Home რუბრიკები პოლიტიკა ყველანი ციხეში და ვინ არის ქოც-ნაცების უალტერნატივო ალტერნატივა?

ყველანი ციხეში და ვინ არის ქოც-ნაცების უალტერნატივო ალტერნატივა?

878
ყველანი ციხეში და ვინ არის ქოც-ნაცების უალტერნატივო ალტერნატივა?

აგერ უკვე 7 წელიწადი გახდება, რაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით მიშნაცების ფაშისტურსადისტური ქართველთმოძულე ხელისუფლება დაამხო. დიახ, დაამხო და არა შეცვალა, რადგან მიშნაცების 9-წლიანი კოშმარი რეჟიმი იყო და არა ხელისუფლება. რეჟიმები კი რევოლუციების გზით ემხობიან. მას შემდეგ, რაც .. ციხის კადრებისა თუ სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი ვიდეოების შინაარსით აღშფოთებულშეძრწუნებულმა მოსახლეობამ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში იხუვლა, ყველასთვის და, პირველ რიგში, ნაცებისთვის ცხადი შეიქნა, რომ სისხლიანი რეჟიმის დასასრული მხოლოდ დროის ამბავი იყო. და მართლაც _ 2012 წლის 1 ოქტომბრი, მართალია, უსისხლოს, მაგრამ მაინც რევოლუციას უფრო ჰგავდა, ვიდრე არჩევნებს

საზოგადოებას შევახსენებ, არჩევნების წინა თუ შემდგომ პირველ დღეებში როგორ შეძვრნენ სოროებში სხვადასხვა წონისა თუ კალიბრის მიშნაცი ვირთხები _ რევოლუციის ტოლფასი არჩევნების შემდეგ ნაცები უკვე პოლიტიკურ საფლავში იწვნენ და იმის მაგივრად, რომ მიწა მიეყარათ მათთვის და ერთხელ და სამუდამოდ გაეშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქოცებმა კოაბიტაციად წოდებული რეანიმაციის პროცესი წამოიწყეს ნაცებთან და სწორედ ამ “ჰუმანური აქტის” გამოა, რაც დღეს გვჭირს _ ლამის 7 წელიწადია, დასავლეთის მიერ მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად შერაცხილ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ე.წ. არასამთავრობო მესამე სექტორსა და “რუსთავი 2”-ის სიცრუის მანქანასთან ალიანსში წუთითაც არ შეუწყვეტია ქართველი ხალხის მიერ არჩეული “ქართული ოცნების” ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობის მცდელობა.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულებია (გარდა ერთისა _ ქუჩებში აღარ ხვრეტენ და ციხეებში აღარ აუპატიურებენ ხალხს) და ქართველები მალე მივხვდით, რომ “ქართული ოცნება” სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება, ქოცების რეიტინგმა მნიშვნელოვნად დაიწია, მაგრამ არა ნაცების სასარგებლოდ _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ არჩევნების გზით მათ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ და ამიტომ ნაცების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა ისტერიკული, ვიტყოდი, სასოწარკვეთილი ხასიათი შეიძინა.

ქვეყანაში არასტაბილური, რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად ნაცები ყველაფერს კადრულობენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ე.წ. შვილმოკლული მამების თავიანთი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა; ნარკომან-ბარიგების საპროტესტო აქციები; ე.წ. თბილისი პრაიდი; სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ატეხილი ისტერიკა; კონფლიქტის ზონაში ე.წ. შიშველი უკანალების აქცია; “რუსთავი 2”-ის თემა; “თი-ბი-სი ბანკი” და ა.შ. ეს არასრული ჩამონათვალია იმ მრავალი წვრილმან-მსხვილმანი თემებისა, რომელთა პედალირებითაც ცდილობდნენ ქვეყანაში სიტუაციის არევას. და ამ ყველაფერს მოჰყვა გავრილოვის ღამედ მონათლული რუსოფობიური მოძრაობის დაწყება გიორგი გაბუნიას ამაზრზენი ბილწსიტყვაობის თანხლებით და მართლაც უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, რომელსაც, რომ იტყვიან, ხელების ფშვნეტით შეჰყურებდა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია და, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სიმტკიცე, ღმერთმა უწყის, დღეს სად ვიქნებოდით. თუმცა არა, უღმერთოდაც კარგად გვეცოდინებოდა, რადგანაც ხელისუფლების ძალადობრივი, სახელმწიფო გადატრიალების გზით დამხობის კინო საქართველოს უახლესი ისტორიაში არაერთხელ გვინახავს…

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მოცემულ დროსა და სივრცეში ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს ქოცების მიერ წარმოებულ “პოლიტიკურ რეპრესიებს”. დავით კირკიტაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკანორ მელია, ზვიად კუპრავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ა.შ. ხომ სხედან “ვირის აბანოში” და, როგორც მათი შიზოიდი ბელადი მიშა სააკაშვილი გაჰყვიროდა თავის დროზე “ყველანი ციხეში!” _ გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია და ა.შ. _ ყველანი, ყველანი, ყველანი ციხეში!

თუმცა ამ კონკრეტულ ვითარებაში ხელისუფლების მხარდაჭერა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავსქართული ოცნებისთვისმომავალ არჩევნებში მხარდაჭერას, რადგან ბოლო 7 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ გაუმაძღრობის, უნამუსობის, უკაცრავად და, ღორიშვილობის ყველა რეკორდი მოხსნა.

ქართველ საზოგადოებას განსაკუთრებით მწარედ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის ნიანგის ცრემლები და, აქედან გამომდინარე, როგორც თვითონ ჭორვილელი იტყოდა, საზოგადოებაში ჭარბი ნდობით აღარ სარგებლობს. ზემოთ ვთქვით, ქოცების რეიტინგის დაცემა არ ნიშნავს ნაცების რეიტინგის ზრდას-მეთქი. იმაზეც ვთანხმდებით, რომ ნაცების მთავარი ოპოზიციონერობა დასავლეთიდან (წაიკითხე, აშშ) თავსმოხვეული მოცემულობაა, ისევე, როგორც ნაცების მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენები 40%. აქედან გამომდინარე და, მით უმეტეს, ბარიერის არარსებობის შემთხვევაში, ნაცები, ალბათ, ხმების 9-10 პროცენტს თუ მოაგროვებენ (აქვე იმაზეც შევთანხმდეთ, რომ, როდესაც ნაცებს ვახსენებთ, მათთან ერთად ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციასაც ვგულისხმობთ).

თავის მხრივ, არც ქოცებს აქვთ საქმე კარგად, რადგან 2020 წლის არჩევნებში აღარ იმუშავებსმიშა მოდისპრინციპი და, შესაბამისად, “ქართული ოცნებასაკონსტიტუციო კი არა, შეიძლება პარლამენტში უბრალო უმრავლესობითაც ვერ შევიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოალიციურ მთავრობაზე მოგვიწევს ფიქრი და აქედან ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა: მაშ, რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს 2020 წლის არჩევნებში ქოცებისთვის რეალური კონკურენციის გაწევას და შემდეგ მათთან ერთად (ან მათ გარეშე) მინისტრთა კაბინეტის შექმნას?

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here