მთავარი საზოგადოება “ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს ძაღლის გრძნობა და ჭკუაო”

“ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს ძაღლის გრძნობა და ჭკუაო”

1318
გააზიარეთ
“ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს ძაღლის გრძნობა და ჭკუაო”

ქართველობაზე ჩვენში დღეს ყველა სტყუაო”, _ ამას ამბობდა აკაკი, როდესაც თანამოძმეთა ურთიერთმტრობას, გაუტანლობასა და ორგულობას უყურებდა; გული სტკიოდა, რადგანაკაკის მხოლოდ ერთადერთი სატრფო ჰყავდა, იგი უყვარდა წარუხოცელი და მგზნებარე სიყვარულით. ღვთის წინაშე, ეს იყო საქართველო” (ტასო ბაგრატიონ დავითაშვილის მოგონებიდან). და ახლა? ახლა როგორ არის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში?

არჩევნების წინ, როგორც ხდება ხოლმე, თითოეული კანდიდატი დეპუტატის მანდატის ხელში ჩასაგდებად “ენაზედ მოაყოლებს ყოველს _ გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს” და არახუნებს მოშლილი წისქვილივით; “არახუნებს და იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დანთხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო. ბატონო, ეგ ხომ ვიცით, გულის ფრიალის წამალი გვინდა, გულის ფრიალის! შენც არ მამიკვდე, იმან თავისი არ დაიშალოს. ან რა ქნას, რომ მეხსიერება ყურში მარტო ამ დიაკვნურად გაზეპირებულს სიტყვებს ჩასძახის. საკვირველი ეს კი არ არის, ისაა საკვირველი, რომ ეს უჯათი და დაჟინებული ექიმბაში თავის ჭკუის ხალხსაც პოულობს დედამიწის ზურგზედ და გულის ფრიალის მოსარჩენად წყალით იჟენთებიან”.

სწორედ მათი წყალობით, ვინც ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების წამალს ვერ მიაგნო (ან ეძებდა კი საერთოდ?!), ჩვენი ცხოვრება ზურგგადაღლეტილ და დავარდნილ სახედარივით გდია უძრავად სადღაც კუთხეში”. “ამისთანა ქვეყანაში, საცა ცხოვრება ხავსმოკიდებულს გუბესა ჰგავს, ესე იგი, ჭია-ჭუების და ქვემძრომების საბუდარს”, ხალხმა როგორ უნდა ამოითქვას სული?! დრო და დრო თუ გამოჩნდება ხალხის ჭირისუფალი, “ჭია-ჭუებს რომ ყურში ხელი წაავლოს და აწივლოს”, მაგრამ ეგ საქმეს არ შველის. აკი ნათქვამია, _ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. თანაც, თუ ერის მამას დავუჯერებთ, გაზაფხული სწორედ მაშინ დაგვიდგება, როდესაც “უქმ სიტყვად აღარ იქნებიან ძმობა, ერთობა, თავისუფლება”, როცა ერი ჯერ უცხოთა უღელს გადაიგდებს კისრიდან, შემდეგ კი “შრომის ახსნის” საკითხს დააყენებს. ილიას აზრით, მაშინ, როდესაც უცხო მოძალადე სრულ აღგვას გიპირებს პირისაგან მიწისა ბატონსაც და ყმასაც, რა დროს კლასობრივ უთანასწორობაზეა საუბარი, რის ბატონი, რის ყმაო?! ჯერ უნდა გავერთიანდეთ ამ უბოროტესი მტრის დასამხობად და მერე ვიფიქროთ ურთიერთშორის სადავო საკითხებზეო.

გესმით, ილიას გზითმავალნოვაიპოლიტიკოსებო, ერთმანეთს რომ სამარეს უთხრით ქვეყნის გარეშე მტრების დახმარებით?

ნუთუ გგონიათ, მოყვასის გაუტანლობა, დაბეზღება, ცილისწამება, შეურაცხყოფა ბედნიერებას გაზიარებთ?!

არა! არ გგონიათ, რადგან კარგად იცით, რომ შადიმანებს საქართველოში არასდროს გაუხარიათ. მაშ, რიღასთვის ირჯებით ქვეყნისა და ერის სამტროდ?!

შესანიშნავად მსჯელობს ამ საკითხზე მეორე დიდი ქართველი _ აკაკი წერეთელი თავის ერთ-ერთ ლექსში:

ამბობენ: მეცხვარის ძაღლებს

როცა მოუვათ ჩხუბიო,

ვერ გააზავებთ ვერაფრით,

გინდა აძგეროთ შუბიო!

