მთავარი მსოფლიო ღმერთო, გვიშველე! _ ბრიტანელები შოკში ჩააგდო ბაიდენის მორიგმა კონფუზმა

ღმერთო, გვიშველე! _ ბრიტანელები შოკში ჩააგდო ბაიდენის მორიგმა კონფუზმა

276
გააზიარეთ

Dauly Mailის მკითხველებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მორიგი კონფუზის შემდეგ აშშმთელი მსოფლიოს სასაცილოუწოდეს. ბრიტანული გამოცემის მკითხველებში შოკი გამოიწვია აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქციელმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამოსვლისას.

ტელეარხ NBC News-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, ინფრასტრუქტურის რეფორმაზე სიტყვის წარმოთქმის შემდეგ როგორ შებრუნდა ბაიდენი მარჯვნივ და ხელი გაიშვირა ჩამოსართმევად, მიუხედავად იმისა, რომ მის ახლოს არავინ იყო. შემდეგ ამერიკის დაბნეულმა ლიდერმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ტრიბუნის გასწვრივ _ სავარაუდოდ, სცენიდან გასასვლელის მოძებნის მიზნით.

Dauly Mail-ის ბევრმა მკითხველმა გააკრიტიკა ამერიკელები, რომლებმაც 2020 წელს მხარი დაუჭირეს ბაიდენს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში, ზოგიერთმა კი ივარაუდა, რომ “ბაიდენმა წარმოსახვით ამომრჩეველს ჩამოართვა ხელი”.

* “პრეზიდენტ ტრამპის შეცვლა ბაიდენით ჰგავს მილიონდოლარიანიფერარიდანგადაჯდომას 40 წლის წინანდელ პიკაპზე, რომელსაც ცილინდრები დაზიანებული აქვს. არჩევნების მოპარვას მძიმე შედეგები მოაქვს. სირცხვილი დაბალი IQ-ის მქონეთ, რომლებმაც ხმა მისცეს დემოკრატიულ პარტიას”, _ აღნიშნავს მომხმარებელი Democrat Apocalypse.

* “მეცოდება ეს ადამიანი, მაგრამ ამერიკელებმა, რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს”, _ მიაჩნია Anton the berk-ს.

* “დიდ ბრიტანეთში რომ ეცხოვრა, მანქანის მართვის უფლებას არ მისცემდნენ, ამერიკელებმა კი მას ბირთვულ ღილაკზე ხელის დაჭერის უფლება მისცეს. ღმერთო, გვიშველე!” _ დაწერა makesensenow-მ.

* “ამერიკა ცოცხალი კარიკატურა და მთელი მსოფლიოს დასაცინია”, _ აღნიშნა Ohnoitsnot-მა.

ეს არ არის პირველი კურიოზული ვითარება, რომელშიც ამერიკის 79 წლის სახელმწიფო მეთაური ხვდება.

ადრე ბაიდენმა პრეზიდენტი უწოდა კამალა ჰარისს, ერთმანეთში აერია სირია და ლიბია, აგრეთვე, “სისხლისსამართლებრივი დევნა” და “პროსტიტუცია”.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა აღშფოთება ვერ დამალა ჯო ბაიდენის ზემოაღნიშნული საქციელის გამო. “ეს გაუგონარი სირცხვილია. ის არ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი! ყელში ამოვიდა უკვე! იმპიჩმენტი ბაიდენს”, _ დაწერა გრინმა სოციალურ ქსელში.

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here