Home სხვადასხვა დაიჯესტი “შავ ზღვაზე ნატოს აქტიურობა უსაფრთხოების სფეროში ვითარებას გააუარესებს”

“შავ ზღვაზე ნატოს აქტიურობა უსაფრთხოების სფეროში ვითარებას გააუარესებს”

812
ალექსანდრე გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებაზე შავ ზღვაში ნატოს ყოფნის შესახებ:

“ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ ნატოს აღნიშნული აქტიურობა უსაფრთხოების სფეროში ვითარებას გააუარესებს. შავი ზღვა ყოველთვის იყო თანამშრომლობის ზღვა”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

იენს სტოლტენბერგმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევისა და შავ ზღვაში ყოფნის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. “ნატო უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ახლა განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასევე განვიხილავთ შავ ზღვაში ნატოს ყოფნის შემდგომ გაზრდას. უახლოეს დღეებში შავ ზღვაში ჩვენი ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში”, _ დასძინა სტოლტენბერგმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here