ღრენენ და ჰყეფენ! ხორხოზში

აღარ აქვთ ყურთა სმენაო!..

ვეღარც არჩევენ ერთმანეთს,

კბენა!.. კბენა და კბენაო!..

მაგრამ მეცხვარე რომ ხედავს,

არ არის სხვა საშველიო,

განგებ იძახის: “ჰკა, მაგას!

ქსი! ქსი! მოვიდა მგელიო!”

ეს ხმა აფხიზლებს მოჩხუბრებს,

თავდება ყოვლიფერიო!

და ერთად ჰყეფენ, გარეშე

რომ მოიგერონ მტერიო.

ეს რომ უამბეს მგოსანსაც,

სიხარბე შემოეპარა,

და ქართველთ სავედრებელად

ლოცვა დასწერა პატარა:

რადგანაც ქართველობაზე

ჩვენში დღეს ყველა სტყუაო,

ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს

ძაღლის გრძნობა და ჭკუაო”.

განა საქართველო მართლაც არ მოისპობოდა ჯერ კიდევ ათასეული წლების წინ, რომ ქართველებს _ ერსაც და ბერსაც, ბატონსაც და ყმასაც ერთად არ ებრძოლათ არაბთა, სპარსთა, თურქთა, მონღოლთა და სხვა მომხდურთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს დამონებას ცდილობდნენ? წარმოიდგინეთ, მარტო თავადაზნაურობა რას გააწყობდა გარეშე მტრის წინააღმდეგ, უმთავრესი მებრძოლი ძალა, გლეხობა, განზე რომ გამდგარიყო. ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ერთობა _ ერთიანობა ერისა და ბერისა, წყვეტს სახელმწიფოს ბედს.

სწორედ ამიტომ ილიასთვის უპირველესი საკითხი იყო ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრი შიდაპრობლემების მოგვარებაზე. ცხადია, ამ თვალსაზრისს იმხანად სასტიკი მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავდა, რომლებმაც ილიას სახელის შელახვა ცილისმწამებლური ბრალდებებით სცადეს, რათა ამ გზით გაემართლებინათ შემდგომ მისი მკვლელობაც.

არც დღეს არის ურთიერთდანდობა. პოლიტიკოსები საერო საქმის სასიკეთოდ ერთმანეთს მხარში კი არ უდგანან, ევროპა-ამერიკაში დარბიან, მავანთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, სანაცვლოდ კი მზად არიან, მათი მითითებებით შეურაცხყონ ჩვენი ტრადიციები, წინაპართა ხსოვნა და ისეთი ცხოვრების წესის დაკანონებას დაუჭირონ მხარი, რომელიც მიუღებელია თვითონ ევროპისთვისაც…

ამიტომ უტევენ ჩვენს დედაეკლესიას, ცდილობენ მისი გავლენის შესუსტებას, რწმენაშერყეული ადამიანისთვის ხომ სულერთია მორალი და ზნეობა; ურწმუნო ადამიანი პრობლემას ვერ ხედავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა თუ უზნეო მომავალი თაობის აღზრდის მიზნით ბავშვის აღზრდაში მშობლის როლის დაკნინებაში.

გვინდა ასეთი ევროპა?

ეს შეკითხვა ახლახან კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაისმა ეკლესიის ამბიონიდან. “თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, _ განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა. _ ესენი, ვინც ეკლესიას უტევს, არიან ისინი, ვინც სულდგმულობს ევროპული დაფინანსებით. ახლა მებადება ეჭვი: ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა?

კომუნისტური რეჟიმიდან გამოსულებს და აღფრთოვანებულებს, ჩვენ, შემდეგ უკვე ალერსით გაბრუებულს და საკენკით მიტყუებულს, ევროპა ხომ არ დაგვხვდა? თვალი ხომ არ გავახილოთ?

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ, სინოდზე დავსვამ ამ საკითხს: ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს: გვინდა თუ არა ასეთი ევროპა?”

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივად მიაჩნია, რადგან ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს და საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებასო; მათი აზრით, მსგავსი განცხადება საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობაა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჩვენი ურყევი ნებაა დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, რომელშიც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებებიო.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ადამიანში ჰეტეროსექსუალებიც ხომ იგულისხმებიან, რომელთა უფლებები ყველაზე მეტად მაშინ ილახება, როდესაც ჩვენისტრატეგიული პარტნიორებიდა ოკეანისგაღმელიმეგობრებიჰომოსექსუალთა უფლებების თავგამოდებითდაცვას”, უფრო სწორად კი მათი უზნეობის ხელის შეწყობას, გვაიძულებენ?! ყოველივე ამას, უპირველესად, დედაეკლესია და მორწმუნე მრევლი ყოველთვის აღუდგება წინ.

