Home რუბრიკები საზოგადოება “ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის, ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ”

“ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის, ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ”

826
“ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის, ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ”

აი ჭეშმარიტება, რომელსაც არ გვინდა, თვალი გავუსწოროთ, რადგან უფრო მშვიდად ვართ მაშინ, როცა ჩვენს უილაჯობას, უფხობას, დაუდევრობას, გნებავთ, სიზარმაცეს სხვას გადავაბრალებთ ხოლმე. თუნდაც ჩვენი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები ავიღოთ. რამდენი ვიყვირეთ, _ უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ შეიძლება, გლეხისთვის ეს პირიდან ლუკმის გამოღებააომერედა სად არის ეს გლეხი?

ამჯერად სწორედ ამ საკითხზე საუბარი იყო ჩვენი მიზანი, მაგრამახალი ამბავიგვაუწყა ხელისუფლებამ, ცაზე მეხის გავარდნის მსგავსი _ თურმე დავითგარეჯა და საერთოდ 3500 ჰექტრი ქართული მიწა აზერბაიჯანისთვის ჩვენვე ლანგრით მიგვირთმევია ორი პირის (გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ ორ პიროვნებაზე საუბრობს) ხელით. დარწმუნებული ვარ, ყველა ნაღდ ქართველსრაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდეჩაურბინა დაიქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა”. ილია მსგავს ტკივილს მთელი სიცოცხლე ატარებდა და უშურველად აკეთებდა ყველაფერს თანამემამულეთათვის თვალის ასახელად, თავისი ბედკრული სამშობლოს ფეხზე დასაყენებლად, რომელმაც ვერ შეძლო ილიას დაცვა, მისი ამაგის ჯეროვნად დაფასება, ამიტომაც თქვა სასოწარკვეთილმა აკაკიმ ეს მწარე სიტყვები: “ფურთხის ღირსი ხარ, შენ,საქართველო!”.

XXI საუკუნის ქართველობასაც სასოწარკვეთილებისთვის უამრავი მიზეზი დაუგროვდა და ვერც მას, ისევე როგორც დიდ ილიას, ვერავინ აძლევს პასუხს კითხვაზე: “როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწაწყალო, მომეც ამისი პასუხი!..”

ამ პასუხის ნაცვლად კი ტკივილს ტკივილი ემატება, ჯერ არნახული, არგაგონილირატომ? როგორც ცხონებულმა ოტია იოსელიანმა თქვა, იმიტომ, რომქვეყანას ფასი დაედო კიტრის, კაცი არა ჩანს ამღები მინდისდა ქვეყანაცხელიდან მიდის, მიდის და მიდის”!

უახლოეს წარსულში ხელისუფლებაში მოსულმა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს პროცესი ვერ დაამუხრუჭა, თუმცა შიგადაშიგ კი წამოგვაძახებენ ხოლმეუმადურებს” _ წყალი გაქვთ, დენი გაქვთ, გაზიცგზებიც დაგიგეთოინვესტიციები მოვიზიდეთ, აღმშენებლობის პროგრამები შევადგინეთო

და რა მერე?!

მოსახლეობა კვლავ სიდუხჭირეში ცხოვრობს, გაჭირვებულ და უპოვარ ადამიანთა არმია ნაგვის ურნებში იქექება!

სახეზე გვაქვს უმუშევრობა, მიგრაცია და უპატრონოდ დარჩენილი მარჩენალი მიწა, სოფლად მთვარის იმედად დატოვებული კარმიდამო

აინტერესებს ვინმეს, სად არის დღეს ეს გლეხი და რას საქმიანობს? რატომ დაიცალა სოფლები, როცა მთავრობა გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად სხვადასხვა პროგრამებსა და ინვესტიციებს სთავაზობს ადამიანებს?

მართლაც და, სად მარხია ძაღლის თავი?!

ხელისუფლებამ _ ილიას გზით მივდივართო და, ჩვენც დღევანდელი პრობლემების პასუხები ილიას პუბლიკაციებში ვეძებოთ. იქნებ სულმნათმა ილიამ მიგვანიშნოს, რატომ ვერ იხეირა სოფელმა, რომლის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაზე ხშირად გვესმის _ რომ გაიყვანეს წყალი, ბუნებრივი აირი, გზები მოაასფალტეს, სკოლები და ბაგაბაღები შეაკეთეს ან სულაც ახალი ააშენეს, მოაწყვეს სპორტული მოედნები, ტურისტული ინფრასტრუქტურაც არ დარჩათ მიუხედავი

მაშ, რატომ არის დღევანდელი სოფელი ისევ ცარიელი?!

