Home სხვადასხვა დაიჯესტი ყველაფერი ფულის გამო

ყველაფერი ფულის გამო

ფარმაცევტებმა იცოდნენ, რომ ამერიკელებს ნარკოტიკზე “სვამდნენ”

447
Purde Pharma

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Purde Pharma აქეზებდა ექიმებს, პაციენტებისთვის ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების მაქსიმალური დოზა გამოეწერათ, თავისი თანამშრომლებისგან კი მოითხოვდა, რაც შეიძლება მეტი აბი გაეყიდათ, _ იუწყება Fox News.

როგორც ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი აღნიშნავს, Purde Pharma -ს მოქმედებების შედეგად ქვეყანაში დაიწყო ნარკომანიის ეპიდემია, რომელმაც ათიათასობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.

Purde Pharma _ ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ოქსიკოდონს _ ძლიერ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელს. როცა ამ პრეპარატის გაყიდვას იწყებდა, კომპანია ყველას უმტკიცებდა, რომ პრეპარატი იწვევდა უფრო ნაკლებ დამოკიდებულებას, ვიდრე სხვა ოპიოიდური წამლები. ეს იყო ტყუილი და ეს Purde Pharma -მაც იცოდა. შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა.

გაირკვა, რომ ოქსიკოდონი ძალიან იოლად იწვევს დამოკიდებულებას. ამ პრეპარატმა ხელი შეუწყო ნარკომანიის ეპიდემიის გავრცელებას ამერიკაში, ეპიდემიისა, რომელმაც უფრო მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე ნებისმიერმა სამხედრო კონფლიქტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ახლა უკვე ცნობილია, რომ Purde Pharma -მ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. სასამართლოსთვის გადაცემული დოკუმენტებიდან შეიძლება შევიტყოთ, რას ამბობდნენ კომპანიაში, როგორ ზემოქმედებდნენ გაყიდვის განყოფილების თანამშრომლებზე, რათა მათ რაც შეიძლება მეტი აბი გაეყიდათ. ექიმებს მოუწოდებდნენ და აქეზებდნენ, გამოეწერათ პრეპარატის მაქსიმალური დოზები რაც შეიძლება მეტი მოგების მისაღებად.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here