Home რუბრიკები პოლიტიკა შარლ მიშელის დოკუმენტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ემსახურება ერთადერთ რამეს _ “ნაცმოძრაობა”...

შარლ მიშელის დოკუმენტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ემსახურება ერთადერთ რამეს _ “ნაცმოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში

245

საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა უმრავლესობის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 19 აპრილს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კარნახითა და ზედამხედველობით ხელმოწერილი შეთანხმების კონსტიტუციაში ზედმიწევნით ასახვას გულისხმობს.

დოკუმენტზე შემდგომი პროცედურული მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მეტიც, კანონმდებლები, რომლებიც ადრე დიალოგს გამორიცხავდნენ და დასავლელი “პარტნიორების” მედიაციის გარეშე ერთმანეთთან ვერც ერთ საკითხზე საერთო ენას ვერ პოულობდნენ, სრულად თანხმდებიან, რომ დოკუმენტი სასწრაფოდაა მისაღები; რომ უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდას, სასამართლო ხელისუფლების რეფორმას, საარჩევნო ბარიერის დაწევას და სხვა გარდაქმნებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც თავიდან ბოლომდე ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის, განსაკუთრებით კი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების ინტერესებს გამოხატავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი ე.წ. კოაბიტაციის გაგრძელებაზე ორიენტირებული დოკუმენტია. აღნიშნული შეთანხმებით სავალდებულოა, რომ პარლამენტში, სულ ცოტა, ხუთი კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის (“ნაციონალური მოძრაობის”) წარმომადგენლები დაინიშნონ, ასევე ჰყავდეთ თითო წარმომადგენელი ყველა ოფიციალურ დელეგაციებში საერთაშორისო დონეზე და აქტიურად მონაწილეობდნენ სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესში.

რას მოიტანს ამ დოკუმენტის შინაარსის ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში და რა რეალობაში აღმოჩნდება ქვეყანანაცმოძრაობისპოლიტიკურ ინტერესებს მორგებული კონსტიტუციის პირობებში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის ზედამხედველობით მიღწეული შეთანხმების კონსტიტუციაში ასახვას გულისხმობს. ამ ცვლილებებით ოპოზიცია ბევრ პოლიტიკურ პრივილეგიას იღებს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ფორმირების პროცესში, მთავრობის დაკომპლექტებაში და .. რა რეალობა შეიქმნება ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახება?

_ მთავარი, რაც ამ ცვლილებებით ხდება ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, არის ის, რომ ამით დასავლეთიდან მართული ორი ძირითადი ლიბერალური პარტია კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. მხედველობაში მყავს “ოცნება” და “ნაცმოძრაობა”, რომელთა შორისაც, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ოფიციალურად მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილება, რაც, თავის მხრივ, ნაცებისთვის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების წინაპირობაა. ამას მოწმობს შეთანხმების ის ნაწილიც, რომ პარლამენტში ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, ან თუნდაც ის, რომ ისინი აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების პროცესში და ა.შ. ჯამში ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს _ ხავერდოვანი კოაბიტაცია, რომელიცოცნებამთავისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმით შემოგვაპარა, გადამწყვეტ ფაზაში შედის დანაცმოძრაობა”, ფაქტობრივად, იბრუნებს ძალაუფლებას, რაც უკვე ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ტრაგიზმით გაჯერებული პროცესია.

_ ამაზე საზოგადოებაშიც ბევრს საუბრობენიმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელიანაცმოძრაობა”, როგორ შეძლებს ლიბერალური დასავლეთი თუნდაც ნაწილობრივ მის დაბრუნებას სათავეში?