ასე რომ, ეს არ არის ის ევროპა, რომელზეც 1861 წელს წერდა ჯ.-ორბელიანი, რომ ევროპია არის ლამპარი მთელი ქუეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა, და სიკეთილე კაცობრიობისა. იგი ევროპია, არა ეხლა, ვინ იცის რამდენი საუკუნოები, განათლების წარმატებაშია და მოუსვენად ცდილობს მისთვის, მაგრამ დღევანდლამდისინ ღრმა მსწავლულები, თვით ევროპიელნი ამაზედ დაჯერებულნი არიან: ჯერ იმ ხარისხზე არ ასულა განათლება, რომ კაცსა ბოროტება გამოვგლიჯოთ სრულიადაო. საუკუნოს წლებიდგან, ამ საუკუნემდისინ ასეა ევროპია, ამ მოცადინეობის ტანჯვის ზრუნვაში”.

ამავე სტატიაში ავტორი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველო იმხანად “ევროპიისაგან უყურადღებოთ დაგდებული” იყო, ხოლო ქართველებისთვის ის იყო “სრულებით უცნობი ევროპია”. ხანდისხან მოგზაურნი მოვიდოდენ აქა, აქაურობას აღწერდნენ, ქართუელების ქებას, კაცებისას თუ დედაკაცებისას გამოსცემდნენ წერილებში და მთქმელი კი არავინ არა ჰყვანდათ, ეთქოთ: ვითარნი არიან ევროპიელნი, რომ მათთან მახლობლობა ჰქონდეთ ჩვენებს. მართალია, ევროპიის შემოსული ტატრები უფრო შეიძლებდნენ ამას, რადგან ყოველს სახლში მახლობლობა ჰქონდათ, მაგრამ ისინიც ამის მეტს არას ზრუნვიდნენ, ქართუელები გაეფრანგებინათ.

ვინიცობაა, თუ ჩუენს მამაპაპათ ევროპიელებთან მეზობლობა ექნებოდათ, მაშინ შეიძლება ყუელას დარწმუნება, რომ ქართუელები ამდენის ძვირფასის ნიჭიერებით სავსენი არიან: დიდი განათლება იქნებოდა ჩუენს ქუეყანაში, მაგრამ ვინ აღუდგება წინა გარემოებას? _ საშინელს ვეშაპსავითაა გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო ჩვენსა და ევროპიის შუა; ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი. ჩუენებსღა მოაგონდებოდა ევროპია, რომელსაცა ეხუეოდნენ ოთხსავ კუთხივ სპარსოსმალოები და სრულიად დანთქმას უპირებდნენ, აქ ამისი დაწერა დიახ ადვილია და წასაკითხავად უფრო ადვილი, მაგრამ თუ სრულიად გონებაში წარმოიდგენთ იმ ამბავსა, ზარ დასაცემი საშინელება ყოფილა საქართუელოზე!” (“ცისკარი”, ქართველების ძველი დრო გადმოსული ახლად, 1861. #11. გვ. 211-231 ).

ევროპასა და საქართველოს შორის ვეშაპივით გაწოლა უკვე აღარ სჭირდება ოსმალოს, რადგან დღეს ევროპა თვითონვე აკეთებს ზარ დასაცემ საშინელებასჩვენს ქვეყანაში.

მაგრამ განდიდების ჟინი ძალიან მძიმე სენი ყოფილაო, წერდა ილია. “ჟინს კიდევ ჟინი იმიტომა ჰქვიან, რომ დაჟინებით იცის კაცის შეწუხება და, მინამ ასე თუ ისე არ მოიკლავ, არ მოგასვენებსო”. ჰოდა, არ ასვენებს არჩევნებში გამარჯვების მსურველ არა ერთ ვაიპოლიტიკოსს და დარბის ევროპასა თუ ამერიკაში, _ აქაოდა, თქვენი ყურმოჭრილი მონა ვარ, რასაც მიბრძანებთ, იმასა ვიქმ, ოღონდაც დამეხმარეთ ხელისუფლებაში მოსვლაშიო. მათაც რა ენაღვლებათ?! ერთგულ გოშიებს თავზე ხელს გადაუსვამენ, ჩვენ კი თითს დაგვიქნევენ: არ გაბედოთ, ამათ არაფერი აწყენინოთო.

