ვიფიქროთ იმ სახელმწიფოების კავშირიდან გამოსვლაზე, რომელიც იმპერიის სიმპტომებსა და ქედმაღლობას ავლენს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ”, _ წერს Magyar Nemzet-ი.

ტამაშ ფრიცი საზოგადოებას სთავაზობს, პრობლემა განიხილონ რამდენიმე თვალსაზრისით _ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო.

ფრიცის აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირში ყოფნა უნგრეთის თითოეულ მოქალაქეს მისცემს განვითარებული, დემოკრატიული დასავლეთის კუთვნილების განცდას. თუმცა, ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს _ “დემოკრატიული” დასავლეთის პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა, ხოლო ლიბერალური ევროპული ელიტა ცდილობს, ევროკავშირი გადააქციოს იმისგან სრულიად განსხვავებულ რაღაცად, რაც თავდაპირველად იყო. უნგრეთს სურდა, თავისუფალი ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში თავისუფლება აღარ არის. ამიტომ, თუ ბრიუსელი მოისურვებს, კვლავ გვიკარნახოს, რა როგორ გავაკეთოთ, ევროკავშირის წევრობა უნგრეთისთვის უაზრობა იქნება”, _ დარწმუნებულია პოლიტოლოგი.

“ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის შეიძლება სარგებლიანია, რომ მივიღოთ გარკვეული რესურსები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შენატანებიდან, მაგრამ ჩვენ უკვე გვაშინებენ დაფინანსების შეწყვეტით. ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ, თუ ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან, დასავლური კომპანიები ზურგს შეგვაქცევენ, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით გიგანტურ გერმანულ კომპანიებთან, გაუარესდება. დახურავს თუ არა Audi, BMW და Mersedes-ი თავიანთ ქარხნებს უნგრეთში?” _ სვამს კითხვას სტატიის ავტორი.

მისი აზრით, უნგრელებს მოვლენების ასეთი განვითარების არ უნდა ეშინოდეთ, ევროპელები ხომ ყველგან მოგებას ეძებენ და თავიანთ საზარალოდ არ იმოქმედებენ, მით უმეტეს, რომ უკვე დიდი ხანია, უნგრეთს საიმედო პარტნიორის სახელი აქვს. ის მთავრობას ურჩევს, წინასწარ დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებთან, აგრეთვე, ყურადღება დაუთმოს აღმოსავლეთის სახელმწიფოებს.

“სავარაუდო გასვლა არ უნდა იყოს კონფრონტაციული, ეს, უბრალოდ, იქნება ურთიერთობების გადახედვა, თუმცა, ეს არ არის იოლი ამოცანა”, _ წერს პოლიტოლოგი. რაც შეეხება სამხედრო საკითხს, უნგრეთი დარჩება ნატოში, ეს კი ნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნება.

რჩება ევროკავშირიდან გასვლის პრობლემა კულტურის თვალსაზრისით, აღნიშნავს გამოცემა და ხაზს უსვამს, რომ, სახელდობრ ეს არის საკითხის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე. “ჩვენი გზები იყრება, ამჟამად დასავლეთი შეგნებულად წყვეტს კავშირის ქრისტიანულ მორალსა და ფასეულობებთან და ამის ნაცვლად ცდილობს, ააშენოს კოსმოპოლიტური, უსახური მსოფლიო საზოგადოება, დაფუძნებული პიროვნების შეუჩერებელ თვითგანადგურებაზე. ამ დროს კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეყრდნობიან ათასწლოვან კულტურულ და რელიგიურ საფუძვლებს, რაც ყველაზე მთავარია. ამაშია ამ კავშირის დატოვების სურვილის მიზეზი”, _ წერს Magyar Nemzet-ი.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here