_ ყველაფერი, რაც დღეს ხდება ჩვენ გარშემო, იდეოლოგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, არის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო, მაგრამ ლიბერალური დასავლეთისთვის ეს პრობლემა არ არის. მათთვის დემოკრატია არის მხოლოდ ის, რაც მათ ინტერესებში ჯდება. რაც შეეხება კონკრეტულადნაცმოძრაობასადა მის დღევანდელ მდგომარეობას, რეალობას შევხედოთ: უკვე ცხრა წელია, ვუყურებთ, როგორ აძლიერებს მას ყოველდღიურადოცნებადა თან გვეუბნებიან, _ ხედავთ, რა მაგრები ვართ, რეჟიმი მოგაშორეთო რა მოგვაშორეს?! ყველა ნაცი პარლამენტშია, ყველას აქვს თავისი ტელევიზია და მძლავრი დასაყრდენი დასავლეთში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვითონ უმრავლესობაშია უამრავი ნაციონალი პორტირებული და იქიდან განაგრძობს შავბნელ საქმიანობასსაერთოდ, “ოცნება”, უკვე დიდი ხანია, შეფარული კოაბიტაციიდან გადასულიანაცმოძრაობისაშკარად გათეთრების პოლიტიკაზე, რაც შემთხვევითი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ძალა ერთი და იგივე პარტიებია, რისი ერთგვარი დეკლარირებაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტი. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტში არის სხვა, არანაკლებ საშიში და საგანგაშო ასპექტებიც, ვიდრე “ნაცმოძრაობის”, ამ დანაშაულებრივი პარტიის წამოწევა და გაძლიერებაა…

_ მაგალითად?

_ მაგალითად ის, რომ მეხუთე კოლონას _ არასამთავრობო ორგანიზაციებს _ შეუძლიათ, სერიოზული გავლენა იქონიონ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესზე, მთლიანად აპარატის დაკომპლექტებაზე და .. მათ სასამართლოს რეფორმირების პროცესზეც შეუძლიათ უდიდესი გავლენის მოხდენა. მთლიანობაში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მათი ზემოქმედების ბერკეტები სახელმწიფო ინსტიტუციებზე კონსტიტუციის დონეზე იზრდება. აქამდე თუ ანგარიშებითა და ზეპირი განცხადებებით შეეძლოთ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ახლა კონსტიტუციურად შეუძლიათ. ეს არის დასავლეთის მიერ უკვე ღიად გაცხადებული პოლიტიკური კოლონიალიზმი, რომელსაცოცნებაუპრეცენდენტო სიზუსტით ერგება; იმიტომ, რომ მათ არანაირი ამბიციები, არანაირი მისწრაფებები, პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არ აქვთ. მათ აქვთ მხოლოდ ერთი სურვილი: ამ მონური მორჩილებისა და ლაქიაობის სანაცვლოდ შეინარჩუნონ ძალაუფლება. სხვათა შორის, სააკაშვილის პერიოდშიც კი არ იყო საქართველო დასავლეთის მიმართ ისეთ მონურ მდგომარეობაში, როგორც დღესაა. მახსოვს, ბენდუქიძე გაიძახოდა: ვინ ეკითხება ამერიკას, ბუნებრივი აირის მილს რუსებს მივყიდით თუ არაო. დღეს ბუნებრივი აირის მილსადენს ვის მივყიდით კი არა, ბავშვები როგორ გავზარდოთ და რა ვასწავლოთ, იმას გვკარნახობენამერიკის ელჩი გვიდგენს, რომ უნდა(!) ჩავატაროთ პედარასტების აღლუმი და რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის უკანალის საჯაროდმოფერებისშესაძლებლობა და ამისი მიბაძვის პროპაგანდა

_ დასაწყისში თქვით, რომოცნებადანაციონალური მოძრაობაერთი და იგივე ძალაა, რომელებიც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერამ კიდევ უფრო დააახლოვა. რა აქვს დღეს საერთო ამ ორ პარტიას და რისთვის სჭირდებათ ერთმანეთი?

_ პირველი: ორივეს მართავს ერთი ცენტრი _ ლიბერალურ-გლობალისტური დასავლეთი და ორივე იღებს არა მსგავს, არამედ იდენტურ მითითებებს; მეორე _ ორივე მათგანი ერთი-ერთზე იმეორებს ყბადაღებულ რიტორიკას: არა რუსეთს, არა მასთან პირდაპირ დიალოგს, უნდა გაგრძელდეს სწრაფვა ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, ლგბტ პრაიდი უნდა ჩატარდეს, მამათმავლობა ნორმაა და ა.შ. აი, ამ ძირითად პოსტულატებში ისინი არა თუ უმნიშვნელოდაც არ განსხვავდებიან, 100%-ით იდენტური ძალები არიან. რაც შეეხება ისევნაცმოძრაობას”, რომელიც დღითიდღე ძლიერდება ხელისუფლების სათავეში მისი იდენტური ძალის არსებობის პირობებში, “ოცნებამას, ალბათ, დიდი ხნის წინათ გადააბარებდა ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, “ოცნებისბევრ წევრსაც ვიხილავდით სათავეში მეორედმოსული ნაცების რიგებში, მაგრამ თვით ნაცებს ვერ მიაქვთ ხელისუფლება, მათ ვერ გამოჰყავთ ქუჩაში იმ რაოდენობის ხალხი, რომოცნებამხელისუფლების გადაბარება გაამართლოს. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გაგრძელდება, ამ გზასაც გამონახავენ და ყველაფერს ისე დადგამენ, რომ ლიბერალური დასავლეთი ტაშს დაუკრავს “მშენებარე ქართულ დემოკრატიას”.

