Home რუბრიკები პოლიტიკა შენ ვინ რას გეკითხება, ბურატინო?

შენ ვინ რას გეკითხება, ბურატინო?

აზერბაიჯანი ღირსებას ინარჩუნებს, ჩვენ?..

4044
შენ ვინ რას გეკითხება, ბურატინო?

რუსეთის ტელეარხროსია-24”-ის მიერ საახალწლოდ ჩამორთმეულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა: “აზერბაიჯანი არ აპირებს ევროკავშირში გაერთიანებას. ჩვენ იქ არ გველოდებიან, ჩვენ კანდიდატთა სიაშიც არ ვართ ჩაწერილი. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელიც პროექტაღმოსავლურ პარტნიორობაშიგაერთიანებული ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, უარს ამბობს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი”.

მეზობელი სახელმწიფოს მეთაური თავის ამ კატეგორიულ განცხადებას ასე ასაბუთებს:

ეს შეთანხმება თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი, რომ იგი შეთანხმება არ არის. ინსტრუქციაა, რომელიც ზემოდან დაუშვეს იმისთვის, რომ მის მითითებებს მივყვეთ. მე შევეკითხე ჩემი გუნდის წევრებს: გვჭირდება კი ეს ინსტრუქცია? რას მოგვცემს იგი? არის თუ არა პრაქტიკულად მომგებიანი აზერბაიჯანისთვის? პირადად მე ეს ვერ დავინახე, ამიტომ ევროპულ კომისიას შევთავაზეთ, რომ ამის ნაცვლად იმუშაონ ორმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც მომგებიანი იქნება ჩვენთვის, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ხომ უნდა ვუთხრა, ამას რატომ ვაკეთებთ.

ჩვენ უფლება არ გვაქვს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოეწონოს, ან მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გვაქვს იგი! ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელსაც შევუერთდებით, კონკრეტული შედეგი უნდა ჰქონდეს”.

ასე ფიქრობს მეზობელი სახელმწიფოს ლიდერი.

ასე არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელები, რომლებმაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ღვთის წყალობად მოგვასაღეს, დღესასწაულად, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს.

რა მოგვცა ასოცირებამ, რით იყო მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის მას შემდეგ, რაც ამოქმედდა, რა სიკეთე მოგვიტანა?

ილუზიები, მხოლოდ ილუზიები.

აზერბაიჯანში ილუზიების არ სჯერათ, საქართველოში ილუზიებით ვცხოვრობთ.

და კიდევ იმით, რომ იმან, ვინც ბროლის კოშკების აგებას გვპირდება, შეგვაქოს და მხარზე ხელი დაგვკრას: “სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო!”

მაგრამ ეს გამამხნევებელი ლოზუნგი რისი მომტანიც არის, საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ!

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს თოჯინების სამყაროში გადავსახლდით და ვიღაც მოცლილი ყარაბას ბარაბასი თავის უნიჭო სპექტაკლში გვაპამპულებს.

ხოლო მე, როგორც ბურატინო, სხვის საქმეში ვყოფ წაგრძელებულ ცხვირს!

ვინ მაძალებს, მაგრამ მეც თოჯინების იმ თეატრის დასის წევრი ვარ და მევალება!

კატა ბაზილიო და ალისა მელია ჩასაფრებულნი არიან!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here