რუსეთიდან სამშობლოში მომავალ ილიას ლელთ ღუნიამ გაანდო უბრალო ხალხის გულისტკივილი.

წინასაარჩევნოდ მთა და ბარს მოდებული დეპუტატობის მაძიებელნი, რომლებიც თავის ამომრჩევლებს სოფელსოფელ სტუმრობენ, ეკითხებიან კი გლეხს, _ რატომ არ ჩერდება წყლით, გაზით, მოასფალტებული გზითა და შუქით უზრუნველყოფილ სოფელში? თუმცა ერთერთ ასეთ კანდიდატს (შესაძლოა, არაერთს) თვითონ გლეხმა შეაწყვეტინა გრძელი მონოლოგი და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა: “გვშიაო”. მშიერი კაცი კი, ცხადია, მოასფალტებულ გზასა და სპორტულ მოედანზე ვერ იოცნებებს. მას, უპირველესად, სტაბილური შემოსავალი სჭირდება ოჯახის გამოსაკვებად. აი, მერე კი მართლაც კარგია სტადიონიც, გართობაც და მოასფალტებულ გზაზე კარგი მანქანით სეირნობა.

დეპუტატობის კანდიდატებო, ჰკითხეთ თქვენს ამომრჩევლებს, უპირველესად რომელი პრობლემის მოგვარებაში სჭირდება მათ თქვენი თანადგომა და დახმარება და ეს პრობლემები გაიხადეთ თქვენს სამოქმედო პროგრამად, თორემ ბრტყელბრტყელი და ლამაზი სიტყვების რახარუხს, კარგა ხანია, ხალხი ირონიით უყურებს. და იმასაც მიეჩვია, წინასაარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ პარტიასკოზირირომ აქვს გადამალული, რომელსაც საჭირო დროსა და ხელსაყრელ მომენტში აგვაფარებს ხოლმე თვალებზე, რათა მხოლოდ მისისიკეთეებიდავინახოთ და ხელისუფლებაში დავსვათ.

ეს ეჭვი უკვე დაიბადა აზერბაიჯანსაქართველოს საზღვრის საქართველოს საზიანოდ შეცვლაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ. უკვე ისმის ათასი ჭორმართალი, დილეტანტების სალაყბოდ და საჭორაოდ გახადეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი.

გაიგეთ, ძალაუფლების მაძიებელნო, ხალხისთვის მთავარია, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს ეს პრობლემა _ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს სასაზღვრო ზოლიდან ნაკუწნაკუწ წარკვეთილი ქართული მიწა და, რა თქმა უნდა, დავითგარეჯა, ხოლო ვის დაეწერება პლიუსი ან მინუსი, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. განა შეიძლება თქვა: ივანიშვილის (ან თუნდაც სააკაშვილის, ბოკერიას, ნათელაშვილის, ვაშაძეების…) დაბრუნებული დავითგარეჯა არ გვჭირდება და არც მის მიერ 1938 წლის რუკის შესაბამისად აღდგენილი საზღვრებიო?!

ქართველი ხალხი ბრბო არ არის, მან ბოლო ხანს საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა პოლიტიკოსებთან ურთიერთობის და ყველა მათი ხრიკი და ოინი მისთვის ნაცნობია, ამიტომ წინასაარჩევნო დაპირებებს ხშირ შემთხვევაში ისე უყურებს, “თითქოს ბაზრის ბიჭების ნაყბედი რამ იყოს, ქარის მოტანილი და ქარის წასაღები”.

რად უყურებენ დეპუტატობის კანდიდატებს ამისთანააბრუ გასატეხ თვალით”? როდის აქეთ გაუტყდათ ეს აბრუ პარლამენტარებს? ისევ ილიას დავესესხები და ვიკითხავ: “როდის აქეთ ჩამოერთო საზოგადოებრივი ღირსება, რომმის სიტყვას ყურს არ ათხოვებენ და აგრე აუსრულებლად და მაშასადამე, უპატიურად სტოვებენ, თითქო ბავშვის ტიტინი იყოს და არა ჭკუადამჯდარის კრებულისა, რომელმაც იცის, რას მოქმედობს, რას შეუწყოს ხელი და რას არა?”

 ამის პასუხი წერილის სათაურშია: “რაც მოგვდის, ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ”.