_ არის კულუარული საუბრები იმაზეც, რომ შესაძლოა, სააკაშვილი ჩამოიყვანონრეალურია ეს? და თუ რეალურია, იქნება ხელისუფლება მზად, სამართლებრად დევნილი ექსპრეზიდენტის მიმართ კანონი აღასრულოს?

_ მხოლოდ შარლ მიშელი და ამერიკა-ევროპა კი არ აძალებს “ქართულ ოცნებას”, ხელისუფლება ნაციონალებს გადააბარეთო, თვითონაც ცდილობენ ამას; თვითონაც აძლევთ ხელს “ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფების გაძლიერება უმაღლეს პოლიტიკურ რგოლებში, იმიტომ, რომ ამ ცხრაწლიანმა პრაქტიკამ დაანახვა მათ, რა კარგად შეიძლება იმოქმედონ ტანდემში.

სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: თუ იქნება დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნა, რასაც მე არ გამოვრიცხავ, 2022 წლამდე ის, რა თქმა უნდა, ჩამოვა და ხელსაც ვერავინ ვერ ახლებს. ნურავის ექნება ილუზია, რომ ხელისუფლება, რომელსაც მელიამ სახეში ესროლა ელექტრონული სამაჯური და რომელიც მერე ეხვეწებოდა, გადაიხადე გირაო და ციხიდან გამოდიო, სააკაშვილის მიმართ აღასრულებს სამართალს. რისი აღმსრულებლები არიან?! ერთი ლომჯარია ვერ გადაუყენებიათ თანამდებობიდან, ქალი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა მაღალ კონსტიტუციურ თანამდებობაზე მყოფი და რელიგიურ თუ ეთნიკურ შუღლს აღვივებს ქვეყანაში

სააკაშვილი იმიტომ არ ჩამოდის, რომ, ერთი მხრივ, თვითონ არ არის ძალიან მოწადინებული და, მეორე მხრივ, პარტიაშიც დიდად არ ეპიტნავებათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა, უბრალოდ, არ მიიღებს მას. ესაა რეალური მიზეზი, თორემ, რომ ჩამოვიდეს, უგულავასა და ოქრუაშვილის ვერდამჭერი ქოცელიტა სააკაშვილის დამჭერია?! ესენი თვალებში შესციცინებენ შარლ მიშელს, კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და სხვა დასავლელ ემისრებს…

_ გამოსავალს ხედავთ? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ნაწილობრივ მაინც გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველა სფეროში უცხოელების მიერ არ იმართებოდეს?

_ იდეის დონეზე ძალიან მარტივია ეს ყველაფერი _ უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად ქვეყნის კურსი. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ილუზია ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, მორჩა… რომელ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, რომელიც გვეუბნება და პირდაპირ გვკარნახობს თითის ქნევით, რომ გეიაღლუმები უნდა ჩავატაროთ?! არ არის ეს ჩვენი არჩევანი და არც იქნება. ეს ვისი არჩევანიცაა, ზუსტად ისინია მოსაშორებელი. აი, ესაა რეალური მოცემულობა, ამიტომ, თუ გვინდა, გადავრჩეთ და საბოლოოდ არ გავითქვიფოთ დასავლეთის მიერ დაძალებულ ლიბერალურ სიბინძურეებში, უნდა ავირჩიოთ გზა, რომელიც არჩეული აქვს ბელარუსს, ევროკავშირის წევრ უნგრეთს და არა მხოლოდ. ეს არის ნაციონალისტური, კონსერვატიული გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს დღევანდელი კურსი _ ეს სოდომიისა და ენჯეო-ლიბერალების ჰეგემონიის კურსი, აღსასრულის გზაა. თუ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, ძალიან მალე თბილისიც არ დაგვრჩება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here