იერუსალიმი
იერუსალიმი
ლონდონი
ლონდონი
ათენი
ათენი

შემდეგ კი ესა თუ ის ევროპაამერიკისგან დაიმედებული ვაიპოლიტიკოსი, ილიას სიტყვების პერიფრაზით თუ ვიტყვით, ყველაზედ უწინარეს, ერთ კარგ, ნათხოვარის ცეცხლით გახურებულ სიტყვას გაიზეპირებს, მერე მოიწვევს ერთ ადგილას მოცლილ ხალხს (ღმერთმანი, ცოტანი არიან?!), იმ გახურებულის სიტყვით ყურს გამოუჭედავს. როცა სიტყვა საქმეზედ მივა, _ ხომ ოდესმე უნდა მივიდეს _ მაშინ… ოხ, მაშინ, თუმცა მელიასავით ხაფანგში მომწყვდეულად ნახავს საკუთარს თავსაო, “რადგანაც თქვენ მარტო გახურებულის სიტყვის თქმა გინდოდათ და აქ კი საქმის გაკეთებაც სდომებია, მაგრამ მაინც არა შიშობთ. ხაფანგი ხაფანგია, მაგრამ ოსტატობასაც ბევრი რამ შეუძლიან…”

მრავალგზის მოტყუებული ხალხის ხაფანგში გაბმა ძალიან სახიფათო უნდა იყოს, მით უფრო რომ წლევადელ წელიწადს პანდემიასთან თანაცხოვრება დიდ გაჭირვებას უქადის სრულიად მსოფლიოს. რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე საუბრობენ შიმშილობის გარდაუვალობაზე. ამ მდგომარეობას ვერ შევადარებთ ამა თუ იმ ქვეყანაში რომელიმე მოუსავლიან წელიწადს, რომლის გადალახვა ასე თუ ისე შესაძლებელია ხოლმე. ამ შემთხვევაში საყოველთაო გაჭირვებიდან გამომდინარე შექმნილ სიდუხჭირეზეა საუბარი, რომლისგანაც თავის დაღწევაში, უპირველესად, საკუთარი შრომით შექმნილი დოვლათის იმედი უფრო უნდა გვქონდეს, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორების დახმარების. ჩვენმა მკითხველმა იქნებ იკითხოს: ამ თემას რამდენჯერ უნდა მიუბრუნდეთო?! იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება _ სანამ კარგად არ შევიგნებთ, რომ სხვისი ხელის შემყურეს ალჩუ არ დაუჯდება.

არც ილიასა და მისი თანამებრძოლებისთვის იყო ადვილი თანამემამულეთა დარწმუნება ბევრი საჭირბოროტო საკითხის პროგრესულად გადაწყვეტის აუცილებლობაში. და, რაც მთავარია, ილიამ ზუსტად განსაზღვრა XIX საუკუნის მისია: “შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის”. ეს ფრაზა ილიამ თავის გენიალურ პოემააჩრდილშიგააჟღერა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ეროვნული მთლიანობა დარღვეულია, ზოგი ფუფუნებით ცხოვრობს და გაჭირვებულ მოძმეს არ ეხმარება, ვაჭარი მხოლოდ მოტყუებაზეა გადასული, თბილისში თითქოს დუღს სიცოცხლე, მაგრამ ყველაფერი მოჩვენებითი და ამაოა, რადგან “დაჟანგებულ ბორკილზედ” ცვლიან თავისუფლებას; თვით მცხეთაც კი, “სავანე გმირთა”, სამიკიტნო დაბად ქცეულა და “პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა”.

აქ ორი უკიდურესობა გამოიკვეთა _ “ქვეყანა ბნელი” და “ოქროს ნათელი”, რომელმაც ეს სიბნელე შთანთქა:

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა

და განანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა

 ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი”.

მაგრამ დილის ამ სილამაზეს რაღაც აკლია:

ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს

 ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,

მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს

 მადლი ცისა არ მიჰკარებია”.

“მზით გაბრწყინებულ” ქვეყანაში, ერთი შეხედვით, “ძალუძს კაცსა ბედნიერება”, მაგრამ თავისუფლებაწართმეული ერი განა შეიძლება იყოს ბედნიერი?