ხალხის მიერ არჩეულმა კაცმა, ვინც გინდა იყოს, გარდა იმისა, რომ, რასაც თავად ხალხი ჩასძახებს, “ის უნდა ამოიძახოს, და არა თვითნებობდეს და თავისის ჭკუით იწუნებდეს ან ერთს, ან მეორე განაჩენსა, ამომრჩეველთაგან დადგენილს. ყველას შეუძლიან, რასაკვირველია, თავისი აზრი იქონიოს, როგორც ყოველს კერძო კაცს”, მაგრამ ხალხის საქმეებში მარტო ხალხია მბრძანებელი და არა სხვა ვინმე.

ილია წერილშიერობის საკითხი და დეპუტატთა საკრებულოხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმხანად თავადაზნაურობის საქმიანობას საკრებულოში ეჭვის თვალით უყურებდნენ: “რა თავადაზნაურობა, ვინ თავადაზნაურობა, განა თავადაზნაურობას თავი აქვს, რამ ისაქმოს და გააკეთოს! ან არისღა თავადაზნაურობაო!…ტყუილად კი არ დაიცინებიან, ნამეტნავად ამ ბოლოს ხანებშიმოდით და, თუ არ დაგიშლით, სიტყვა მოუჭერით, სიტყვა შეუბრუნეთ ამის მთქმელს”.

 შენ კი, ჩემო მკითხველო, აბა, იმას მოუჭერი და შეუბრუნე სიტყვა, ვინც ამბობს: რად გვინდა 150 დეპუტატი, რისი მაქნისია ან რისი გამკეთებელიო?!

ერობის საკითხი და დეპუტატთა საკრებულო

არა ერთხელ გულდახეთქებით გვიჩივლია, რომ ქალაქებ გარეთ მცხოვრებ მკვიდრთა, სახელდობრ სოფლობას, რიგიანი პატრონი და მომვლელი არა ჰყავს. ვის არ გაუგონია სამართლიანი საჩივარი, რომ არც გზები გვაქვს, არც საკმაო სკოლები, არც სამკურნალო, არც მკურნალი გვყავს, რომ კაცს გაუჭირდეს და მოიწვიოს. ეს კიდეც ცოტაა: გაუჭირდება რამ სოფლობას, ვთქვათ _ პური შემოაკლდა, შიმშილი ჩამოვარდა, ვთქვათ _ ჭირი გაჩნდა საქონლისა, თუნდ ადამიანისაც, ვთქვათ _ წყლები გვაფუჭებს, ცეცხლი გვწვავს და ამისთანა სხვა რამ უბედურება, მაგალითებრ კალია, თაგვი, ხელიდამ გვართმევს წლის ნაშრომ-ნადაგს, ყოველ ამისთანაში უღონონი ვართ, თავს როგორმე ვუშველოთ.

ქალაქებს კიდევ ყოველ ამაებში პატრონი ჰყავთ და ეგ პატრონები თითონ მკვიდრნი არიან, რადგანაც თვითმმართველობა აქვთ, და ყოველს ამას მათივე კაცები უძღვებიან, ყოველს ამისათვის ჰზრუნავენ და მეცადინეობენ. შიდა-რუსეთშიაც მთავრობამ ამისთანა საქმეების გაძღოლა და მართვა თვით სოფლობასაც მიანიჭა და ეგ მძიმე ტვირთი შორიდამ მაგისთანა საქმეების გამგებლობისა და მართვისა თვით აიხსნა და თითონ ადგილობრივს მკვიდრს მიანდო, რადგანაც ადგილის მკვიდრმა უფრო ზედმიწევნით იცის თავისი ჭირბოროტი, და რადგანაც სატკივარი იცის, წამალსაც უფრო ადვილად მოახერხებსო. ესეთი დაწყობილობა მთავრობის მიერ მით უფრო სამართლიანია, რომ სოფლობა იხდის ეგრეთწოდებულ “ზემსკი პოვინნოსტებს”, რომელთაც საგნად გაძღოლა აქვთ ყოველ იმ საჭიროებისა, რაც ზევით მოკლედ მოვიხსენიეთ. ჩვენშიაც მაგისთანა ფული იკრიბება, მაგრამ როგორც წინანდელ რუსეთში, ისეც ეხლა, ჩვენში სოფლობის საქმეებს შორიდამ განაგებს მთავრობა, რომელიც, რაკი სხვა ათასი უფრო საჭირო საქმეები აქვს, ვერ იცლის სოფლობისათვის იმოდენად, რამოდენადაც სასურველია, და ფული ფულად მიდის და შესანიშნავს შეღავათს და შვებას კი ვერა ვხედავთ. სოფლობას არც რიგიანი გზა აქვს მისვლამოსვლისათვის, არც სამკურნალო აქვს, არც მკურნალი ჰყავს, არც სკოლა აქვს, შიმშილია _ პატრონი არა ჰყავს, განსაცდელია რომ საერთო _ საშველი არსად არის სწრაფი და საკმაო, და სხვანი და სხვანი.

