Home ახალი ამბები საქართველო ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროშია, ყველაზე მაღალი _ სახელმწიფოს მმართველობაში

ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროშია, ყველაზე მაღალი _ სახელმწიფოს მმართველობაში

1926
ანაზღაურება

საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში 900 ლარი და 40 თეთრია, თუმცა სექტორების მიხედვით საშუალო ანაზღაურების მოცულობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. “საქსტატის” მონაცემებით, ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა განათლების სექტორში და ის, 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თვეში 563 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. უკლებლივ ყველა სექტორში კონტრაქტით დასაქმებულის საშუალო ანაზღაურება ამაზე მაღალია.

სექტორები საშუალო ანაზღაურების მიხედვით:

განათლება _ თვეში 563 ლარი და 90 თეთრი;

სოფლის მეურნეობა (კონტრაქტით დასაქმებულები) _ თვეში 657 ლარი;

სასტუმროები და რესტორნები _ თვეში 740 ლარი;

კომუნალური მომსახურება _ თვეში 781 ლარი;

მრეწველობა _ თვეში 826 ლარი;

ვაჭრობა _ თვეში 853 ლარი;

ჯანდაცვა _ თვეში 934 ლარი;

თევზჭერა _ თვეში 955 ლარი;

ელექტროენერგიის წარმოება/განაწილება _ თვეში 1115 ლარი;

სამთომომპოვებელი მრეწველობა _ თვეში 1226 ლარი;

სახელმწიფო მმართველობა _ თვეში 1295 ლარი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა _ თვეში 1332 ლარი;

მშენებლობა _ 1498 ლარი;

საფინანსო საქმიანობა _ თვეში 1907 ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here