პოემაში საქართველოს გულშემატკივრად ილიას მოევლინება “კაცი დიდი, მყინვარზედ მდგომი მოხუცებული”, ანუ აჩრდილი, რომელსაც “მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი” და “ყურადღებითა შორს გაჰყურებდა”.

მისი თვალი ვერ დაატყვევა არაგვისა და თერგის თვალწარმტაცმა ხეობებმა, იგი უფრო შორს იმზირებოდა, სადაც “სრულ საქართველო მოჩანდა შორსა”. გაკვირვებული პოეტი ეკითხება: “საიდამა ხარ, ვინ მოგავლინა?” მოხუცის პასუხი კი ასეთია:

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა,

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული,

შენ შვილთა სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული”.

მოხუცი შეძრულია საქართველოს მდგომარეობით _ რომ ქართველთ დავიწყებიათ, “ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული”, ხოლო “შური, ლალვა და მტრობა” ისეა ფეხმოკიდებული, რომ მამულიშვილთაც აღარ სწამთ მამულის აღდგენის შესაძლებლობა და “დაუგდიათ იგი, ვით ტაძარი გაუქმებული”.

და სად არის გამოსავალი?

უძლურებიდან თავის დასაღწევად გონიერების მოხმობაა საჭირო. ასე მიაჩნია ერის მამას.

მაგრამ დღეს ნაკლებად გვტკივა მოყვასის ტკივილი; დღეს ცრემლს აღარ ვღვრით, იმდენად, რამდენადაც ცოტა თუ აცნობიერებს დღევანდელ უსუსურ და უძლურ მდგომარეობას.

იმედის ნაპერწკლის გაელვებას ჰგავს იმის შეხსენება, რომ საქართველო, რომელიც ადრეც ბევრჯერ დაცემულა, ჭეშმარიტ გმირებს უხსნიათ. აწმყოში კი “გმირის დამბადი დიდი საგანი” “სპობილა და წარწყმედილა”; გაუნელდათ რა ქართველთ მამულის ტრფობა, მომძლავრდა ბოროტება; ქვეყანა იძულებული შეიქნა, “უცხო კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულიყოო”. ამდენად, ის “დიდი საგანი” _ თავისუფლება ერისა, რომელიც მომავალ მხსნელს აღზრდიდა, ქვეყანაში აღარ არსებობდა.

არც დღეს არსებობს.

“საქართველოს თანმდევი, უკვდავი სული” მძიმედ განიცდის ეროვნულ ტკივილებს; იგი ხედავს, თავგზააბნეული ქართველები თვითონვე რომანგრევენ მას, რისი აღდგენაც სურთ; თვით შველიან მას, რასაც ებრძვიან”.

ესეც _ თანამედროვე საქართველოს ნაცნობი სურათი.

მამულისადმი ტრფობის ქადაგებაა მთელი პოემა. როდესაც ხმალს “მამულის ტრფობამ” მოჰკიდა ხელი, მტერი განიდევნა საქართველოდან და ფარნავაზ მეფემ ქვეყანას “ვით მზე მოჰფინა თავისუფლება”. მაგრამ სადღაა დღეს “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”?!

საქართველოს თანმდევი, უკვდავი სულიშესთხოვს ღვთისმშობელს:

დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა.…

 ჰოი, სახიერო ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა”.

ღვთისმშობელმა შეისმინა მოხუცის ვედრება _ “მსწრაფ გადმოეშვა ცისა კიდესა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა!” და ეს სარტყელი, მაცხოვრის კვართი და ყოვლადწმინდა ქალწული არის გარანტი საქართველოს მთლიანობისა; საქართველოსი, რომელზეც აკაკი ბაქრაძე ბრძანებდა: ილიამ სამშობლოს დაჭრილი, დასახიჩრებული სხეული ქირურგის მაგიდაზე დადო და ქირურგიული სიზუსტით შეუდგა მისი ჭრილობების დამუშავებასო, მაგრამ არ დააცადეს. სამწუხაროდ, სრულიად მართებულად აღნიშნა ვაჟა-ფშაველამ, რომ “ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს… საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!”

ილიასთვის საქართველო იყო უსასრულო ფიქრი, ჯვარზე გაკვრა, მძიმე ტვირთი, მაგრამ ამავე დროს მსუბუქიც, რადგან მთელი არსებით უყვარდა და იღვწოდა მის საკეთილდღეოდ. და ჩვენც, თუ თავს მივიჩნევთ მის შთამომავლებად, სანამ ცოცხლები ვართ, მამულისთვის კელაპტრად უნდა ვენთოთ, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here