ეს ნაკლულოვანება იგრძნო ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობამ, ბევრჯერ ჩამოაგდო ამაზე ლაპარაკი, ბევრჯერ აიღო, დაიღო და ბოლოს 1894 წლის 30 მაისში მთელის კრებულის ერთიანის ხმით დაადგინა: საქმე ტფილისის გუბერნიაში სოფლობის დაწესებულებათა გადაეცეს კომისიას, შედგენილს გუბერნიის და სამაზრო მარშლებისაგან. რადგანაც 30 მაისს 1894 წ. სათავად-აზნაურო კრებაზე ამ საგანზე სიტყვა ჩამოაგდო თ. გ. მ. თუმანიშვილმა, ამასვე მიანდო კრებამ ამ საქმის შესახებ პროექტი მოამზადოს.

კარგა ხანს გასტანა ამ პროექტის შედგენამ, რადგანაც სხვადასახვა ადგილებიდამ საჭიროდ დანახულ იქმნა შეგროვება ცნობებისა. ბოლოს პროექტი შემზადდა და 28 თებერვალს 1896 წლისას თ. გ. მ. თუმანიშვილმა წარუდგინა ბ-ნს გუბერნიის მარშალს და სთხოვა, მოიწვიოს ხსენებული ზემოთ კომისია და თავად-აზნაურთა კრების განაჩენისამებრ _ გაასინჯოს.

საჭიროა და სასურველი ჩვენში შემოღება მაგ სოფლობის დაწესებულებისა, ან რამოდენად ზედგამოჭრილია და შესაფერი ჩვენთვის თ. გ. მ. თუმანიშვილის მიერ შედგენილი პროექტი, _ ჩვენ ამის გამორკვევას არ შევუდგებით. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, და ვგონებ ბევრნიც სხვანი დაგვეთანხმებიან, რომ საგანი დიდის ყურადღების ღირსია. სხვა არა იყოს რა, ჩვენი შინაური საქმე ჩვენვე გვქონდეს ხელში წარსამართავად და საპატრონებლად, ჩვენვე გვქონდეს ხელში ღონე ჩვენისავე თავის შველისა და ათასნაირ საერთო განსაცდელისაგან ხსნისა, ჩვენვე გვებაროს სოფლობის ფული და ჩვენვე გვეკითხებოდეს _ სად რას მოვახმაროთ, _ ეს ისეთი საგანია, რომ ღირს კაცმა მთელი თავისი დრო და მოცულეობა ზედ შეალიოს. ეს ისეთი საგანია, რომ ანბანის უცოდინარსაც-კი უნდა ესმოდეს მისი სიდიდე და სიმძიმე. სად არის ეხლა იგი კომისია, რომელსაც ამისთანა დიდის საქმის შესახები პროექტი უნდა გაესინჯა და თავისი დასკვნა წარედგინა თავად-აზნაურთა კრებისათვის? შარშან თებერვლიდან დღეს-აქამომდე სამი თუ ოთხი კრება ჰქონია თავად-აზნაურობას და ერთხელაც არავის ფიქრადაც არ მოსვლია, ეუწყებინა თავად-აზნაურობისათვის, რომ მომზადებულია პროექტი და უკვე წარდგენილია შარშან თებერვლიდამვე.

ეხლაც 28 მაისს დანიშნულია მორიგი კრება თავად-აზნაურობისა და არც კი დაუნახავთ საჭიროდ, რომ სხვათა საგანთა შორის ეს დიდი საგანიც აღენიშნათ კრების განსახილველად. კრებაში წარდგენას ვინა სჩივის, კომისიაც-კი ამ მთელის ერთის წლის განმავლობაში არავის უფიქრია მოიწვიოს, რომ პროექტი, თავად-აზნაურთა განაჩენისამებრ, გაესინჯათ. განა ასეთის პატივის ღირსია მთელი კრებული მთელის გუბერნიის თავად-აზნაურობისა, რომ ასე თვითნებობით ექცევიან მის განაჩენს და აინუნშიაც არავის მოსდის არც მისი სურვილი, არც მისი განაჩენი, თითქოს ბაზრის ბიჭების ნაყბედი რამ იყოს, ქარის მოტანილი და ქარის წასაღები.

რად უყურებენ მთელს თავად-აზნაურობას ამისთანა აბრუ გასატეხ თვალით? როდის აქეთ გაუტყდა ეს აბრუ ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობას, როდის აქეთ ჩამოერთო საზოგადოებრივი ღირსება, რომ მის განაჩენს კანონიერ და საპატიო გზას არ უხსნიან, მის სიტყვას ყურს არ ათხოვებენ და აგრე აუსრულებლად და მაშასადამე, უპატიურად სტოვებენ, თითქო ბაშვის ტიტინი იყოს და არა ჭკუა-დამჯდარის კრებულისა, რომელმაც იცის, რას მოქმედობს, რას შეუწყოს ხელი და რას არა. აქ ვის რა ხმა ამოეღება, ვის რა ხელი გაუწვდება, რომ კანონიერი სვლა ამ საქმისა თავისის ნებით აბრკოლოს? ამისთანა ყოვლადშემძლეობა ვის აუღია თავის-თავზე? ვის აქვს იმის უფლება და ნება, რომ თავად-აზნაურთა კრების განაჩენისამებრ შესრულებული საქმე ასე მჩვრად გახადოს და გამხილების ფიქრს მაინც არ შეუშინდეს? ესეთი ქცევა სასაცილოდ, სამარცხვინოდ და აბუჩად აგდებაა მთელის თავადაზნაურობისა, რომლის განაჩენსაც ასე მჩვრად ჰხდიან. ნუთუ არ იციან, რომ თავადაზნაურთაგან ამორჩეული კაცი, ვინც გინდ იყოს, სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ რასაც თავადაზნაურობა ჩასძახებს, ის უნდა ამოიძახოს, და არა თვითნებობდეს და თავისის ჭკუით იწუნებდეს ან ერთს, ან მეორე განაჩენსა, ამომრჩეველთაგან დადგენილს. ყველას შეუძლიან, რასაკვირველია, თავისი აზრი იქონიოს, როგორც ყოველს კერძო კაცს, მაგრამ თავად-აზნაურთა საქმეებში მარტო თავად-აზნაურობაა მბრძანებელი და არა სხვა ვინმე.

“ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის, ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ”

მართალია, ბევრი მისთანა კაცია ქვეყანაზე, რომელთათვისაც კანონი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ აქედამ სულაც არ გამოდის ის, რომ სხვები ყურმოჭრილ და ხმაამოუღებელ ყმად გაიხადონ. ყველას თავისი კუთვნილი ღირსება აქვს და ნამეტნავად მთელს თავადაზნაურობას, როგორც მთელს კრებულს, და ნუთუ ღირსების დამცირება, ღირსების შელახვა არ არის, რომ, მაგალითად, ჩვენმა მოხელემ ჩვენს მოსაზრებულს სიტყვას, ჩვენს მოფიქრებულს განაჩენს ზედ არ შეხედოს, ხალიჩას ქვეშ ამოდოს სადმე და გულში იძახოდეს: ბევრი იმისთანა სულელობა გვინახავს, ეგეც იმათშიო. სად არი ეხლა იგი პროექტი, იგი კომისია? რატომ თავისი გზა და სვლა არ მისცემია ან ერთს ან მეორეს? ჩვენ ამის პასუხად ორი რამ ვიცით: ერთი ის, რომ ბ-ნ გუბერნიის მარშლისათვის 28 თებერვალს 1896 წელს წარუდგენიათ მომზადებული პროექტი და ის დღეა და ეს დღე, არც კომისია, არც ჩლავი და არც ფლავი. უთუოდ წნილად ჩაუდგიათ და ელიან, როცა დამჟავდება. პატრონობა საქმისა, თუ გნებავთ, ეს არის, და რადგანაც სიჩქარით სოფელი არავის მოუჭამია, ჩვენც ვითმინოთ, ეგებ მოთმინებითა ჩვენითა სული ჩვენი მოვიპოვოთ ოდესმე. ესეც კაი ნუგეშია, თუ თქვენც იტყვით.

ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ. ტყუილად კი არ დაიცინებიან, ნამეტნავად ამ ბოლოს ხანებში, და იძახიან: რა თავადაზნაურობა, ვინ თავად-აზნაურობა, განა თავად-აზნაურობას თავი აქვს, რამ ისაქმოს და გააკეთოს! ან არისღა თავად-აზნაურობაო!… მოდით და, თუ არ დაგიშლით, სიტყვა მოუჭერით, სიტყვა შეუბრუნეთ ამის მთქმელს.

ტფილისი, 15 თებერვალი, 1897 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here